სტუდია ვაშინგტონი 21 12 21
“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” , ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” , ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისაერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის რიგით 22-ე ხმელთაშუა და შავი ზღვების კომისიაზე მიღებული გადაწყვეტილებით : ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისია საქართველოს მიერ შემუშავებული დოკუმენტით იხელმძღვანელებს. ცნობილია,რომ , საქართველომ, როგორც აღნიშნული კომიისიის რეგიონალურმა წევრმა სხვა ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამავე კომისიის სტატუტის შეცვლის პროცესში, რომელიც კომისიის რესტრუქტური ზაციისა და პროცედურული საკითხების შეცვლას გულისხმობდა. წარმოდგენილი რვა ვერსიიდან საერთაშორისო ჰიდროგრაფიულმა ორგანიზაციამ საქართველოს ჰიდროგრაფიული ორგანიზციის მიერ წამოდგენილი დოკუმენტი შეარჩია, რომელიც ძალაში მომდევნო წლის მარტში შევა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჰიდროგრაფიული სამსახურის,საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნინო ზარანდია გვესაუბრება. საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია (IHO) ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიულ კომისიებს…
იხილე მეტისაქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა,რის შესახებაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. აღსანიშნავია ,რომ ორივე საქართველოს მოქალაქეა რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში.ორივე მათგანი იზოლირებულია მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ექიმი, ეპიდემიოლოგი ,მედიცინის მეცნირებათა დოქტორი, ნინო ჭანტურია გვესაურება. მისი თქმით ,უპირობო გზა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინაცია, სოციალური დისტანცია და პირბადის ტარებაა.შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მას სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას. ჯანდაცვის…
იხილე მეტი21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, 22-23 დეკემბერს უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. როგორი ამინდი იქნება ფოთში,უახლოესი დღეების განმავლობაში, აღნიშნულზე, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკოსი ნინო ლაშხია გვესაუბრებაცნობილია,რომ ფოთში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის გაუარესება, ტემპერატურის ვარდნა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის”ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი,,კურსორი”-ს სტუმარია ,ფოთელი მძლეოსანი: ელგუჯა გოგია, რომელმაც რუსთავში გამართული შერეული ორთაბრძოლის ჩემპიონატში, მასზე რვა წლით უფროსი მეტოქე დაამარცხა და პირველი ადგილი მოიპოვა.
იხილე მეტი19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +8, +13 გრადუსამდე დაიკლებს. 20 დეკემბერს შეედარებით გამოიდარებს და დათბება, ხოლო 21 დეკემბრიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.ფოთში 18დეკემბერს დღისით და ღამით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10+12 გრადუსი,ხოლო ღამით , +8 +10 გრადუსი იქნება.19 დეკემბერს დღისითა და ღამით უმეტესად მოღრუბლული ამინდი გველოდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 +11, ხოლო ღამით +7 +9 გრადუსი იქნება.
იხილე მეტიდღეს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის, საჯარო განხილვა გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტი 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა სოციალური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინსასებაც. ფოთის მერის ბექა ვაჭარაძეს ინფორმაციით, 2022 წელს ფოთი 7 მილიონიან ტრანსფერს მიიღებს, რომელიც ინფრატრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული. მან ასევე ყურადღება გაამახვილა აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. აღსანიშნავია რომ ფოთის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 23 მილიონი ლარით განისაზღვრა.
იხილე მეტიიმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ჩაერთო კამპანიაში „ავიცრათ ერთმანეთისთვის“. კამპანიის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით სოფელ ჭითაწყარში, „ევექსის“ კლინიკაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ. ღონისძიების ფარგლებში დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია ვაქცინების და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, ასევე გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები და სამედიცინო პირბადეები. მოსახლეობას,ვაქცინაცია ექიმ-სპეციალისტებმა, ნებაყოფლობითი ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და ვაქცინაცია ჩაუტარეს. იმუნიზაციის ცენტრამდე დევნილების ტრანსპორტირება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, იმუნიზაციის კამპანია საქართველოს ყველა რეგიონში გაგრძელდება.
იხილე მეტი„მზად ვართ დიალოგისთვის, თუმცა არა რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე,“- სტოლტენბერგი ; უკრაინა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მახლობლად სამხედრო წვრთნებს მართავს; პრეზიდენტი ბაიდენი განადგურებული ქალაქების სრულად აღდგენის პირობას დებს
იხილე მეტი