სიახლე 

ფონდი „ბილივი“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა

ფონდ ,,ბილივის\” საბინაო მხარდაჭერის კამპანია 2 წელია მიმდინარეობს.
ამ კამპანიის მიზანია სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარტოხელა დედების და მათი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
საბინაო მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში “ბილივმა” 40 ზე მეტ სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროებისოჯახს გადასცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვადასვა საოჯახო ნივთი.
დღეს, 2 ოჯახი ჩაერთო საბინაო მხარდაჭერის კამპანიაში.
მათ გადაეცათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პირველადი საჭიროების ავეჯი და შეშა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთიში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე შეშის გაცემა მიმდინარეობს

ფოთიში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე შეშის გაცემა მიმდინარეობს,რომელიც მერიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების მიერ წარდგენილი სიების მიხედვით, ნაწილდება. მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით შეშას 150 -მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. ხის სეპარაციის გაცემა ქალაქში 2017 წელსაც განხორციელდა,რომლის ფარგლებში შეშა 200-მდე შეჭირვებულმა ოჯახმა მიიღო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერმა მიმდინარე მშენებლობები მოინახულა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მოადგილეებთან ერთად მეორე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო.პროექტის მიხედვით, სპორტულ დარბაზში დამონტაჟდება 500 მაყურებელზე გათვლილი ახალი ტრიბუნა, მთლიანად გამოიცვლება იატაკი, ჭერი,კარ-ფანჯრები. სპორტული დარბაზი უზრუნველყოფილი იქნება სრული ინფრასტრუქტურით, გასახდელებითა და საშხაპეებით .პორტული დარბაზის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 445 ათას ლარს შეადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის დაარსების დღე აღნიშნეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წელი გავიდა
დიდი საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს ფოთის მესამე საჯარო სკოლა. სკოლის უფროსკლასელებმა, უნივერსიტეტის დაარსების თარიღი აღნიშნეს.მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მეცნიერის მოღვაწეობასა და მის დიდ ღვაწლზე ისაუბრეს.ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი ყვავილებით შეამკო .

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრში 9 თებერვალს დაგეგემილი პრემიერა პროტესტის ნიშნად არ გაიმართება

ფოთის თეატრში 9 თებერვალს დაგეგემილი პრემიერა პროტესტის ნიშნად არ გაიმართება. მსახიობები შენობის სასწრაფო რეაბილიტაციას ითხოვენ.დღეს თეატრის დასმა სპექტაკლის რეპეტიცია უსაფრთხოების ჩაფხუტებით ჩაატარა.4 წლის წინ გახსნილი თეატრის ახალი შენობა უკვე ორი წელია უმძიმეს მდგომარეობაშია. შეგახსენებთ რომ თეატრში გუშინ ჭერის დიდი ნაწილი ჩამოინგრა.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ჯუმბერ გაბუნია დაკრძალეს

დღეს ფოთში საქართველოს საზღვაო ფლოტის ყოფილი სარდალი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, მრავალი ორდენისა და მედლის კავალერი ჯუმბერ გაბუნია დაკრძალეს. ცერემონიალში, რომელიც ნინოშვილის უბნის ეკლესიაში გაიმართა მონაწილეობა თბილისიდან სპეციალურად ჩამოსულმა, საქართველოს სარიტუალო გვარდიის ასეულის წევრებმა მიიღეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დუმბაძის ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ფოთში დუმბაძის ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. დამწვარია შენობის ორივე სართული. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალ საქართველოს უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი გაიმართა

ახალ საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო სემინარი თემაზე რელიგია და სახელმწიფო. სემინარს უძღვებოდა ახალი საქრთველოს უნივერსიტეტის პროფესორი იოახიმ ფონ ვედელი სემინარის მიმდინარეობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მაგისტრანტები.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის საკრებულოში

ხმაური იყო დღეს ფოთის საკრებულოში, რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ხუთი საკითხი განიხილეს. დაპირისპირება ბიუჯეტში ცვლილებებმა გამოიწვია რომელიც სამ და მეტ შვილიან ოჯახებზე თანხების გაცემის წესს ეხებოდა. საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით ფინანსისტთა ასიციაციაში გაწევრიანებაზე თანხმობა მისცეს და ასევე ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული მიწების ნორმატიული ფასიც განსაზღვრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრის ფოიეში ჭერი ჩამოინგრა

ფოთის თეატრის ფოიეში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, მსახიობების განცხადებით შენობაში შესვლა საშიშია რადგან მსგავსი ფაქტები ადრეც დაფიქსირებულა, 2015 წელს კი ლიფტის ჩამოვარდნისას თეატრის თანამშრომელი დაშავდა და დღემდე ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. აღნიშნულ საკითხს დღეს ფოთის საკრებულოშიც გამოეხმაურნენ კერძოს დავით ხომერიკმა პრობლემის სასწრაფო მოგვარება მოითხოვა, ამ თემაზე კომენტარი მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა გააკეთა რომლის განცხადებითაც პრობლემის მოსაგვარებლად კულტურის სამინისტორსთან ინტენსიური მოლაპარაკებები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. შეგახსენებთ რომ თეატრის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და ოფიციალურად 2014 წელს გაიხსნა.

იხილე მეტი