სიახლე 

ფოთში საკრებულოს 28-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა 17 12 2019

დღეს ფოთში მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა 2019წლის ბიუ ჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს. ასევე ცვლილებები შევიდა საკრებულოს განკარგულებაში რომელიც შეეხებოდა ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას განმეორებით აუქციონის ჩატარებას და საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცებას. ასევე მოისმინეს ინფორმაცია ბიუჯეტის მესამე კვარტლისა და 9თვის შემოსულობების შესრულებისა და ხარჯვის მდგომარეობის შესახებ. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ლარნაკას ქუჩაზე არსებულ პრობლემებზე, ასევე ქალაქში თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან უსიამოვნო სუნის გავრცელებაზე და მმართველი პარტიის წევრებს მოუწოდეს ერთობლივად გაატარონ ქმედითი ღონისძიებები პრობლემის აღმოსაფხვრელად. ფოთის საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქის მერიას ,,გაეროს განვითარების პროგრამასთან“ საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე აღნიშნული გრანტის ფარგლებში ფონდიდან გამოყოფილი თანხებითა და მერიის თანადაფინანსებით მარტოწყალას ტბაზე რომელიც მოსახლეობაში უფრო ,, გაზკანტორის“ ტბის სახელით არის ცნობილი მოეწყობა სათევზაო ტურიზმის ცენტრი. აღნიშნული ტბა ქონების მართვის სააგენტომ უკვე გადმოსცა ქალაქს და მის მოვლა პატრონობას ფოთის სპორტისა და ტურიზმის ცენტრი განახორციელებს. სხდომის დასასრულს ფოთის საკრებულოს 2020წლის სამუშაო გეგმა დამტკიცდა

მსგავსი სტატიები