სიახლე 

ფოთში 8 წლის ბიჭს დენმა დაარტყა 12 03 19


ფოთში 9 აპრილის ხეივანზე, 8 წლის ბიჭს დენმა დაარტყა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მოზარდმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში, სარკმლიდან ჩავარდნილი ბურთის გამოტანას ცდილობდა.

112-ის ბრიგადამ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც მორიგე ექიმი ჰყვება, მოზარდს სხულის ვრცელი მიდამოს დამწვრობა აღენიშნებოდა. შესაბამისი მკურნალობისა და კვლევის ჩატარების შემდეგ, პაციენტი რეანომობილით თბილისში, ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით , მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში,შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. მას სხეულის 50%-ზე მეტი ნაწილი დაზიანებული აქვს. შსს-ს ინფორმაციით,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.

მსგავსი სტატიები