სიახლე 

ფოთში თევზის გადამამუშავებელი ობიექტები შეამოწმეს. 11 იანვარი, 2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ქ. ფოთში თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების (შპს „მბმ“, შპს „ზღვის პროდუქტები“, შპს „გეოფიშ კომპანი“, შპს „აისბერგი 2“) კომპლექსური, არაგეგმური შემოწმება განახორციელეს. სპეციალისტებმა „პეის ტერმინალის“ კუთვნილი ნავმისადგომის ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ მოპოვებული თევზის მიღებისა და გადატვირთვის ოპერაციები ხორციელდება.
განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ არცერთ კომპანიას არ გააჩნია ჩამდინარე წყლებისთვის გამწმენდი ნაგებობა – ზედაპირული წყლის ობიექტებში გაუწმენდავი წყლები ჩაედინება; ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის წყაროთა რაოდენობა აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას. რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, აღნიშნულ საწარმოებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვევები არ გამოვლენილა.
შემოწმების პროცესში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების მიზნით, აღებულ იქნა მდინარის წყლის სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.
აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, კომპანიების დაჯარიმების შემდეგ, გამოსცემს ადმინისტრაციულ მიწერილობას, რომლის შესაბამისად კომპანიებს დაევალება დადგენილ ვადაში აღმოფხვრან გამოვლენილი დარღვევები, მოაწყონ სათანადო გამწმენდი ნაგებობა, უზრუნველყონ ჰაერში ემისიების გავრცელების შეზღუდვის მიზნით შესაბამისი დანადაგარის დამონტაჟება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 11 იანვარი, 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე სამი დღის მანძილზე დროგამოშვებით იწვიმებს.

იხილე მეტი
სიახლე 

მაია ჩხარტიშვილი „შენების მოძრაობაში“ გაწევრიანდა

ფოთის საკრებულოს წევრი მაია ჩხარტიშვილი „შენების მოძრაობაში“ გაწევრიანდა.მაია ჩხარტიშვილმა ადგილიბრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, „ქართული ოცნება“ ხმაურის ფონზე დატოვა. მან არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსის“ ფოთის მერობის კანდიდატის სახელით მიიღო მონაწილეობა ,ასევე პარტიული სიის პირველი ნომერი იყო,თუმცა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრი არასოდეს ყოფილა და მათი მხარდაჭერით სარგებლობდა მხოლოდ.

იხილე მეტი
სიახლე 

ა/ო “დახმარების ცენტრის“ საქველმოქმედო აქცია ფოთში

არასამთავრობო ორგანიზაცია „დახმარების ცენტრის” ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. „დახმარების ცენტრის“ წარმომადგენლებმა 50-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი გადასცეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა

ფოთში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა, დილით მოქალაქეებს მთავარი ნაძვის ხე დაზიანებული დახვდათ, ასევე რამდენიმე დღის წინ ანალოგიური ფაქტი კულტურისა და დასვენების პარკში გამოვლინდა, სადაც 32 სანათი და 3 ურნა იყო დმტვრეული, ახალ ნერგებს კი ტოტები ქონდა დაზიანებული. მოქალაქეები კონტროლის გამკაცრებას, დამნაშავეების გამოვლენას და მკაცრად დასჯას მოითხოვენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

თევზის სუნთან დაკავშირებით ფოთის მერიაში შეხვედრა გაიმართა

ფოთის მერის ორგანიზებით, საინიციატივო ჯგუფის წევრები, თევზის გადამამუშავებელი ქარხნების (შპს „ზღვის პროდუქტები“ და შპს „მბმ“) ხელმძღვანელებს შეხვდნენ.მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თევზის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი მძიმე სუნი, მავნეობასთან ერთად უკიდურესად შეურაცხმყოფელია ქალაქის მოსახლეობისათვის. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა ,რომ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით საწარმოს, რომელსაც ეკოლოგიური ნორმები არ ექნება დაცული, მუშაობის უფლება ჩამოერთმევა, მისივე თქმით ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯები იქნა აღებული ,პასუხები კი 10 დღეში გახდება ცნობილი. მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა ქარხნის წარმომადგენლებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა, რადგან როგორც მან განმარტა ფოთის მოსახლეობა იმდენად არის გაღიზიანებული, რომ ამ პრობლემას შესაძლოა მძიმე შედეგი მოჰყვეს. ქარხნის მეპატრონეებმა პირობა დადეს, რომ მომავალი სეზონისთვის ფოთის მოსახლეობას თევზის უსიამოვნო სუნი არ შეაწუხებს.თუმცა სატელევიზიო კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომა. 9 იანვარი, 2018

ფოთის საკრებულოს სხდომაზე, მოქმედი სამივე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე დაამტკიცეს.ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯომარის მოადგილედ სამსონ კუტალია იქნა არჩეული, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილედ _ დავით ესებუა, „ფოთის“ თავმჯდომარის მოადგილედ _ მამუკა ხორავა. დეპუტატის მანდატზე უარი თქვა იაგორ თავართქილაძემ, შეგახსენებთ ის „შენების მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის პარტიული სიის პირველი ნომერია. მას საკრებლოში თანაპატიელი პაატა ჩაგანავა ჩაანაცვლებს. იაგორ თავართქილაძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ კომენტარის გაკეტებაზე უარი განაცხადა. სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეების შემცირება გააპროტესტეს ასევე მათ უკმყოფილება გამოთქვეს საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის საკითხზე. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას განცხადებით ის კონკეტულ გადაწყვტილებას კანონთან შესაბამისად ღებულობს . საკრებულოს მორიგი სხდომა პარასკევს 11 საათზე გაიმათება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიის წარმომადგენლები \\

კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები, მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ მოინახულეს,მათ საჩუქრები გადასცეს და შობა ახალი წელი მიულოცეს, სტუმრების დიდი ინტერესი ბავშვების მიერ შექმნილმა ხელნაკეთმა ნივთებმა გამოიწვია. მერის მოადგილე დღის ცენტრის პრობლემებს გაეცნო და მათ დახმარებას დაჰპირდა.

იხილე მეტი

ფოთის მუნიციპალიტეტის „სერვისების ცენტრი“

ფოთის მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ახალი აიპი _ „სერვისების ცენტრი“ პირველი იანვრიდან შეუდგა მუშაობას. ამავე დღეს სამსახურის ორგანიზებით ყოფილი ჰიდროტექნიკუმის შენობის ეზო დასუფთავდა. „სერვისების ცენტრის“ უფროსის მოადგილის, ვერიკო ლაღიძის განაცხადებით, მომავალში სხვადასხვა სერიოზული პროექტები განხორციელდება , შესრულებული სამუშაოების ხარისხი კი მკაცრად გაკონტროლდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საშობაო ლიტურგია ღამისთევით შესრულდა

ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთის ყველა ტაძარში საშობაო ლიტურგია ღამისთევით შესრულდა.საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღავლინა.საშობაო ლიტურგიას ფოთის მერი თავის მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

იხილე მეტი