სიახლე 

ქართველებმა ნატოს სამხედრო მოსამსახურეები რაგბში და მინიფერბურთში დაამარცხეს 17 05 18

ნატოს სამხედრო შენაერთში შემავალი გემების ფოთში ვიზიტის ფარგლებში „პარკი არენაზე“ მინიფეხბურთში და რაგბში შეხვედრები გაიმართა. საქართველოს სასაზღვრო ძალებისა და ორგანიზატორების ნაკრები გუნდები ნატოს სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეხვდნენ მინიფეხბურთში მატჩი დაძაულად მიმდინარეობდა, უშეღავათო ბრძოლაში მეტოქეებმა ვერ შეძლეს გოლის გატანა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. დამატებით დროში კი ქართველებმა სტუმრებს 3 გოლი გაუტანეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ ერთი გაუშვეს და საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვეს         7-კაცა რაგბში მასპინძლებმა აშკარად დაჩგრეს მოწინააღმდეგე და მატჩის პირველივე წუთებში რამდენიმე ლელო დადეს. მათ უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს. ბოლოს კი 15 კაცა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ტურნირი დაიწყო 17 05 18

16-19 მაისს ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი “მაისი-2018”. ფესტივალის პროგრამით იმართება ტურნირები 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ღია ტურნირი. ფესტივალში მონაწილეობას იღებს 90-მდე ფოთელი მოჭადრაკე. ტურნირები ტარდება შვეიცარიული სისტემით .საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ დიპლომები და მედლები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასები https://youtu.be/OK9ozCeW6eI

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი წარმატებულ მოჭადრაკეებს შეხვდა 17 05 18

ფოთის მერი გოჩა კურდღელია დავიცემერი მამუკა პაპასკირი წარმატებულ მოჭადრაკეებს შეხვდნენ. ფოთის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში შემავალი საჭადრაკო სკოლის 8 მოჭადრაკემ მიმდინარე წელს საქართველოს ჩემპიონისა და პრიზიორის ტიტული მოიპოვა. 14 წლის გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა დიანა ლომაიამ. ამავე ასაკში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურს დაეუფლა ელენე წოწონავა. 10 წლის ჭაბუკთა შორის კი ასევე საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა კახაბერ კიზირიამ. ნია ჭითანავა საქართველოს ჩემპიონი გახდა 7 წლის გოგონათა შორის, ხოლო გაგა გვასალიამ 7 წლის ვაჟთა შორის მესამე ადგილი დაიკავა. წარმატებით იასპარეზეს საქართველოს…

იხილე მეტი
სიახლე 

სკოლებში სწავლის დასრულების თარიღი ცნობილია 16 05 18

ცნობილია საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა სასწავლო წლის დასრულების ზუსტი თარიღები. მე -12 კლასები სწავლას 18 მაისს პარასკევს დაასრულებენ. პირველკლასელთათვის სასწავლო პროცესი 25 მაისს დასრულდება. მე -11 კლასელებისთვის სწავლა შეწყდება 11 ივნისს გაკვეთილების შემდეგ, ხოლო ყველა სხვა კლასების მოსწავლეებისთვის მე-2 დან მე-10 კლასის ჩათვლით სასწავლო წელი დასრულდება პარასკევს 15 ივნისს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მორაგბე გოგონების წარმატება 16 05 18

ქუთაისში რაგბის ფესტივალი გაიმართა. რომელშიც ფოთის ისტორიაში პირველად ფოთელი მორაგბე გოგონების გუნდი იღებდა მონაწილეობას . ფოთელებმა გამოცდილ მოწინააღმდეგეს ტოლი არ დაუდეს და პირველი მატჩი გამარჯვებით დაასრულეს . ფოთელი მორაგბე გოგონები ინტენსიურ წვრთნას განაგრძობენ და იმედოვნებენ რომ ხშირი გამარჯვებებით გულშემატკივარს გაახარებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მუსიკალურ სასწავლებელში კონცერტი გაიმართა 16 05 18

ნატოს სამხედრო გემების ეკიპაჟებისთვის ფოთში კულტურული ღონისძიებები ფართო მასშტაბით იმართება. გუშინ სახელოვნებო სასწავლებელში სტუმრებისთვის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ფოლკლორულმა ანსამბლმა „პირიმზემ“ და საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლემ ლიკა ცაავამ მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია რომ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სიდეში გამართულ კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე, ლიკა ცაავამ პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება მოიპოვა. ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა ფოთელ პიანისტს მერის სიგელი გადასცა. ლიკა ცაავა მრავალი ეროვნული და საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულია.  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მეთევზეები გარემოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შეხვდნენ 16 05 18

დღეს საქართელოს მეთვზეთა კლუბის თავმჯდომარის შოთა კვარაცხელიას ინიციატივით, ფოთის მეთევზეთა კლუბის „ფაზისის“ წარმომადგენლებისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ზვიად ფოჩხუას შეხვედრა გაიმართა . შეხვედრის ორგანიზებაში ჩართული იყო კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება ბრაკონიერებთან ბრძოლის საკითხში, მეთევზეებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილეს. ასევე განიხილეს თანამშრომლობის გეგმები და სამომავლო ღონისძიებები.     კოლხეთის ეროვნული პარკის დირექციის ინიციატივით გადაწყდა რომ უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ტურნირი ნორჩ მეთევზეთა შორის, რომლის ორგანიზებაში თანამონაწილეობას საქართველოსა და ფოთის მეთვზეთა კლუბები მიიღებენ

იხილე მეტი
სიახლე 

ბორის ცაავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი ფოთში 15 05 18

დღეს სამეგრელოს ქუჩზე მდებარე სტადიონზე ფოთის კოლხეთის ყოფილი ფეხბურთელის ბორის ცააავას სახელობის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილებას ქ.ფოთის საფეხბურთო სკოლის 4-მა გუნდა მიიიღო მონაწილეობა , სადაც 1, 2 და მე-3 ადგილზე გასული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.საფეხბურთო სკოლის მენეჯერის განცახდებით აღნიშნული ტურნირი მომავალ წელს უფრო მაშტაბური იქნება.  

იხილე მეტი
სიახლე 

NATO-ს გემების ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებები ფოთში 15 05 18

ნატოს წარმომადგენელების ფოთში ვიზიტიძ ფარგლებში ნატოს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს დღეს ფოთის ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა უმასპინძლა სტუმრებმა ფოთის შუქურა დაათვალიერეს სპეციალურად მათთვის მოწყობილ კონცერტს დაესწრნენ და ქართული სამზარეულოს კერძები დააგემოვნეს

იხილე მეტი
სიახლე 

ჰომოსექსუალიზმის და ნარკოტიკების პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია ფოთში 15 05 18

დღეს ფოთის ცენტრალურ პარკში მოქალაქ ერთმა ჯგუფმა აქცია გამართა. მათი თქმით ფოთში იწყება ჰომოსექსუალიზმის და ნარკოტიკების პროპაგანდისა და პოპულარიზაციის წინააღმდეგი ბრძოლა. ორგანიზატორთა განცხადებით მსგავსი აქციები პერიოდულად გაიმართება

იხილე მეტი