სიახლე 

ფოთში არჩევნებში ამომრჩევლების 42.98% მიიღო მონაწილეობა 28 10 18

70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში 17 773 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 42,98% . საოლქოში სულ 31 საჩივარი შევიდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საარჩევნო უბნები 20:00 სთ-ზე დაიხურა 28 10 18

საპრეზიდენტო არჩევნების  32-ვე უბანი 8 სათზე დაიხურა. 28-ე  უბანზე  რეგისტრირებული 1 482 ამომრჩევლიდან, კენჭისყრაში 677 -მა მიიღო მონაწილეობა.

იხილე მეტი
სიახლე 

მაია ჩხარტიშვილი ფოთში მიმდინარე არჩევნებს აფასებს 28 10 18

ფოთში მიიმდინარე საარჩევნო გარემო შეაფასა“ შენების“ პარტიის წევრმა, მაია ჩხარტიშვილმა . მისი განცხადებით, დღევანდელი დღე არის „ქართული ოცნების”  წევრებისთვის უკანასკნელი ბრძოლა, რათა 2020 წელს ისევ ხელისუფლებაში დარჩნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის 27-ე უბანზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს 28 10 18

ფოთის 27-ე საარჩევნო უბანზე 1157 ამომრჩეველი არის დარეგისტრირებული. საუბნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო უბანში 15:00 საათის მონაცემებით 368 ამომრჩეველმაა დააფიქსირა თავისი ხმა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

„ლეიბორისტული პარტიის“ ფოთელმა ლიდერმა არჩევანი მე-2 უბანში გააკეთა 28 10 18

„ლეიბორისტული პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯრომარემ, მამუკა ხორავამ სკუთარი არჩევანი მე-2 საარჩევნო უბანში გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ ხალხი სწორ არ ჩევანს გააკეთებს და ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს.

იხილე მეტი
სიახლე 

„ევროპული საქართველოს“ ფოთის ორგანიზაციის ბრიფინგი 28 10 18

„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი დუნდუამ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით საარჩევნო უბნებში მმართველი გუნდის მხრიდან ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს. მან „ქართულ ოცნებას“ კანონის დაცვისკენ მოუწოდა.  

იხილე მეტი
სიახლე 

“ევროპული საქართველოს” ფოთელმა ლიდერმა არჩევანი მე-12 უბანზე გააკაეთ 28 10 18

„ევროპული საქართველოს“ ფოთის, ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვახტანგ დარცმელიძე მე-12 საარჩევნო უბანში, ხმის მისაცემად შვილთან ერთად მივიდა. ვახტანგ დარცმელიძემ, საკუთარი არჩევანი გააკეთა, როგორც მან აღნიშნა, ხმა ქართველი ხალხის მომავალს მისცა. ფოთის 12-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემებით საარჩევნო უბანში 8:00 საათიდან 12:00 საათამდე 212 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა საუბნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით ჯერჯერობით საჩივარი არ დაწერილა. აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მაჟორიტარმა თავისი არჩევანი მე-9 უბანზე დააფიქსირა 28 10 18

ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ მე-9 საარჩევნო უბანში გააკეთა საკუთარი არჩევანი. მისი განცხადებით საქართველოს ევროპულ განვითარებას დაუჭირა მხარი.

იხილე მეტი
სიახლე 

“ნაციონალური მოძრაობის” ფოთელი ლიდერი დარღვევებზე საუბრობს 28 10 18

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით ხომერიკის განცხადებით, თითქმის ყველა საარჩევნო უბანში კანონდარღვევას აქვს ადგილი. მისი თქმით ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორები არჩევნების ტოტალურ გაყალბებას ცდილობენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერმა თავისი არჩევანი 30-ე უბანზე დააფიქსირა 28 10 18

30-ე სარჩევნო უბანში, თავისი არჩევანი ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ გააკეთა, როგორც მან „მე-9 ტალღასთან“ განაცხადა, ხმა მისცა საქართველოს სწრაფ და ევროპულ განვითარებას.

იხილე მეტი