სიახლე 

“ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ „InPort STEM ის“ მე 3 ეტაპი დასრულდა 1 10 19

დღეს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთში” პროფესიული განვითარების პროგრამა „ინპორტ სტრიმის“ მესამე ნაკადის, სამთვიანი პრაქტიკული სწავლების კურსი დასრულდა. ერთკვირიანი თეორიული სწავლების და კომპანიის გაცნობის შემდეგ, ახალგაზრდა მონაწილეებმა პრაქტიკული სტაჟირება, თავიანთი პროფილიდან გამომდინარე, შესაბამის დეპარტამენტებში გაიარეს. მათ, ასევე შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ფოთის საზღვაო ნავსადგური, ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული. ამ ხრივ კი, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, როგორც მონაწილე მამაკაცებს, ასევე გოგონებს, ისეთი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა შესთვაზეს, როგორიც არის ამწის ოპერატორი, ელექტრიკოსი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა “ინპორტი”, ფოთის პორტში პირველად 2017 წელს დაიწყო, მასში…

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდის “თანადგომა შეჭირვებულებს“ და პირველი სკოლის ერთობლივი აქცია 01 10 19

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ფონდის – „თანადგომა შეჭირვებულებს“ ოფისთან პირველი სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები შეიკრიბნენ. მათ, ფონდის თავმჯდომარე ირმა გვალიასთან ერთად შეჭირვებულ მოხუცთა დასახმარებლი აქცია გამართეს. შეგროვებული პროდუქტები და ტკბილეული მალთაყვაში ახალ რაიონში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანებს გადაეცათ. მასწავლებელთა განცხადებით ამ აქციის მიზანი ახალგაზრდების მხრიდან უფროსთა მიმართ პატივისცემის და თანადგომის წახალისებაა. აქციის მონაწილეებმა, შემდგომ ნაბადაში, სააკაძის ქუჩზე მცხოვრები 12 შვილიანი ოჯახი მოინახულეს და სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი, პროდუქტები და ტკბილეული მიუტანეს. მრავალშვილიანი ოჯახის დედა აცხადებს, რომ მოახლოებულ ზამთარს შიშით უყურებს, რადგან სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, ამიტომ შესაბამის სამსახურებს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება 01 10 19

დღეს, ფოთში „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. პროექტის ღირებულება 120 მლნ. აშშ დოლარია. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ეს არის კორპორაციის მიერ, მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა 25 ჰა მიწის ფართობზე განთავსდება, მშენებლობის ფარგლებში აკვატორია 13 მეტრამდე დაღრმავდება და შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაზრის ადმინისტრაცია მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა 01 10 19

დღეს, ფოთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის ინიციატივით, ნაბადის უბანში მცხოვრებ უჩანეიშვილების მრავალშვილიან ოჯახს პროდუქტები და ბავშვის მოვლის საშუალებები გადასცეს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნოდარ კორსანტიას განცხდებით, ამ ოჯახის შესახებ მედიის საშუალებით გაიგო და თანამშრომლებთან ერთად გადაწყვიტა მცირედი წვლილი შეეტანა ოჯახის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ნოდარ კორსანტიას განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაცია მსგავს აქციებს ადრეც ანხორციელებდა და მომავალშიც გააგრძელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ასოციაცია „დეამ“ ფოთში საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა 30 09 19

ფოთში, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ ოფისში, ასოციაცია ,,დეამ“ პროექტის _ ,,იყავი აქტიური მოქალაქე და იცოდე შენი საარჩევნო უფლება“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო, მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობა საარჩევნო პროცესში. ასოციაცია „დეას“ წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიულ ფასეულობათა დამკვიდრება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაში წვლილის შეტანა. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ორგანიზაცია – ,,დეა“ 1998 წლიდან ფუნქციონირებს და განხორციელებული აქვს 140-ზე მეტი პროექტი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თევზჭერაში სარეიტინგო ტურნირი გაიმართა 30 09 19

ფოთში ე.წ დამბის ტბაზე საქართველოს სპინინგის თევზჭერის ფედერაციამ სპორტულ თევზჭერაში ტურნირი ჩაატარა, სადაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 20-მდე, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული სპინინგისტი იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ტურნირს მსაჯობდა ფოთის მეთევზეთა კლუბ ,,ფაზისის“ წარმომადგენელი გიგი პარკაია. 1 ადგილი ქუთაისელმა მიხეილ კაპანაძემ მოიპოვა. 2 ადგილი თბილისელ გოგა ტურაშვილს ერგო. 3 ადგილზე კი კვლავ ქუთაისელი თორნიკე ნუცუბიძე გავიდა. ტურნირი ,,დაიჭირე -გაუშვის“ პრინციპით მიმდინარეობდა და მისი მსვლელობისას დაჭერილი 100-ზე მეტი თევზი გაზომვის პროცედურის შემდეგ ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მწერების დაკბენის შემთხვევები გახშირდა 27 09 19

ფოთში მოსახლეობა მცირე ზომის მწერების მომრავლებას უჩივის. ადგილობრივების განცხადებით მწერები მათ ქუჩაში გუნდურად ესხმიან თავს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელს, ზიზი გაგუას ვესაუბრეთ. მისი თქმით, ეს ადგილობრივი ჭიანჭველაა და მისი ნაკბენი ალერგიულ რეაქციას იწვევს, თუმცა სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, მწერების საწინაარმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დღეს ჩატარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის საკრებულოში 25 09 19

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საკრებულოს სხდომა ფოთში. ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა და ქალაქში მიმდინარე პროცესები მათი არაეფექტური მართვის შედეგად დაასახელა. ცხვიტარია საკრებულოს სხდომაზე, პლაკატით ხელში, ფეხზე იდგა და აწ უკვე პრემიერ- მინისტრის გადადგომას მოითხოვდა. საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას საქმის კეთებით პასუხობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხი რაინდები“ თბილისის „აკადემიას“ დაუპირისპირდა 26 09 19

ფოთის ,,პარკი-არენა“-ზე მორიგი მატჩი გაიმართა , სადაც ფოთის ,,კოლხი რაინდები“ ჭაბუკთა ,,ბ“ ლიგის ,,ოქროს ჯგუფი“-ს მესამე ტურის მატჩში თბილისის აკადემიას დაუპისპირდა. მატჩის დებიუტშივე თბილისელები სწრაფი ლელოთი 5:0, დაწინაურდნენ,,კოლხი რაინდები“-ს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბიჭები არ შედრკნენ და პირველივე ტაიმში რატი ბერაიასა და გელა ხელაძის გარდასახული ლელოებით 14:5 დაწინაურდნენ. მატჩი მეორენახევარმა კიდევ უფრო საინტერესოდ ჩაიარა, თამაში 14:8 ფოთელთა გამარჯვებით დასრულდა. თამაშის შედეგად დაზიანდა თბილისის აკადემიის 2 მორაგბე, რომელთაც ადგილზე გაეწიათ პირველადი დახმარება. 3 ტურის შემდეგ 2 გამარჯვებითა და 1 მარცხით, გათამაშებაში ,,კოლხი-რაინდები“ მე-3 ადგილს იკავებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში რიონის სანაპიროზე მდებარე თევზის სავაჭრო ობიექტის გამყიდვლები თევზის გარე ვაჭრობას აპროტესტებენ 25 09 19

აგარულ ბაზართან, რიონის სანაპიროზე მდებარე თევზის სავაჭრო ობიექტის გამყიდვლები დღეს გარე ვაჭრობას, მათ შორის თევზის ავტომობილებიდან გაყიდვას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, მყიდველი მათ დახლებამდე ვერ მოდის და პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. მოვაჭრეები ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას სთხოვენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის. სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს თენგო შონიას მივმართეთ. მოვაჭრეები პრობლემების მოუგვარებლობის შემთხევაში აქციებით იმუქრებიან.

იხილე მეტი