სიახლე 

ამერიკელი ასტრონავტი ფოთში

აშშ-ის საზღვაო ფლოტის კაპიტანი და NASA-ს ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი, ფოთის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მან ბავშვებს კოსმოსში ცხოვრებისა და მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. როგორც მან აღნიშნა, კოსმოსში 27 დღე დაჰყო, 5-ჯერ ჰქონდა ღია კოსმოსში გასვლა, ხომალდის გარეთ კი 33 საათზე მეტი აქვს გატარებული.

იხილე მეტი
სიახლე 

თოჯინების თეატრის პრემიერა ფოთში

პარასკევს 8 დეკემბერს ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრში ფოთელ პატარებს სიურპრიზი ელოდებათ. მაყურებლის წინაშე პრემიერით წარსდგება, ,,ნატვრის ახდენა“ ასე ქვია საბავშვო სპექტაკლს რომლის ნახვაც ახალი წლის დღეების განმავლობაში იქნება შესაძლებელი

იხილე მეტი
სიახლე 

ღონისძიება ფოთის მე-12 საჯარო სკოლაში. 6 დეკემბერი, 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მაშტაბურ პროექტში თავისუფალი გაკვეთილები დღეს ფოთის მე-12 საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ აღნიშნული პროექტი მიზნად განათლების ხარისხის ამაღლებას ისახავს

იხილე მეტი
სიახლე 

სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადაში თელავის მე-5 სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარებულ სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადაში, თელავის მე-5 საჯარო სკოლის გუნდა გაიმარჯვა. კონკურსანტებმა პრეზენტაცია იმ სპორტსმენებზე გააკეთეს, რომელბმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვეს და საქართველო ქვეყნის საზღვრებს მიღმა, მსოფლიოს წარუდგინეს.
გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა და ოლიმპიელებმა გამოავლინეს.
სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტისა და განათლების სამინისტროების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება.
ოლიმპიადა უკვე სამი წელია საქართველოს მასშტაბით 1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე ერთმანეთს სპორტის 9 სახეობაში ეჯიბრება. ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან.2017 წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ქუთაისმა უმასპნძლა, 2018 წელს კი საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის გუნდი „ჭაბონამა“ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა

სამოყვარულო ფეხბურთში ფოთის გუნდი „ჭაბონამა“ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტი შეხვედრა წყალტუბოს ცენტრალურ სატადიონზე გაიმართა. სადაც ფოთელებმა წყალტუბოს გუნდი, ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. მეტოქის კარში ორივე გოლი გიორგი ფარღალავამ გაიტანა.

იხილე მეტი
სიახლე 

შ.შ.მ პირთა დღის ცენტრის ბავშვები “ბაკუგანში“

ფონდი \”ქველმოქმედი 2015\”–მა და ბავშვთა გასართობმა ცენტრმა \”ბაკუგანმა\” შშმ პირთა დღის ცენტრის ბავშვებს უმასპინძლეს. გასართობ ცენტრში ფონდის მოხალისეებთან ერთად , ბავშვებმა სხვადასხა სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, დასასრულს ორგანიზატორებმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა,ელექტორატის წინაშე ამჯერად დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი წარსდგა,რომელმაც წაიკითხა მოხსენება თემაზე: ბიოეთიკის საკითხები კანონიკურ სამართალში.ლექციას ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი,სასულიერო პირები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი პოლიტიკოსები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უარყოფითად გამოეხმაურნენ

დღეს ფოთის საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია შეუძლოდ გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს.როგორც მან მოგვიანებით ჩვენთან საუბარში განაცხადა, მასზე ძალიან იმოქმედა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შ.შ.მ პირთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ფოთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ფოლკლორის ცენტრში, შშმ ბავშვთა დღის ცეტრისა და ქალაქის სამუსიკო სტუდიების აღსაზრდელების მონაწილეობით, ინტეგრირებული, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ხანძარი ფოთში. 4 დეკემბერი, 2017

ფოთში პალიასტომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი რამდენიმე საათში იქნა ლოკალიზებული. ცეცხლი გვიან ღამით ეგრეთწოდებულ ეწერს გაუჩნდა .მის გავცელებას ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი,თუმცა მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებია, რადგან ეს ტერიტორია დასახებლი პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს.

იხილე მეტი