სიახლე 

ქობულეთში თევზსაჭერი სეინერი „განთიადი“ ჩაიძირა 09 12 19

ქობულეთში თევზსაჭერი სეინერი “განთიადი” ჩაიძირა. კაპიტანმა სამაშველო სამსახური გამოიძახა, თუმცა იქვე მყოფი სხვა სეინერის “ვიქტორიას” დროული ჩარევით შესაძლებელი გახდა რვავე მეზღვაურის გადარჩენა. როგორც ჩვენთან საუბარში გემ ,,ვიქტორიას“-ს კაპიტანმა იეროსლავ თამლიანმა განაცხადა, მან რაციის საშუალებით გაიგო რომ გემი ,,განთიადი“ შველას ითხოვდა, რაზეც მან დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება. გემზე მყოფი 8 მეზღვაური უვნებლად გადარჩა. გემი 30 ტონა ქაფშიით იყო დატვირთული. სეინერი ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებს ეკუთვნის. ჩვენი ინფორმაციით ჩაძირული გემი მოძველებული იყო, თუმცა სეზონის დაწყებამდე მას რემონტი დოკზე ჩაუტარდა. აღსანიშნავია ისიც რომ გემ “განთიადზე”, ისევე როგორც სხვა სეინერებზე, სამაშველო ტივი არ ჰქონდათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სკოლებს შორის ტურნირი ჭადრაკში დასრულდა 08 12 19

ფოთის საჭადრსკო კლუბ ,,ნანა”-ში ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-10 საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ტურნირი საჯარო სკოლებს შორის. მასში 10 სკოლის 50 მოსწავლე მონაწილეობდა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდა. შედეგები ასე გამოიყურება: პირველი ადგილი მე-15 საჯარო სკოლამ დაიკავა, მე-2 ადგილზე მე-2 საჯარო სკოლა გავიდა, მე-3 ადგილი კი მე-5 საჯარო სკოლას ერგო.

იხილე მეტი
სიახლე 

საქველმოქმედო სპექტაკლმა “ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს” სრული ანშლაგით ჩაიარა 07 12 19

სრული ანშლაგით ჩაიარა საქველმოქმედო სპექტაკლმა – “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” , რომელიც ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასმა კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დასახმარებლად გამართა. საქველმოქმედო სპექტაკლების ბილეთების რეალიზებიდან მონაგები თანხისა და შემოწირული თანხის საერთო ჯამმა 2 000 ლარამდე შეადგინა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-10 საჭადრაკო ტურნირი გრძელდება 07 12 19

ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა“-ში გრძელდება ჭადრაკის დიდი მოყვარულის ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-10 საჭადრაკო ფესტივალი. დღეს დასრულდა დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირი, რომელშიც 80-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. ისინი 15 დეკემბერს დაჯილოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირი დასრულდა 06 12 19

ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა“-ში გრძელდება ჭადრაკის დიდი მოყვარულის ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-10 საჭადრაკო ფესტივალი. დღეს დასრულდა დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირი, რომელშიც 80-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. ისინი 15 დეკემბერს დაჯილოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

თამარ ფაჩულიას სკოლაში პედაგოგ ლადო აფხაზავას უმასპინძლეს 06 12 19

თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა გიმნაზიაში დაწყებითი კათედრის კვირეულის ფარგლებში ლიტერატურულ – მუსიკალური ღონისძიება ,,ჩემი საქართველო“ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სკოლამ კვირეულის ფარგლებში პედაგოგ ლადო აფხაზავას უმასპინძლა. მან ამავე სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მისი გამოცდილება გაუზიარა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” მფლობელია ის ჩიბათის სკოლაში 2010 წლიდან ასწავლის.

იხილე მეტი
სიახლე 

დაკავებულ სასულიერო პირს ბრალი ფოთის იზოლატორში წარუდგინეს 06 12 19

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერ-მონაზონს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ბრალის წარდგენა ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოხდა, სადაც ის ზუგდიდიდან გუშინ გადაიყვანეს. მამაოს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით. ის ისევ ადასტურებს პირვანდელ ჩვენებას, რომ ჩანთა და ნარკოტიკები, რომელიც ამ ჩანთაში იყო მოთავსებული, ეკუთვნის თავად მას. თავს ცნობს დამნაშავედ, რაც შეეხება აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ის შესაძლოა საპყრობილიდან ხვალ გათავისუფლდეს. ცნობილია, რომ მასთან დაკავშირებით შეფარდებულია გირაო. იმისთვის რომ გათავსუფლდეს საპყრობილიდან, უნდა მოხდეს გირაოს უზრუნველყოფა ქონებით. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი სასულიერო პირი დააკავეს.

იხილე მეტი
სიახლე 

გრინვეიმ გაიგე მეტი ტექინსპექტირების შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა 06 12 19

გრინვეი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში – „გაიგე მეტი ტექინსპექტირების შესახებ“ ფოთის მოსახლეობას შეხვდა. გრინვეის ტექნიკურმა პერსონალმა შეკრებილ საზოგადოებას ის აპარატურა წარუდგინა, რომლის საშუალებითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის და კვამლიანობის დადგენა ხდება. ასევე, მოსახლეობას რიგლოსკოპის გამოყენების პროცედურა გააცნეს, რომლის საშუალებით მოწმდება ფარების სინათლის ნაკადის მიმართულება. გრინვეის ინსპექტორებმა მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ყველა ის პარამეტრი, რომელზეც მოწმდება ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების გავლის პროცესში. გრინვეის რეგიონულმა კოორდინატორმა, გიგა მოწყობილმა, შეკრებილ საზოგადოებასთან პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მნიშვნელობა შეაფასა გზებზე უსაფრთხოების, ავტოპარკის გაჯანსაღების, ავტოსაგზაო შემთხვევათა შემცირების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ფოთში გამართული აქციით…

იხილე მეტი
სიახლე 

მედია რაუნდი “წითელი ჯვრის” ზუგდიდის ოფისში 05 12 2019

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონის ჟურანლისტებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მათ 2019 წლის პირველი ნახევრის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება და მათი ოჯახების საჭიროებები, ოჯახური კავშირების აღდგენა და პაციენტების გადაყვანა გამყოფი ხაზის გადაკვეთით, თავისუფლებააღკვეთილი პირების ოჯახებთან დაკავშირება, უმწეოთა დახმარება, საერაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომელთა მოგვარებაშიც წითელი ჯვრის წარმომადგენლები მონაწილეობენ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 1863 წელს დაარსდა. ის არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ჰუმანიტარული მისია. ეს მისია გულისხმობს შეიარაღებული კონფლიქტებისა და სხვა ძალადობრივი სიტუაციების…

იხილე მეტი
სიახლე 

პრეზენტაცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 05 12 19

ახალი საქართველოს უნივერიტეტში კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის – ქრისტოს იანარასის ,,ფსიქოანალიზი და მართლმადიდებლური ანთროპოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართა. ტექსტი ქართულად ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ხუროშვილმა თარგმნა. შეხვედრას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები და ადმინისტაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი