სიახლე 

ნუგზარ ლაითაძე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უჩივის 17 01 20

დიდიას ქუჩაზე მცხოვრები ნუგზარ ლაითაძე “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” უჩივის და აცხადებს, რომ მისი სახლის გვერდით მდებარე სატუმბი სადგურის ტერიტორიიდან წყალარინების სისტემის მოუწესრიგებლობის გამო მისი ეზო და სარდაფი იტბორება, გრუნტი ჯდომას განიცდის , რის გამოც საცხოვრებელ სახლს ბზარებიც კი გაუჩნდა. ნუგზარ ლაითაძე ასევე ითხოვს რომ სატუმბის შენობაში, მისი ეზოსკენ მომართული ვინტილატორის ნაცვლად გამწოვი მილი დააყენონ, რადგან საგდურის მუშაობისას აუტანელი სუნი დგება. წყალკნალში კი განაცხადეს რომ ადგილზე მივა ჯგუფი და პრობლემის მოგვარებას შეეცდება.

მსგავსი სტატიები