სიახლე 

ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო დასკვნითი კონცერტი გაიმართა 13 01 22

12 იანვარს ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან  საახალწლო დასკვნითი კონცერტი გაიმართა,  მაყურებლების წინაშე, საახალწლო მიუზიკლით ფოთის თეატრის დასი წარსდგა. საღამოს კი ადგილობრივმა და მოწვეულმა  მუსიკალურმა ჯგუფებმა სხვადასხვა კომპოზიციები წარადგინეს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ზურაბ ტიტუას განცხადებით, მსგავსი კულტურული ღონისძიებები მომავალშიც  აქტიურად გაგრძელდება .

შეგახსერნებთ, რომ ფოთში საახალწლო დღეების აღნიშვნა 26 დეკემბრიდან დაიწყო, ქალაქში მოწყობილია: საახალწლო ინსტალაციები,საშობაო სოფელი,  საბავშვო გასართობი სივრცეები და ფოტო გადასაღები სტენდები.

მსგავსი სტატიები