ეს ქვეყანა შენია – მეორე გადაცემა 08 11 19

მეცხრე ტალღის პირდაპირ ეთერშია „ეს ქვეყანა შენია“, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან ერთად გთავაზობთ. პროექტის ფარგლებში რიგით მეორე გადაცემაა. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან: ფონდ „ბილივის“ პროექტების მენეჯერი, გვანცა გვაძაბია; ფონდ „ქველმოქმედი 2015“-ის დამფუძნებელი, ია გორგოტაძე და „პროექტ ახალგაზრდების იდეა ფოთს“ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვალელი, შაკო სარდალიშვილი.

იხილე მეტი
სიახლე 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი ახალგაზრდების განათლების სფეროში 08 11 19

„ეს ქვეყანა შენია“ გაიზიარე პასუხისმგებლობა დღეს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, იმ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ვესტუმრეთ, რომლებიც ახალგაზრდა თაობის განვითრებაზე, მათი ცნობიერების ამაღლებაზე და საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვაზე ზრუნავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

დაკავება ფოთში 08 11 19

გავრცელებული ინფორმაციით ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია სამართალდამცველებმა დააკავეს. მასთან ერთად დაკავებული არიან მერის ყოფილი მოადგილეები, ლევან ჩოჩია და ნიკოლოზ გრიგოლია.ასევე მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ზურაბ ყურუა. “გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში – საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 2 ლოკაციაზე ჭკვიანი კამერები ამოქმედდა 08 11 19

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ორი ლოკაციაზე დაემატა: ► სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან – ჯავახიშვილის ქუჩა ფოთის პორტის შესასვლელამდე. (ნებადართული სიჩქარე 30 კმ/სთ). ► ჯავახიშვილის ქუჩა ფოთის პორტის შესასვლელიდან – სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე. (ნებადართული სიჩქარე 30 კმ/სთ). აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 2 სექცია ამოქმედდა. კამერების დამონტაჟებამდე სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნა აღნიშნული ლოკაციები, სადაც ძირითადად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდებოდა. სულ საქართველოს მასშტაბით უკვე…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ამერიკელმა კონგრესმენებმა ,,პეის ტერმინალსის” ტერიტორია დაათვალიერეს 06 11 19

ამერიკელმა კონგრესმენებმა დღეს ფოთის პორტში ,,პეის ტერმინალსის“ ტერიტორია დაათვალიერეს, ადგილი, სადაც ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება. ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა და ალექსანდერ მუნიმ ფოთის პორტის პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და აქცენტი ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელობაზე გააკეთეს. ისინი საქართველოში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკრებულოს 23-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა 06 11 19

საკრებულოს 23-ე რიგგარეშე სხდომაზე, ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ერთი ერთეული ხის გადასატანი კონსტრუქციის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემაზე, მერიისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით, დეპუტეტებმა უარი განაცხადეს. მათ კენჭისყრაზე საკითხისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ერთხმად დააფიქსირეს. დღევანდელ საკრებულოს სხდომას 15 დეპუტატი ესწრებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ლეიბორისტი მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს 05 11 2019

ფოთის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით სანამ არ მოხდება საკრებულოს სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება, მანამ ტელევიზიის საშუალებით, განცხადებების გავრცელებით ეცდება პარტიის ინიციატივების შესახებ აცნობოს ფოთის მოსახლეობას

იხილე მეტი
სიახლე 

„ახალგაზრდების იდეა ფოთს“ ხმის მიცემა გრძელდება 05 11 19б

პროექტის „ახალგაზრდების იდეა ფოთს ფარგლებში ვაგრძელებთ მონაწილეების და იდეების გაცნობას. დღეს წარმოგიდგენთ ნიკა მეგრელიშვილის იდეას წყლის სოკოების შესახებ რომელიც მოიცავს ხალხმრავალ ადგილებში, სხვადასხვა ლოკაციაზე წყლის სოკოების განლაგებას, რომელიც განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანებისთვის და შინაური ცხოველებისთვის. შეგახსენებთ რომ პროექტების წარდგენა უკვე დასრულებულია და ამჟამად ონლაინ ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ხმის მიცემა შეუძლიათ ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის ასაკიდან. გამარჯვებულ პროექტებს ხალხი გამოავლენს და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანა“-ს მორიგი წარმატება 05 11 19

დასავლეთ ზონის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მე-7 ტურში, ფოთის საჭადრაკო კლუბმა “ნანა”-მ ორივე მატჩი მშრალი ანგარიშით 8 : 0 მოუგო ამბროლაურის საჭადრაკო კლუბს და კიდევ უფრო განიმტკიცა მდგომარეობა ლიდერთა შორის. ფოთის საჭადრაკო კლუბმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა : გოჩა ჩაჩუა, გიორგი გამზარდია, ელენე წოწონავა, აკაკი ყალიჩავა, თეიმურაზ კვიკვინია, კახაბერ კიზირია, ანა სანიკიძე, გიორგი კვარაცხელია, ლუკა წურწუმია, ალექსანდრე გარუჩავა და გაგა გვასალია.

იხილე მეტი
სიახლე 

„ახალგაზრდების იდეა ფოთს“ ხმის მიცემა გრძელდება 01 11 19

პროექტი „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ არის ფოთის მერიის ინიციატივა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტის ფარგლებში 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ ინიციატივები ონლაინ პლატფორმის საშუალებით წარადგინონ . პროექტების წარდგენა უკვე დასრულებულია და ამჟამად ონლაინ ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. დღეს წარმოგიდგენთ ფოთელი ახალგაზრდების ორ ინიციატივას, ერთი მეორე სკოლის სტადიონის რეაბილიტაციას გულისხმობს, რომელიც ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია და ბავშვებისთვის ხიფათსაც კი წარმოადგენს. მეორე პროექტი კი ქალაქში საინფორმაციო სტენდების განთავსებას ეხება, რაც ავტორთა განცხადებით ქალაქს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. ხმის მიცემა შეუძლიათ ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის…

იხილე მეტი