სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 31 12 21

“ეს მშვენიერი ცხოვრება””ეს მშვენიერი ცხოვრება” – ეს არის ფილმი, რომლის გარეშეც ამერიკული შობა და ახალი წელი რთულად წარმოსადგენია. ფესტივალი სენეკა ფოლსში და საახალწო სამზადისი ნიუ-იორკში – დეტალები სტუდია ვაშინგტონში.

იხილე მეტი
სიახლე 

გადაცემა “დროა„ 30 12 21

გადაცემა ..დროა” წარმოგიდგენთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მუშაობის ანალიზსა და შეფასებას. გადაცემის სტუმარია: ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსი ირაკლი ლეჟავა.

იხილე მეტი
სიახლე 

რა საჭიროებები აქვთ ფოთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს 30 12 21

ფოთში იძულებით გადაადგილებული 6000 -მდე პირი ცხოვრობს, რომლებსაც  გარდა საცხოვრებელი ფართებისა,  არსებული ეკონომიკური თუ  სოციალური  ვითარებიდან გამომდინარე, არაერთი პრობლემა აქვთ.  ჩვენ დავინტერესდით,რა საჭიროებები აქვთ ფოთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს და რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი. აღნიშნული საკითხის გასარკვევად  ერთ-ერთ დასახლებაში ვიმყოფებოდით,რომელიც  ,,შმოს ბინების’’ სახელითაა ცნობილი. იქ მცხოვრები ადამიანების  განცხადებით, ნორმალური ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები არ  აქვთ.  სახურავის ავარიული მდგომარეობის გამო, უამინდობისას  საცხოვრებელი ოთახები იტბორება, რაც ისედაც რთულ პირობებს კიდევ უფრო მეტად გაუსაძლისს ხდის, მათი განცხადებით  პრობლემა წლებია აწუხებთ,არაერთხელ მიმართეს სპეციალურ ორგანოებს,თუმცა უშედეგოდ. დევნილი მოსახლეობა ხელისუფლებისგან პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბში საახალწლო ფესტივალი ჭადრაკში დასრულდა 30 12 21

ფოთის საჭადრაკო კლუბში ,,საახალწლო ფესტივალი ჭადრაკში” დასრულდა. ფესტივალის სხვადასხვა ტურნირებში 80-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა, ტურნირი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა.საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ

იხილე მეტი
სიახლე 

ლიბერთი მცირე საოჯახო სახლებსა და თავშესაფრებში მხარდაჭერას განაგრძობს 29 12 21

ლიბერთი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო ტიპის 46 სახლსა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო 6 თავშესაფარში მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს მთლიანად აფინანსებს. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობა 2022 წელსაც გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

აფხაზეთის მთავრობის კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ სენაკში გრძელდება 29 12 21

„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით, სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ. ღონისძიების ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებს იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და, ასევე, სამედიცინო პირბადეები გადაეცათ. ფართომასშტაბიანი კამპანია და სააგიტაციო ღონისძიებები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლას ემსახურება და იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით იმართება, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ფოლკლორის ცენტრმა ღონისძიება გამართა 29 12 21

,,ფოთის ფოლკლორის ცენტრი”-მა , ვაჟა ფშაველასადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო მოაწყო.ღონისძიების მონაწილეებმა პოეტის შემოქმედება და ბიოგრაფია გაიხსენეს. შესრულდა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები. მაყურებლის წინაშე ანსამბლები ,,ფაზისი და ,,სამება“ წარსდგა. ფოლკლორის ცენტრის დირექტორის ზაზა ღადუას განცხადებით მსგავსი სახის ღონისძიებები,რომლებიც ქართველ შემომქმედებს მიეძღვნება, მომავალშიც გაგრძელდება.აღსანიშნავია,რომ ღონისძიებაში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთის N1 საბავშვო ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა 29 12 21

ფოთში წინასაახალწლო სამზადისი, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში აქტიურად მიმდინარეობს.დღეს ფოთის პირველ საბავშვო ბაღში, ტრადიციული საახალწლო ღონისძიება გაიმართა,რომლის ფარგლებშიც აღსაზრდელებმა სხვადასხვა მუსიკალური და მხატვრული ნომრები წარმოადგინეს. აღსანიშნავია,რომ პანდემიის გამო,რეგულაციებიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იყო.დასასრულს პატარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ. ცნობილია,რომ ფოთის ყველა ბაღის აღსაზრდელს საახალწლო ნობათი ეტაპობრივად გადაეცემა, აღნიშნული აქტივობა ყოველწლიურად ხორციელდება.

იხილე მეტი