სიახლე 

ფოთში 15 წლის ლუკას ტრაგიკულად დაღუპვის გამო აქცია გაიმართა 19 12 19

15წლის ლუკა  სირაძის  ტრაგიკულად  დაღუპვის გამო მთელი  საქართველოს მაშტაბით  აქციები  იმართება. ფოთში  გუშინ  ახალგაზრდების ჯგუფმა  რამდენიმე ადგილას  წარწერები ,, ამ ცხოვრების  დედაც,  სისტემა კლავს, ლუკა მაპატიე   გააკეთეს . მსგავსი  წარწერების  ნახვა   რუსთაველის  რკალზე  აღმაშენებლის ქუჩაზე  და  9აპრილზეა  შესაძლებელი. წუხელ ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის   წევრებმა ოფისიდან  პოლიციის  შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს და  ეზოში  წარწერები დატოვეს. აქციის მონაწილეები  მთელი  ქვეყნის მაშტაბით  დამნაშავეთა უმკაცრეს  დასჯას მოითხოვენ.

იხილე მეტი
სიახლე 

პოექტ „ახალგაზრდული იდეა ფოთს„ გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გამართეს 18 12 19

დღეს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროექტის ,,ახალგაზრდული იდეა“ ფოთს გამარჯვებული იდეის ავტორებმა პროექტების პრეზენტაცია გამართეს და საზოგადოებას წარუდგინეს. ,,ტურისტული დაფები“, ავტორი ალექსანდრე გიორგაძე. ,,გულის ფორმის კონსტრუქცია ოსტამმარის სკვერში”, ავტორები სალომე სორდია, მელანო დგებუაძე. ,,N2 საჯარო სკოლის მინი-საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია“, ავტორი გიული გვარამია. ,,ბურჯი ეროვნებისა“, ავტორები ნიკა გვასალია, ხვიჩა სურმავა. ,,ფამფტრეკები“ , ავტორი ნიკა სიმონიშვილი. ,,მოცეკვავე შადრევანი აღმაშენებლის ხიდზე“, ავტორი ცოტნე ხარებავა. ,,ნაბადაში სკვერის მოწყობა“, ავტორი ლუკა ცანავა. პროექტი ,,ახალგაზრდების იდეა ფოთს“ მიზნად ისახავს საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინოვაციური და ურბანული პროექტების განხორციელებას. შეხვედრას ფოთის საჯარო სკოლის მასწავლებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე…

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 18 12 19

„ბრძოლის მიზანი არის თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო“ , – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია. ხოშტარიას საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე და პოლიტიკურ კრიზისზე, ვაშინგტონში ვიზიტისას ვესაუბრე. გთავაზობთ ინტერვიუს ნაწყვეტს. შემდეგ სიუჟეტში 2019 წელს პრეზიდენტ ტრამპის მთავარ შეხვედრებს მიმოვიხილავთ და გიამბობთ თუ როგორია ტრამპის საგარეო პოლიტიკა და კომუნიკაციის ხერხები მსოფლიო ლიდერებთან. პროტესტის ერთი წელი – 2019 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნების ქუჩები საპროტესტო ტალღამ მოიცვა – განსხვავებული მიზეზებითა და შედეგებით. მათ შორის საქართველოში. შემდეგ სიუჟეტში 2019 წლის მთავარ საპროტესტო აქციებს მიმოვიხილავთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ასოციაცია დიოსკურიას მორიგი შეხვედრა ფოთში 18 12 19

ფოთი არ გამოირჩევა იმ ორგანიზაციების სიმრავლით რომელიც ორიენტირებულია დევნილთა საკითხებზე. დღეს ჩვენ ასოციაცია დიოსკურიას ვესტუმრეთ, რომლის საქმიანობაც მიზნად ისახავს მთელი რეგიონის მასშტაბით იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ პირთათვის გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები, რომელიც მიიღწევა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ჩატრებით, თემისათვის სამუშაოდ საჭირო უნარჩვევების მიცემით, ქალთა და ახალგაზრდათა გაძლიერებით. აქ დევნილ ქალბატონებს საშუალება აქვთ შეიძინონ ახალი უნარები, დაეუფლონ სხვადასხვა ხელსაქმეს და კომპიუტერულ პროგრამებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკრებულოს 28-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა 17 12 2019

დღეს ფოთში მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა 2019წლის ბიუ ჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს. ასევე ცვლილებები შევიდა საკრებულოს განკარგულებაში რომელიც შეეხებოდა ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას განმეორებით აუქციონის ჩატარებას და საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცებას. ასევე მოისმინეს ინფორმაცია ბიუჯეტის მესამე კვარტლისა და 9თვის შემოსულობების შესრულებისა და ხარჯვის მდგომარეობის შესახებ. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ლარნაკას ქუჩაზე არსებულ პრობლემებზე, ასევე ქალაქში თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან უსიამოვნო სუნის გავრცელებაზე და მმართველი პარტიის წევრებს მოუწოდეს ერთობლივად გაატარონ ქმედითი ღონისძიებები პრობლემის აღმოსაფხვრელად. ფოთის საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქის მერიას ,,გაეროს…

იხილე მეტი
სიახლე 

“არტ გალერეა 34”-ში ახალგაზრდული იდეა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა 17 12 2019

დღეს “არტ გალერეა 34″-ში ,,ფოთის ახალგაზრდული იდეა” საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც გამარჯვებული პროექტის ავტორებს გრანტები გადაეცათ. იდეები კი მდგომარეობს შემდეგში: “ანტისანიტარიის აღმოფხვრა სკოლებში”, “რა? სად? როდის?” და “წიგნების თარო”. პროექტის თემის შერჩევა გამოკითხვის საფუძველზე ხდებოდა, შედეგად გამოვლინდა 3 ძირითადი პრობლემა, რომელზეც პროექტების მიღება გამოცხადდა. პროექტს გერმანული ორგანიზაცია ახორციელებს და ის 800ლარის ოდენობით ფინანსდება.

იხილე მეტი
სიახლე 

„ეს ქვეყანა შენია“ ანონსი lll გადაცემა ფოთი 16 12 19

პარასკევს 20 დეკემბერს 20:00 საათზე სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავა. ჩვენი ეთერი, ამჟამად დევნილთა თემას დაეთმობა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად განვიხილავთ ფოთში კომპაქტურად ჩსახლებული და კერძო სექტორში დაბინავებული დევნილების პრობლემებს, სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებს პროექტს საქართველოში ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია. მათი საზოგადოებასთან დაახლოება და აქტიური პირების წარმოჩენა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “ჭაბონამა” მოყვარულთა თასის გათამაშების ვიცეჩემპიონი გახდა 16 12 19

15დეკემბერს თბილისში,  ვარკეთილის  საფეხბურთო  ცენტრში გაიმართა  ,,მოყვარულთა თასი 2019-“ ის  ფინალური მატჩი  ფოთის  ,,ჭაბონამასა“  და   თბილისის ,,უქიმერიონს“ შორის მთელმა მატჩმა  დაძაბულ, უშეღავათო  ბრძოლაში გაიარა. ანგარიში 11მეტრიანი დარტყმით  თბილისელებმა გახსნეს. „ჭაბონამას“ ფეხბურთელებმა  ანგარიში  ასევე 11მეტრიანი დარტყმით  გაათანაბრეს,  თუმცა მატჩის მიწურულს  ფოთელთა კარის მიმართულებით  საჯარიმო  დარტყმის  შემდეგ, უმეთვალყუროდ  დატოვებულმა   „უქიმერიონის“   თავდამსხმელმა  თავური დარტმით შესძლო გამარჯვების  გოლის  გატანა  და თავის  გუნდს  ჩემპიონის  ტიტული  მოუპოვა შეგახსენებთ  რომ ფოთის „ჭაბონამა“   მოყვარულთა  თასის  გათამაშების დაარსებიდან  ჩატარებული ორივე  გათამაშების  უპირობო ლიდერი იყო და ორჯერვე ჩემპიონის ტიტული ჰქონდა მოპოვებული.

იხილე მეტი