სიახლე 

ფოთში, მწერალი ლაშა ბუღაძე ახალგაზრდებს შეხვდა 21 03 19

ფოთში, მწერალი ლაშა ბუღაძე იმყოფებოდა. ის მოსწავლე, ახალგაზრდებს პროექტ „მწერლები ევროპული ღირებულებისათვის“ ფარგლებში შეხვდა. მან საქართველოს ევროპულობის იდეაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპა, ეს არის კატეგორია, რომელიც ცდება გეოგრაფიას. მისი თქმით ევროპული იდეები _ ადამიანის არჩევანის დაცულობა, კეთილდღეობა და რეალიზების თანაბარი შესაძლებლობაა. შეხვედრა „ევროპის ფონდის“ ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ,,დიოსკურიას” ოფისში პრეზენტაცია გაიმართა 21 03 19

არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ოფისში, ქარგვის და ხელსაქმის შემსწავლელი ჯგუფის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად საკრებულოს წარმომადგენები დაესწრნენ. „დიოსკურიას“ ხელმძვანელის განცხადებით, პროექტი ერთი თვეა რაც ამოქმედდა. მისი მიზანია დევნილ და სოციალურად დაუცველ ქალბატონებს თვითრეალიზებაში შეუწყოს ხელი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი შევიდა 20 03 19

ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილ თოდუას განცხადებით, აღნიშნული უწყება, მალთაყვის სანაპიროს რეაბილიტაციის პროექტის დოკუმენტაციით დაინტერესდა. საქმე ეხება 2015-2017 წლებში განხორციელებულ სამუშაოებს. ოპოზიციის მტკიცებით, ფოთის მერიაში, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს შესვლა მოსალოდნელი იყო, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალზე სერიოზული დარღვევები გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ფოთის მერიაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ. ამ ეტაპზე ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 20 03 19

ფოთში, 13 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის 28 ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა, მე-7 რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად მიიღეს. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი დააფინანსებს. მისი ღირებუება 308 804 ლარს შეადგენს. როგორც სხდომაზე გაიჟღერა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულების პირობის თანახმად, სამი წლის განმავლობაში, დაზიანების გარეშე ლიფტების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, სპორტული და სამეჯლისო ცეკვების პროფესიონალთა ჯგუფმა მასტერ კლასები ჩაატარა 19 03 19

მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრში, სამეჯლისო სპორტული ცეკვების ჯგუფი „მზის გულის“ მოსწავლეებისთვის თბილისიდან მოწვეულმა პროფესიონალმა მოცეკვავეებმა ხუთ დღიანი ლექცია-სემინარები ჩაატარეს. „მზის გულის“ ხელმძღვანელის, ლევან მაშავას ინიციატივით, ნორჩი მოცეკვავეებისათვის კვალიფიკაციისა და ცეკვის ხარისხის ასამაღლებლად მასტერკლასები, საქართველოს სამეჯლისო და სპორტული ცეკვების პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს გენერალურმა მდივანმა თეა წიკლაურმა, ,,ცეკვავენ ვარსკვლავების” მოცეკვავეებმა, საქართველოს ჩემპიონებმა ირაკლი ძაძამიამ და ირა კვიტინსკაიამ გამართეს. „მზის გულის“ მოცეკვავეები საქართველოს თასის ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადებიან, რომელიც ზუგდიდში 24 მარტს გაიმართება. ხოლო ოთხი მოსწავლე 29-31 მარტის ჩათვლით საბერძნეთის დედაქალაქში საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება, სადაც მსაჯის სტატუსით ლევან მაშავა არის მიწვეული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მაგისტრის დიპლომი გადაეცათ 19 03 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა პირველ ნაკადს, მაგისტრის დიპლომები გადასცეს. ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა უნივერსიტეტის 14 კურსდამთავრებულს თეთრი ფერის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი, წიგნებთან ერთად საზეიმო ვითარებაში გადასცა. უნივერსიტეტში როგორც აღნიშნეს, ეს დღე, არა მარტო საქართველოს ახალი უნივერსიტეტისთვის არამედ ქართული ფილოსოფიისა და ქართული აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. ზოგიერთი მათგანი, უნივერსიტეტის კედლებში გააგრძელებს აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას. მაგისტრის დიპლომების გადაცემას სასულიერო პირები, პროფესორ მასწავლებლებთან და ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრნენ და მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

მარნეულში, მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პროექტი იწყება 18 03 19

მარნეულში, მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტური პროექტი იწყება, რომელიც ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მარნეულის კომპოსტირების საწარმოს თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი მიზნად ქვეყანაში მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ხელშეწყობას ისახავს, ასევე, იმ მწვანე ნარჩენების ეფექტიან გამოყენებას, რომლებიც რეგიონულ ნაგავსაყრელებზე ხვდება და მათი მოცულობის, დაახლოებით, 50%-ს იკავებს. პილოტური პროექტის პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +14° დაფიქსირდება 18 03 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 21 მარტის ჩათვლით ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, უმნიშვნელო ნალექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +14° დაფიქსირდება. 19 მარტს ცვალებადი ქარი იქროლებს 8-13 მ/ წამი სიჩქარით. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12° +14°, ხოლო ღმით +6° +8° გრადუსი დაფიქსირდება. 20 მარტს დასავლეთის ქარია მოსალოდნელი, რომელიც 5-10 მეტრი წამი სიჩქარით დაქროლავს. ძირითადად უნალექო ამინდი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13° +15°, ხოლო ღამით +7° +9° დაფიქსირდება. 21 მარტს სამხრეთ დასავლეთის ქარი დაქროლავს 5-10მ/წმ სიჩქარით. დღისით ცვალებადი ღრუბლიანი, უნალექო ამინდი იქნება,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, სკოლის მოსწავლეებს შორის რეგიონალური პირველობა კალათბურთში დასრულდა 18 03 19

ფოთის საკალათბურთო დარბაზში, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული რეგიონალური პირველობა კალათბურთში გაიმართა. შეჯიბრი 2002-2004 წლებში დაბადებულ საჯარო სკოლების მოსწავლე გოგონათა და ვაჟთა შორის ჩატარდა. გოგონათა შორის I ადგილი მოიპოვა ზუგდიდის N1 საჯარო სკოლამ, II ადგილი – აბაშის N2 საჯარო სკოლამ, ხოლო III ადგილის მფლობელი – ხობის N1 საჯარო სკოლა გახდა. ვაჟთა შორის I ადგილი ზუგდიდის N2 საჯარო სკოლამ მოიპოვა, II ადგილი – აბაშის ქოლომბნის საჯარო სკოლამ, III ადგილი – ფოთის N15 საჯარო სკოლას ხვდა წილად. გამარჯვებული გუნდები თასებით, დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. რეგიონალური პირველობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკე ელენე წოწონავა საქართველოს ჩემპიონია 18 03 19

ფოთის საჭადრაკო კლუბ “ნანა”-ს მოჭადრაკემ, 13 წლის ელენე წოწონავამ, საქართველოს ჩემპიონატზე, 20 წლამდე გოგონათა შორის, პირველი ადგილი დაიკავა. ჩემპიონატი თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ელენე პირველი მოჭადრაკეა, რომელმაც 13 წლის ასაკში, 20 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი მოიგო. ელენე წოწონავამ ამ გამარჯვებით მსოფლიოს ახალგაზრდული (20 წლის მოჭადრაკეთა შორის) ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც 14-26 ოქტომბერს ინდოეთში გაიმართება. ახალგაზრდა მოჭადრაკემ, მიღწეული შედეგით საერთაშორისო რეიტინგი, 183 პუნქტით გაიუმჯობესა .

იხილე მეტი