სიახლე 

პეტრე ზამბახიძის თასის გათამაშება ფოთში 23 10 18

დღეს, ფოთში სპორტის დამსახურებული მუშაკის, საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ კაპიტნის პეტრე ზამბახიძის თასის გათამაშების ფინალური ეტაპი გაიმართა. ტურნირი 2005 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის მიმდინარეობდა. პეტრე ზამბახიძე ფეხბურთში მოღვაწეობის გარდა, სპორტის არა ერთ სახეობას მისდევდა, იყო კალათბურთელი, ფრენბურთელი და მოჭიდავე. სპორტის ყველა ამ სახეობაში ის ერთნაირი წარმატებით ასპარეზობდა. პეტრე ზამბახიძეს სახელს უკავშირდება, ჩვენს ქალაქში ქართული ხალხური სპორტის, ცხენოსნობის აღორძინება. გათამაშება ხუთი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, სადაც ფოთის, ლანჩხუთის, ბათუმის, ხობის, ზუგდიდის, სენაკისა და მარტვილის გუნდები მონაწილეობდნენ დღეს გამართულ ტურნირში, მესამე ადგილიისთვის ერთმანეთს ლანჩხუთის „გურია“ და ფოთის „კოლხეთი1“ შეხვდნენ. მატჩი თანაბარ ბძოლაში მიმდინარეობდა, მეორე ტაიმის მიწურულს, ლანჩხუთელებმა გამარჯვების გოლის გატანა შესძლეს და მესამე ადგილს დაეუფლნენ. ფინალში მარტვილის „დინამო“ ხობის კოლხეთს დაუპირისპირდა, მარტვილელებმა, თავიდაანვე უპირატესობა მოიპოვეს და სამი ბურთით დაწინაურდნენ, ხობელმა ფეხბურთელებმა 11 მეტრიანით მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს და საბოლოოდ მარტვილმა ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. გამარჯვებულებს თასები, მედლები, დიპლომები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. რეგიონალური ტურნირი, პეტრე ზამბახიძის ოჯახის ინიციატივითა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა

მსგავსი სტატიები