სიახლე 

რატომ არ ხდება თევზის სუნის პრობლემის მოგვარება ფოთში 12 12 19

წინა წლების მსგავსად ქაფშიის სეზონის დაწყებასთან ერთად ქალაქში უსიამოვნო სუნმა დაიწო გავრცელება რასაც სოციალურ ქსელში მოსახლეობის მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. რატომ არ ხდება თევზის სუნის პრობლემის მოგვარება ჩვენს ქალაქში და რატომ არ აპროტესტებენ მას აქტიურად. ამ კითხვით ფოთის მოსახლეობას მივმართეთ. უმრავლესობა ამბობს რომ პროტესტს აზრი არა აქვს რადგან პრობლემის მოგვარების იმედი არა აქვთ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ელენე წოწონავამ საქართველოს 77-ე ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა 11 12 2019

2019 წელი ბრწყინვალე შედეგით დაასრულა 14 წლის ფოთელმა მოჭადრაკემ ელენე წოწონავამ. ამჯერად მან თავის კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და ისეთ საჭადრაკო ქვეყანაში როგორიც საქართველოა, მოიპოვა 2020 წლის საქართველოს 77-ე ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური. ელენემ ამ წარმატებას საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველ ლიგაში საპრიზო ადგილის დაკავებით მიაღწია. საქართველოში უკანასკნეული ათეულობით წლების განმავლობაში 14 წლის ასაკში მსგავსი შედეგისთვის არავის მიუღწევია. საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა არის დახურული ტურნირი და მასში მონაწილეობს საქართველოს საუკეთესო 10 მოჭადრაკე ქალი. ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი,…

იხილე მეტი
სიახლე 

დარეჯან ცხვიტარია ფოთის საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა 11 12 2019

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია დღეს საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა. მისი თქმით ამის მიზანი პედაგოგების გამხნევება და მხარდაჭერის გამოცხადებაა, რათა მათ 14-დეკემბერს დაგეგმილ “კონტრაქციაზე” წასვლა არ აიძულონ. ცხვიტარიას ინფორმაციით საჯარო სკოლების პედაგოგებს თბილისში აქციაზე წასვლას ხელისუფლება აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კლასიკურ ჭადრაკში ტურნირი დაიწყო 11 12 2019

ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა’“-ში გრძელდება ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-10 საჭადრაკო ფესტივალი. გუშინ დაიწყო შეჯიბრი კლასიკურ ჭადრაკში, რომლის ფარგლებში ტარდება როგორც ღია, ასევე 7 და 9წლის გოგონათა და ვაჟთა შორის ტურნირები შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7ტურად გაიმართება. ტურნირი 14დეკემბერს დასრულდება და გამოვლინდება გამარჯვებულები 15დეკემბერს ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ბლიც-ტურნირი და ამავე დღესვე საზეიმო ვითარებაში დაიხურება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სალოტბარო სკოლას რეგენტი რომეო ზარქუა დაუბრუნდა 11 12 2019

ფოთის სალოტბარო სკოლას რეგენტი რომეო ზარქუა დაუბრუნდა . მან ადრეული ასაკიდან შეიყვარა სიმღერა, შემდგომ გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლი დაამთავრა და უკვე მისი პირველი პედაგოგის იროდი ტიკარაძის მხარდამხარ იღვაწებს. ფოთის სალოტბარო სკოლა 2015 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც სწავლება სრულიად უფასოა. იროდი ტიკარაძის განცხადებით სკოლის მთავარი დანიშნულებაა არ დაიკარგოს ქართული ფოლკლორი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “მხიარული სტარტები” დაიწყო 11 12 2019

დღეს ფოთის კალათბურთის დარბაზში საჯარო სკოლებს შორის „მხიარული სტარტები“ დაიწყო. შეჯიბრში ფოთის ყველა საჯარო და წმინდა ნიკოლოზის სახელობის კერძო სკოლა მონაწილეობდა. ხვალ მხიარული სტარტების ფინალური ეტაპი გაიმართება და გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ოთხ მწვრთნელს საქართველოს დამსახურებული მწრვთნელის სტატუსი მიენიჭათ 10 12 19

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, 4 ფოთელ მწვრთნელს კრივში შეტანილი წვლილისათვის მიანიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის სტატუსი . დამსახურებული მწვრთნელები გახდნენ: გოჩა რუსია, ნიკოლოზ იზორია, ლაშა ოჩიგავა და თემურ ოჩიგავა.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია თბილისის სანდრო ახმეტელის თეატრის მთავარი რეჟისორი, ლაშა გოგნიაშვილი 10 12 19

,,კურსორის” სტუმარია თბილისის სანდრო ახმეტელის თეატრის მთავარი რეჟისორი, ლაშა გოგნიაშვილი. ის მოწვეული რეჟისორის სტატუსით ფოთის თეატრში საახალწლო სპექტაკლზე მუშაობს, რომლის პრემიერაც 25 დეკემბერს გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 10 12 19

მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ – „ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის ეკა მაღალდაძე მუშაობს: „რუსეთს ყველაზე მეტად უკრაინის წარმატების ეშინია. ჩვენ კი უნდა განვაგრძოთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება და დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაცულია“, – ამ კითხვით მიმართა კაპიტოლიუმში შეკრებილი საზოგადოების წევრებს დემოკრატმა სენატორმა ქრის მერფიმ. გასულ კვირას ამერიკის კონგრესში უკრაინის მიმართ ამერიკის სტრატეგიული ინტერესების შესახებ იმსჯელეს. ასობით ათასი გოგონასთვის ამერიკაში ქორწილის დღე სულაც არ იყო ბედნიერი და საოცნებო. როგორც ირკვევა, ციფრები ბავშვთა ქორწინების შესახებ ამერიკის ზოგიერთ შტატში განსაკუთრებით მაღალია. „იბერია“ – ასე ჰქვია…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 09 12 19

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 10 დეკემბერს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით: +11° +13° ; ღამით: +3° +5°. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10 მ/წმ, სიჩქარით. 11 დეკემბერს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10მ/წმ სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +11° +13° ; ღამით: +4° +6° იქნება.

იხილე მეტი