სიახლე 

ფოთის მერმა, მერიის ახალი თანამშრომლები წარადგინა 13 01 22

11 იანვარს, ფოთის მერმა, მერიის ახალი თანამშრომლები წარადგინა:

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს გვანცა გვაძაბია, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურს გიორგი თოლორდავა უხელმძღვანელებს.

გვანცა გვაძაბია პროფესიით მედიაკომუნიკაციის სოციოლოგია. მას საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის 9 წლიანი გამოცდილება აქვს. 2021 წლის დეკემბრიდან გახლდათ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი,როგორც ის ამბობს, აღნიშნული თანამდებობა მისთვის  ძალიან საპასუხისმგებლოა და სასიხარულოა.

შეგახსენებთ,რომ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად გიორგი თოლორდავა დაინიშნა, ის საჯარო მმართველობის მაგისტრანტი გახლავთ და  სხვადასხვა დროს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში იყო დასაქმებული

მსგავსი სტატიები