სიახლე 

ფოთში ქართული ფოლკლორისა და ცეკვის ფესტივალი გაიმართა 01 07 19

ფოთი ქართული ფოლკლორისა და ცეკვის ფესტივალს მასპინძლობდა. ფესტივალში ადგილობრივი და რეგიონებიდან ჩამოსული 19 – მდე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობდა. კონცერტი ცენტრალურ პარკში უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო ის სპორტ დარბაზში ჩატარდა. მოცეკვავეებმა ხორუმი, ქართული, მთიულური, აჭარული ცეკვები შეასრულეს და მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურეს. ფესტივალის მონაწილეები ჯანო ბაგრატიონის სახელობის დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ფესტივალი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პოლონური ფილმების ფესტივალი გრძელდება 28 06 19

ფოთის თეატრი პირველ პოლონურ ფილმების ფესტივალს მასპინძლობს. ჩვენებაზე წარმოდგენილია 4 მხატვრული ფილმი: როგორც ძაღლი კატასთან, შეწყალება, იულიუში, და მარია სკლოდოვსკა-კურიე. ფილმებში ძირითადად ასახულია ადამიანთა ცხოვრების ყოფითი პრობლემები და ოჯახური ურთიერთობის ტკბილ-მწარე სურათი. ფესტივალი 27 ივნისს დაიწყო და 30ივნისის ჩათვლით გაგრძელდებ. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ხელბურთელების მორიგი გამარჯვება 28 06 19

დღეს, ფოთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის გამარჯვებული ხელბურთელები დაბრუნდნენ. აღსანიშნავია გოგონების წარმატება, მათ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, რომელიც 2020 წელს სერბეთში გაიმართება. ფოთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. ფინალში თბილისის 175-ე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი ანგარიშით 12:5 დაამარცხეს. „ოზურგეთი 2019“-ის საუკეთესო ხელბურთელის წოდება, ფოთელმა ციცინო ბჟალავამ მიიღო. რაც შეეხება ვაჟთა გუნდს, ფინალში თბილისის მე-60 სკოლას დაუპირისპირდნენ. როგორც გუნდის ხელმძღვანელმა, დარეჯან გეფერიძემ აღნიშნა, თამაში ფრედ 11:11 დასრულდა, თუმცა პენალტების სერიაში 2 ქულით დამარცხდნენ და შეჯიბრი ანგარიშით 4:2 თბილისელების სასარგებლოდ დამთავრდა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის დასკვნითი თამაშები გურიაში,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ავტომობილებით მსვლელობა მოეწყო 28 06 19

ფოთში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. მეგაფონითა და დროშებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაიარეს და პარლამენტის წინ შეკრებილ ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი, თბილისში აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უწევენ და 20 ივნისის ღამეს მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

კონფერენცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 27 06 19

„ქრისტიანული ანთროპოლოგია – იდეები და პარადიგმები“ – ამ თემაზე დღეს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში იმსჯელეს. სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი სამბისტის წარმატება 27 06 19

ფოთელი სპორტსმენი, გიგო ნადარეიშვილი ევროპული თამაშებიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში, საქართველოს, კიდევ ერთი მედალი სამბისტმა გიგო ნადარეიშვილმა მოუტანა, რომელმაც 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გადამწყვეტ ბრძოლაში ბელარუსი, მაქსიმ კრასინსკი 10-1 დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა. როგორც მან აღნიშნა, სამომავლოდ შედეგის გაუმჯობესებას ეცდება. ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის იუსტიციის სახლში ატესტატების გაცემა მიმდინარეობს 27 06 19

24 ივნისიდან, აბიტურიენტებისთვის ატესტატი, იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში გაიცემა. ატესტატს მიიღებენ ის პირები, რომლებმაც 2011 წლიდან ვერ დასძლიეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დონე ან სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მონაწილეობა არ მიიღეს. ისინი შესაბამისი განაცხადის შევსების შემთხვევაში მე-10 სამუშაო დღეს, ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს სრულიად უფასოდ მიიღებენ. აბიტურიენტებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ. წელს, ფოთში, ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს 349 აბიტურიენტი, ასევე 101 პირი მიიღებს, რომლებიც გასულ წლებში ატესტატის გარეშე დარჩნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პარკირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება 27 06 19

ფოთში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. პარკირებისთვის გამოყოფილი არსებული 21 ადგილი, 39-მდე გაიზრდება. როგორც მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ელექტრონული აუქციონი გამოცხდდება, ხოლო გამარჯვებულმა 6 თვის განმავლობაში პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილების კეთილმოწყობა უნდა უზრუნველყოს. ახალი რეგულაციების მიხედვით, პარკირების საფასურის გადახდა ელექტრონული სისტემით იქნება შესაძლებელი. ერთი წლის სააბონენტო ქვითრის ღირებულება 40 ლარის ოდენობით განისაზღვრება. უნებართვო პარკირებასა და პარკირების წესების დარღვევაზე ავტომოლობილებს ჯარიმები დაეკისრებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ზაფხულში ფოთში მორიგე ბაგა ბაღი იმუშავებს 26 06 19

ფოთში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო – სააღმზრდელო წელი მიმდინარე წლის 15 ივლისს დასრულდება. მშობელთა მაღალი მიმართვიანობის გამო, განისაზღვრა ის საბავშვო ბაგა-ბაღი სადაც სასწავლო – სააღმზრდელო პროცესი მთელი ზაფხულის მანძილზე 15 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მიუხედავად სააღმზრდელო წლის დასრულებისა, №16 მორიგე საბავშვო ბაღში, რომელიც თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს 130 პატარა ივლის. რაც შეეხება ახალ 2019-2020 სააღმზრდელო წლის დაწყებას, წელს სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება. ფოთის მასშტაბით 16 არსებული საბავშვო ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის 425 აღსაზრდელი პირველ კლასელის სტატუსს მოირგებს.

იხილე მეტი