ფოთის ამინდის პროგნოზი. 21 ნოემბერი, 2017
ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ხვალ სინოპტიკოსები 6 ბალიან შტორმს ელოდებიან.მათი განცხადებით უამინდობა სამი დღის მანძილზე შენარჩუნდება.
იხილე მეტიფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ხვალ სინოპტიკოსები 6 ბალიან შტორმს ელოდებიან.მათი განცხადებით უამინდობა სამი დღის მანძილზე შენარჩუნდება.
იხილე მეტილანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში ძლიერი ხანძრის შედეგად 80 წლამდე მარტოხელა მამაკაცი გარდაიცვალა.
ცეცხლი გამთენიისას მეზობლებმა შენიშნეს, თუმცა მოხუცის გადარჩენა ვერ შესძლეს. მათი განცხადებით მოხუცი რამდენიმე წელია ელექტროენერგიით არ სარგებლობს, სავარაუდოდ ცეცხლი ღუმელის დანთებისას გაჩნდა.
გუშინ ღამის საათებში ფოთის პორტში ბორანი, სახელწოდებით “ვილნიუსი” შემოვიდა, სადაც უკრაინიდან დეპორტირებული რამდენიმე ქართველი იმყოფებოდა.მათ შორის იყო “რუსთავი 2”-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი.უკრაინიდან დეპორტირებული ქართველებს ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე, ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდებოდნენ.
იხილე მეტიფოთის საჭადრაკო კლუბში საკვალიფიკაციო ტურნირები მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდა ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის, მარტვილის და ჩხოროწყუს 60 მოჭადრაკე. ტურნირები გაიმართა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით, ხოლო I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს დამატებით თასები გადაეცათ.
იხილე მეტიფოთის ახლადარჩეულ საკრებულოს ხმათა უმრავლესობით, ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია უხელმძღვანელებს,თავმჯომარის მოადგილედ, ასევე ფოთის ყოფილი მერი აკაკი დარჯანია იქნა აირჩეული
იხილე მეტიახალი საქართველოს უნივერსიტეტში, განგრძობადი განათლების პროგრამის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნოდარ ბელქანიამ მოხსენება წაიკითხა. ლექციის თემა _ „ადამიანის ბიოგრაფია: პიროვნების ბიოლოგიური, ფსიქიკური და სულიერი განვითარება“ გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ახალი საქართველოს უნივერსიტეტს, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი სტუმრობდა,ის სასწავლებლის საქმიანობას გაეცნო და ჟურნალისტებთან განათლების სფეროში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღამ“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში, გადაცემა მოამზადა .სატელევიზიო პროგრამის გადაღება შესაძლებელი გახდა, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.გადაცემის მთავარი თემაა ქართული თევზ-პროდუქტების ექსპორტი ევროპის ბაზარზე.მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს თუ რამდენად არის მზად ქართული მხარე დააკმაყოფილოს ევროკავშირის მოთხოვნები და წამოყენებული მაღალი სტანდარტები.
იხილე მეტიფოთის ახლადარჩეული მერი გოჩა კურდრელია ჟურნალისტებს შეხვდა, მან მასმედიის წარმომადგენლებს ქალაქის განვითარების სმომავლო გეგმა გააცნო. ჟურნალისტებს მნიშვნელოვან პროცესებში აქტიური ჩართვა და კონსტრუქციული თანამშრომლობა შესთავაზა.
იხილე მეტიბათუმში დეკემბრის დასაწყისში . ფოთელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით ფოთის მუნიციპალიტეტის სახელონებო ცენტრში არსებული, საგამოფენო დარბაზში მზადება მიმდინარეობს.დარბაზის მენეჯერის გოგი გაგუას განაცხადებით, ამ ინიციატივას ჯერ-ჯერობით 7 ფოთელი მხატვრი გამოეხმაურა და მათი რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.გამოფენა ათი დღის მანძილზე გაგრძელდება.
იხილე მეტიფოთში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგარზდა რეფორმატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით,გამწვანების აქცია გაიმართა, რომელშიც ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ,მუნიციპალიტეტის,კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.აქციის ფარგლებში ნიკოლაძის სანაპირო ზოლზე ჭანჭყატის , აბელიას და კვიპარისის ნერგები დაირგო.
იხილე მეტი