სიახლე 

ხობელი მოჭიდავის წარმატება 07 06 18

წარმატებით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სტამბულში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე.ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა საიდანაც სამი უმეღლესი სინჯისაა, ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები დავით ჩხარტიშვლმა (60 კგ) და ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიპოვეს. ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ , რომელიც (55 კგ) გამოდიოდა , ფინალში მასპინძელი ერკემ ოზთურქი დაძაბულ ბრძოლაში 11-8 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 121 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები იმერეთში 07 06 18

აზიური ფაროსანას რაოდენობა, ამ ეტაპისთვის, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ქუთაისში, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის წარმომადგენლებთან და იმერეთის რეგიონის სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ღონისძიებაზე იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები და შემდგომი სამოქმედო გეგმა განიხილეს.შეხვედრაზე სოფლის რწმუნებულებმა აღნიშნეს, რომ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები პირველ ეტაპზე შედეგიანი აღმოჩნდა და ღონისძიებების მეორე ეტაპზეც სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულად იმუშავებენ. შაბლონური ტექსტი რადიოსთვის: მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-7 სკოლის ღონისძიება

ფოთის მე-7 საჯარო სკოლამ დღეს საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში ჩაატარა ღონისძიება ,,ბავშობა ლამაზი ზღაპარია” მონაწილეობდნენ სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, მათ წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები და მაყურებლის წინაშე საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა პედაგოგებს ყვავილები მიართვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი ქართულ პოლონურ პროექტში 06 06 18

ქართულ პოლონური პროექტის ფარგლებსი ფოთის თეატრმა დედაქალაქში 2 დღიანი ტურნე გამართა, პირველ დღეს გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლ “მკვადრი ქალაქი”-თ წარსდდგნენ  ხოლო თუმანიშვილის თეატრის მაყურებელს სპექტაკლი “ჩარეცხილები” წარუდგინეს, ქართულ პოლონურ პროექტში ფოთის თეატრთან ერთად სხვადასხვა თეატრები ღებულობდნენ მონაწილეობას.

იხილე მეტი
სიახლე 

შემაჯამებელი კონცერტი ფოთის მუსიკალურ სასწავლებელში 06 06 18

დღეს არჩილ ხორავას სახელოვნებლო სასწავლებელში პედაგოგ საშა გუჯაბიძეს კლასისშემაჯამებელი კონცერტი გაიმრათა სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი “ბილივი”-ს საგანმანათლებლო კურსი 06 06 18

ფონდ ,,ბილივის’’ მხარდაჭერით სამოქალაქო განათლების 5 თვიანი სასწავლო კურსი ხორციელდება. საგანმანათლებლო კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის და ეხმარება მათ ეროვნული გამოცდებისათვის მომზადების პროცესში. სასწავლო კურსში ჩართულნი არიან მხოლოდ ის აბიტურიენტები, რომელთა საგამოცდო საგანი – სამოქალაქო განათლებაა. კურსის ფარგლებში, ყოველ კვირეულად აბიტურიენტისათვის მიმდინარეობს ლექცია-სემინარები საგამოცდო თემატიკასთან დაკავშირებით. ამასთან, აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა აიმაღლოს ცნობიერების დონე სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. კურსს მოხალისეობრივად წარმართავს პოლიტოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრანტი ბაქარ ერაგია. მოცემული სასწავლო კურსი, სწორედ ბაქარის მოხალისეობრივ ინიციატივას წარმოადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები ფოთში 04 06 18

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, წვიმიანი ამინდების შემდეგ, ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა დღეს დილიდან დაიწყეს. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ, მერის წარმომადგენლები უბნებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან ერთად, მეფუტკრეებს შეხვდნენ და რეკომენდაციები გააცნეს. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება ქალაქის შიდა ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, მუნიციპალიტეტის ოთხივე უბანში ერთდროულად დაიწყო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 14 წლამდელთა საკალათბურთო მატჩი გაიმართა 04 06 18

კვირას 3 ივნის 14 წლამდელ კალათბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი, გაიმართა რომელშიც ფოთის „ირაომ“ თბილისის „ ჰიუნდაის“ უმასპინძლა, თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა პირველი ნახევარი ფოთელთა გამარჯვებით დასრულდა მაგრამთამაშის ბოლოს უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და ანგარიში 59-ით 74-ი მოიგეს. ფოთის გუნდი „ირაო“   ფლეიოფში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

” რა? სად? როდის? ” ფოთში. 04 06 18

ფოთის მეორე საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? ჩატარდა რომელშიც ფოთის სკოლებიდან 11 გუნდი მონაწილეობდა, თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა და გამარჯვებული გუნდის გამოსავლენად დამატებითი ტური გახდა საჭირო, სადაც ერთმანეთს ფოთის 1-ლი და მე5 საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ გამარჯვებულის გამოვლენა მე-5 დამატებით კითხვაზე გახდა შესაძლებელი და ის ფოთის 1 საჯარო სკოლა გახდა. ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? 71 მუნიციპალიტეტში ჩატარდა საიდაც თითო გამარჯვებული გუნდი დასახელდა , ფინალური ტურნირი კი მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ჩატარდება სადაც ფოთიდან 1 საჯარო სკოლა მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული თამაში სპორტისა და მეცნიერების სამნისტორს და საქართველოს რა სად როდის…

იხილე მეტი
სიახლე 

ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა ფოთში 04 06 18

კვირას 3 ივნისს, მდინარე კაპარჭაზე გაიმართა ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა საბაიდარო და კანოეთ ნიჩბოსნობაში, სადაც მონაწილებას იღებდნენ რუსთავის, თბილისის, ქუთაისის, მცხეთის, დუშეთის და ფოთის ნაკრები გუნდები. ააიპ ქ. ფოთის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების კანოეს სასპორტო სკოლის ნიჩბოსნებმა წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს 2 პირველი , 4 – მეორე და 6 – მესამე ადგილი.ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა 2005 წლიდან იმართება

იხილე მეტი