სიახლე 

ფოთში, პროექტის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 11 03 19

არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ფოთის ახლაგაზრდული იდეა“, კონკურსში ოთხი გამარჯვებული პროექტის ავტორი დაასახელა. ფოთის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისათვის, გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში, სამი ძირითადი საკითხი: განათლების ხარისხის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და კულტურული ღონისძიებების კუთხით იყო წარდგენილი. მოზარდებმა აქცენტი განათლების სფეროზე გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ კონკურსის თემები არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ქალაქში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა. დაჯილდოვების ცერემონია არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში გაიმართა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია – „ფოთის ახალგაზრდული იდეა“, რომელიც ევროპის ფონდის დონორ ორგანიზაციას წარმოადგენს, საქართველოს მასშტაბით 15 დან 25 წლამდე ასაკის 120-მდე ახალგაზრდას აერთიანებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ქართული ოცების წარმომადგენლებმა დასუფთვების აქცია გამართეს 11 03 19

პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქარეთველოს“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ინიციატივით, მალთაყვის უბანში დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციის წევრებმა მალთაყვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ღონისძიების მიზანია, სუფთა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. ბუნების ნარჩენების გარეშე შენარჩუნება და ამ მიმართულებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ფოთის საქალაქო ორგანიზაცია, შემდგომში სხვა ტერიტორიების დასუფთავებას გეგმავს.

იხილე მეტი
სიახლე 

მშვიდობიანი აქცია ფოთში – „რუსეთი გვართმევს თავისუფლებას“ 11 03 19

ფოთში, ახალგაზრდულმა მოძრაობამ „რუსეთი გვართმევს თავისუფლებას“ მშვიდობიანი აქცია გაიმართა. მოძრაობის წევრებმა აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, რუსეთის პოლიტიკა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, წართმეული ტერიტორიების დაბრუნება სწორი პოლიტიკური გზით იქნება შესაძლებელი. მშვიდობიან აქციას, თბილისიდან მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” რამდენიმე აქტივისტი შეუერთდა. როგორც მათ აღნიშნეს, გაჩერებას არ აპირებენენ და რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრისთვის ემზადებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, თბილი ამინდი შენარჩუნდება 08 03 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 10 მარტის ჩათვლით თბილი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +18° დაფიქსირდება. 9 მარტს ცვალებადი მიმართულების ქარი დაქროლავს 14მ/წმ სიჩქარით. ასევე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +16° +18 °; ღამით კი + 8 ° + 10 ° იქნება. 10 მარტს სამხრეთ-დასავლეთის ქარია მოსალოდნელი, რომელიც 13 მეტრი წამი სიჩქარით დაქროლავს. დაფიქსირდება ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით კი ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13° +15°, ხოლო ღამით +8° +10° დაფიქსირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, სამშობიარო სახლის სამეანო-ნეონატოლოგიური განყოფილება გაუქმდა 08 03 19

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფოთში ერთადერთი სამშობიარო სახლის, სამეანო-ნეონატოლოგიურ განყოფილებას, საქმიანობის უფლება შეუჩერდა. მიზეზად შესაბამის სტანდარტებთან შეუსაბამობა სახელდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან მიღებული აკრძალვის მიხედვით, მედ პერსონალს არ შეუძლია მშობიარის მიღება, მათ შორის გადაუდებელ შემთხვევებშიც კი, რასაც ექიმების განმარტებით შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს. მათივე თქმით საკუთარი ძალებით არსებული პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებენ. ისინი დახმარებას ითხოვენ. ფოთის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ კანონის მიხედვით სამშობიარო სახლს ვერ ეხმრებიან, რადგან ის კერძო საკუთრებაა, თუმცა მაჟორიტართან ერთად ამ პრობლემის მოგვარების მიზნით უკვე დაიწყო მუშაობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოჭადრაკეებმა 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს 08 03 19

ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთ ზონის პირველი ლიგის ტურნირი 8-10-12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასრულდა. დასავლეთ საქართველოდან ჯამში 95 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ხუთეულში გასული მოჭადრაკეები, საქართველოს შესაბამისი ასაკის უმაღლესი ლიგის საგზურით დაჯილდოვდნენ, სადაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურების მოსაპოვებლად ითამაშებენ. პირველი ადგილის მფლობელებს მედლებთან ერთად თასები გადასცეს. საქართველოს ჩემპიონატი უფროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის 9 მარტს, ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში დაიწყება.

იხილე მეტი
სიახლე 

ქართველმა ფალავნებმა ევროპის ჩემპიონატზე 7 მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს 7 03 19

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტლით მოჭიდავეთა ნაკრებმა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შეჯიბრის დასკვნით დღეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე რამაზ ზოიძე ავიდა, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა, ხოლო 55 წონით კატეგორიაში, ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 178 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილი რუსეთმა დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი კი – თურქეთი გახდა. ჩემპიონები საქართველოში დღეს დაბრუნდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ნავსადგურში ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე აღნიშნეს 07 03 19

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე აღნიშნეს. ღონისძიება Maersk-ის მიერ გამოცხადებულ, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ძალის მრავალფეროვნების წახალისებას და გენდერულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ფილმი ქართველ ქალებზე, რომლებმაც წინააღდეგობების მიუხედავად მოახერხეს მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანათ საზოგადოების განვითარების პროცესში. ასევე გამომსვლელებმა წარმოადგინეს მოკლე ისტორიები იმ ქალებზე, რომლებმაც მანდილოსნებისთვის არატრადიციულ სფეროებში წარმატებას მიაღწიეს. ღონისძიების დასარულს მოწვეულმა სტუმრებმა ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა და სხვადასვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ლუკა ცომაიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 06 03 19

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შემოქმედებითად მრავალფეროვანი საღამო გაიმართა. სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მაღალკლასელებმა ნაწარმოების შინაარსი თავიანთი ჩანახატებით და ლექსებით გააცნეს დამსწრე საზოგადოებას. პრეზენტაცია მუსიკალურად არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ფოლკლორული ანსამბლის ,,პირიმზეს” წევრებმა, გია გურგენაძეს ხელმძღვანელობით გააფორმეს. ლუკა ცომაიამ როგორც აღნიშნა, ეს სერია მადლიერების ნიშნად პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს საჩუქრად გადასცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამლოცველო გაქურდეს 06 03 19

ფოთში, ნაბადის უბანში, სარსანიას ქუჩაზე წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის სამლოცველო გაქურდეს. ტაძრის მოძღვარს დილით სამლოცველოს კარები და შესაწირი ყულაბები გატეხილი დახვდა. მესანთლის განცხადებით, ყველა ხატი ადგილზეა და დაზიანებული არაა. წაღებულია გაურკვეველი რაოდენობის თანხა. რამდენიმე საათში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე არასრულწლოვანი ამხილა, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიება სსკ-ის 177 მუხლით მიმდინარეობს.

იხილე მეტი