სიახლე 

ფაროსანას წინააღმდეგ აპრილ-ოქტომბერში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა 25 10 18

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აპრილი-ოქტომბრის თვეში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა -სეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების მთავარი მიზანი ეკონომიკური ზიანის 15%-მდე შემცირებაა,- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე საუბრობს. ის აპრილიდან ოქტომრბის თვემდე ჩატარებულ ღონისძიებებს წარმატებულად აფასებს, მისი თქმით ამ პერიოდში დაახლოებით 700 ათასი ჰექტარი ტერიტორია შეიწამლა და ღონისძიებების ეფექტურობა სიმინდის მოსავალზე დადებითად აისახა. ზურაბ ლიპარტია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დიდი ფართობების ქიმიური საშუალებით დამუშავება და ტყის ფართობებზე „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების განთავსება მავნებელტან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის გათვალისწინებით ხორციელდება. დოკუმენტი უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით არის მომზადებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფრანგული ჯგუფის „საჩუქარის“ კონცერტი ფოთში 25 10 18

ფოთში, საფრანგეთის ქალაქ ანჟეს შემოქმედებითი ჯგუფის „საჩუქარის“ კონცერტი გაიმართა. სტუმრებმა პირველი სიმღერა „მრავალჟამიერი“ ანსამბლ „ფაზისის“ წევრებთან ერთად შეასრულეს. მათ 45 წუთიანი პროგრამა წამოადგინეს და 14-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა იმღერეს. კვარტეტის ერთ-ერთი წევრი ქართველია. როგორც ის ამბობს კონცერტებს ხშირად მართავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე საფრანგეთში, რადგან ფრანგებს ძალიან მოსწონთ ქართული ფოლკლორი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანა ქვემო ქართლი 24 10 2018

ფიქსირდება თუ არა აზიური ფაროსანა ქვემო ქართლის რეგიონში ქვემო ქართლში ფერმერთა ნაწილი აცხადებს, რომ აზიური ფაროსანა უკვე მათ ბაღებშიც გამოჩნდა. ივანე მანთეშაშვილი ამბობს, რომ შემოდგომაზე მავნებელი საკუთარ ნაკვეთში სხვადასხვა კულტურაზე აღმოაჩინა და მწერისგან მომდინარე ზიანი ნაყოფზეც შეამჩნია. არის თუ არა ფერმერების მიერ დაფიქსირებული მწერი მართლაც აზიური ფაროსანა? სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს უფროსი მირანგულ ლიპარტელიანი განმარტავს, რომ მონიტორინგი მთელი რეგიონის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, დამოტაჟებულია 600 ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი, თუმცა არცერთ მათგანზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, მყისიერი რეაგირება ცხელი ხაზიდან მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციებზეც.

იხილე მეტი
სიახლე 

მეთხილე ფერმერებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გურიაში 24 10 18

როგორ დავიცვათ თხილი აზიური ფაროსანასგან რა პერიოდულობით და როგორ უნდა ჩავატაროთ თხილში აგროტექნიკური ღონისძიებები – გურიის რეგიონში მეთხილე ფერმერებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სპეციალისტებმა ყურადღება აღნიშნულ კულტურაში გავრცელებული მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს დაუთმეს, გამორჩეულად დიდი დრო, რასაკვირველია, აზიურ ფაროსანაზე საუბარს დაეთმო. ღონისძიება აქტიურ რეჟიმში გაიმართა, ფერმერების მხრიდან ბევრი საინტერესო კითხვა დაისვა. მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთი 24 10 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე ამინდი 25 ოქტომბრიდან გაუარესდება. მოსლოდნელია უხვი ნალექი. დაუბერავს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ზღვის ღელვა 5-6 ბალამდე მოიმატებს.

იხილე მეტი
სიახლე 

„არტ გალერეა 34“-ში სოფიო ღლონტის ლექსების კრებულის პრეზენტაციისთვის ემზადებიან 24 10 18

„არტ გალერეა 34“ მორიგი შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადება. 26 ოქტომბერს მსახიობი და პოეტი სოფიო ღლონტი, მაყურებელს ახალი ლექსების კრებულს „გოლგოთის ღამე“-ს გააცნობს. ასევე წარმოადგენს პერფომანს “ადამი და ევა”. როგორც შემოქმედებითი სალონური საღამოს ორგანიატორმა, ია როგავამ განაცხადა, დასწრება თავისუფალია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ნორჩი თეატრალების წარმატება 23 10 18

ბავშვთა თეატრალურ  ფესტივალში, რომელიც თბილისში გაიმართა, ფოთის საბავშვო თეატრი „არგო“ მონაწილეობდა. წლევანდელ ფესტივალზე „არგო“ ყველაზე მეტ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული. მან საუკეთესო სპექტაკლის წოდება და თვრამეტი ჯილდო მოიპოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანას გავრცელების შემთხვევები აღმოსავლეთ საქართველოშიც დაფიქსირდა 23 10 18

აზიური ფაროსანას გავრცელების შემთხვევები აღმოსავლეთ საქართველოში და სამცხე-ჯავახეთშიც დაფიქსირდა, ძირითადად ტყეებში და მიმდებარე ფართობებზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღლინჯოს გავრცელების არეალი გაფართოვდა, თუმცა რეგიონში ეკონომიკური ზიანი ჯერ ჯერობით არ შეინიშნება.

იხილე მეტი
სიახლე 

გიორგი გეგეჭკორი კადეტთა შორის ევროპის პირველობის ვიცეჩემპიონია 23 10 18

რუსეთის ქალაქ ანაპაში ევროპის პირველობა კრივში კადეტთა შორის გაიმართა. მასში მონაწილეობა ფოთელმა მოკრივეებმაც მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს. გიორგი გეგეჭკორმა, 60 კგ წონით კატეგორიაში II საპრიზო ადგილი მოიპოვა. ლადო ლომაია კი, 63 კგ წონით კატეგორიაში III საპრიზო ადგილს დასჯერდა. ფოთელი მოკრივეები შემდგომი შეჯიბრებისთვის აქტიურად ემზადებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

პეტრე ზამბახიძის თასის გათამაშება ფოთში 23 10 18

დღეს, ფოთში სპორტის დამსახურებული მუშაკის, საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ კაპიტნის პეტრე ზამბახიძის თასის გათამაშების ფინალური ეტაპი გაიმართა. ტურნირი 2005 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის მიმდინარეობდა. პეტრე ზამბახიძე ფეხბურთში მოღვაწეობის გარდა, სპორტის არა ერთ სახეობას მისდევდა, იყო კალათბურთელი, ფრენბურთელი და მოჭიდავე. სპორტის ყველა ამ სახეობაში ის ერთნაირი წარმატებით ასპარეზობდა. პეტრე ზამბახიძეს სახელს უკავშირდება, ჩვენს ქალაქში ქართული ხალხური სპორტის, ცხენოსნობის აღორძინება. გათამაშება ხუთი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, სადაც ფოთის, ლანჩხუთის, ბათუმის, ხობის, ზუგდიდის, სენაკისა და მარტვილის გუნდები მონაწილეობდნენ დღეს გამართულ ტურნირში, მესამე ადგილიისთვის ერთმანეთს ლანჩხუთის „გურია“ და ფოთის „კოლხეთი1“ შეხვდნენ. მატჩი თანაბარ ბძოლაში მიმდინარეობდა, მეორე…

იხილე მეტი