სიახლე 

ფოთის თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს მუსიკალური სპექტაკლით გახსნის 12 07 19

ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი განაგრძობს აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას. ფოთის თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს მუსიკალური სპექტაკლით გახსნის. თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა მუშაობა ახალ პროექტზე დაიწყო – მუსიკალური სპექტაკლი ,,ერთხელ საქართველოში“, წარმოდგენილი იქნება ჩვენი ქვეყნის მთავარი კულტურული მახასიათებელი. როგორც პიესაშია ნაჩვენები, საქართველო თავისი კულტურით გამოირჩევა. მიუზიკლში ასახულია, თუ რას გრძნობს ადამიანი, როდესაც ,,ერთხელ საქართველოში“ მოხვდება.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში პეტრე პავლობის დღესასწაული აღნიშნეს 12 07 19

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს. წმ. პეტრეს და პავლეს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. ქრისტეს მოწაფეთა შორის მათ თავმოციქულები ეწოდებათ. დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საზეიმო ლიტ​ურღია ფოთის საკათედრო ტაძარში აღავლინა. წმ. მოციქული პეტრე წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მიწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმ. პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს. წმ. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა. ღვთის განგებით იგი…

იხილე მეტი
სიახლე 

კურსორის სტუმრები არიან tv-თოლიას წარმომადგენელები 11 07 19

,,კურსორის” სტუმარია საბავშვო სტუდია tv-თოლიას დირექტორი რეზო კუცია და tv-თოლიას საავტორო გადაცემის წამყვანი და რეჟისორი მალხაზ გაბისონია. მათ tv-თოლიას შექმნის შესახებ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ფოთის „კოლხეთი 1913“ ის დირექტორი 10 07 19

კურსორის სტუმარია, საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი – 1913“-ის აღმასრულებელი დირექტორი, ზაზა ინაშვილი. ფოთის საფეხბურთო კლუბში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, „კოლხეთი 1913“-ის აღმასრულებელ დირექტორად ზაზა ინაშვილი დაინიშნა. ზაზა ინაშვილი 2006-2014 წლებში საფეხბურთო კლუბში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, იყო გუნდის მთვარი მწვრთნელი. მისი თქმით, საფეხბურთო კლუბის ძველი შემადგენლობისთვის წინა სეზონი წარუმეტებელი აღმოჩნდა და გუნდი უმაღლეს ლიგას გამოეთიშა.

იხილე მეტი
სიახლე 

იუბილე ფოთის დღის ცენტრში 10 07 19

დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში საიუბილეო საღამო გაიმართა. ის 6 წლის გახდა. ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა ბავშვებს საზეიმო კონცერტი მოუწყო, სადაც საესტრადო სტუდია “ანა-ბანა” მონაწილეობდა. საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას. დღის ცენტრში 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები არიან დარეგისტრირებული. დღის ცენტრი 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მისი ხემძღვანელი თამარ ფოფხაძე, თავის გუნდთან ერთად ბენეფიციარებს ერთგულად უდგას მხარში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს 10 07 19

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესი „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს. უწყების წარმომადგენლები სპორტკომპლექსის მიმდინარე სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ კაციასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შენგელიასთან და სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გაეცნენ. ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. როგორც ხელმძღვანელობამ აღნიშნა, სპორტულ კომპლექსს დიდი და მცირე საცურაო აუზი ექნება. საცურაო სივრცეში, 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა განთავსდება. კომპლექსს, ასევე ექნება სპორტული მოედანი რომელიც 160 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ევროპის საინვესტიციო ბანკის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება 09 07 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 12 ივლისის ჩათვლით დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +31° მიაღწევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 15 ივლისიდან საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია იწყება 09 07 19

სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრში 15 ივლისიდან საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია იწყება. სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრი საზაფხულო სკოლაში მოსწავლეების მიღებას აგრძელებს. ორ კვირიანი კურსები 15 ივლისიდან დაიწყება, სადაც მოსწავლეებს ინგლისური ენის შემსწავლელი გაკვეთილები კვირაში 4-ჯერ ჩაუტარდებათ. როგორც სკოლის პედაგოგმა განაცხადა, პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს მათი უნარების განვითარებას და საზოგადოებაში აქტიურ ჩართულობას. რაც შეეხება ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო 2 წლიან აქსეს პროგრამას, ის უკვე შეუდგა მუშაობას. სტუდენტებთან სამი კვალიფიციური პედაგოგია ჩართული, მათ შორის ერთ-ერთი ამერიკელი მოხალისეა. ფოთში, სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრი 2009 წელს დაარსდა…

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნულ პარკში მეთევზეებმა აქცია გამართეს 09 07 19

ფოთში, მეთევზეებმა კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აქცია გამართეს. ისინი პალიასტომის ტბაზე არსებულ აკრძალვებს აპროტესტებენ. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ თევზაობით თავიანთ ოჯახებს არჩენენ, დაწესებული შეზღუდვების გამო კი თევზჭერას, პრაქტიკულად ვერ ახორციელებენ. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის, დავით გრიგოლიას თქმით, რეგულაციებით აკრძალულია ნაპირთან მიახლოება, ე.წ. “დაბუხვით” თევზჭერა და ქვირითობის პერიოდში თევზაობა. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ და ადმინისტრაციასთან ერთად პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ. როგორც ადგილზე განმარტეს, კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზე შეზღუდვების მოხსნას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, რომლის განხილვაც უკვე მიმდინარეობს.

იხილე მეტი