სიახლე 

ფოთის საბავშვო თეატრის წარმატება

ფოთის საბავშვო თეატრი „არგო“, მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა მე-9 თეატრალური ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა. „არგოს მსახიობებმა ჟიურის წინაშე ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით, მუსიკალური სპექტაკლი „ბოშები“ წარადგინეს.
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მაჩაბელას პრიზი გიორგი ჯამბურიას გადაეცა, ხოლო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის თათია თოდუას.ასევე როლის საუკეტესო შესრულებისთვის ჟიურის გადაწყვეტილებით სპექტაკლის 12 მონაწილე დაჯილდოვდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “გამსვლელი პაიკი 2017-ის“ გამარჯვებულები

ფოთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი \”გამსვლელი პაიკი-2017\”. ფესტივალში მონაწილეობდა 8 წლამდე ასაკის 40 ფოთელი მოჭადრაკე. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა
ჭაბუკები:
I ადგილი – ალექსანდრე გარუჩავა
II ადგილი – გიორგი კვარაცხელია
III ადგილი – ლუკა წურწუმია
საუკეთესო შედეგი 7 წლის ჭაბუკთა შორის – დემეტრე კაკულია.
გოგონები:
I ადგილი – ლიზი სარიშვილი
II ადგილი – ბარბარე კულუა
III ადგილი – ნია ჭითანავა
საუკეთესო შედეგი 7 წლის გოგონათა შორის – მარიამ ვადაქარია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მეთევზეების აქცია

ქართული სეინერების მეპატრონეებმა და მეთევზეებმა ფოთის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.მათი განცხადებით გარემოს დაცვის სამინისტრო სეინერებზე ვიდეოთვალის დამონტაჟებას და ელექტრონული ჟურნალის შექმნას ითხოვს.მეთევზეების თქმით ახალი რეგულაციის შესრულებას ამ სეზონზე ვერ ასწრებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო

„ქართული ოცნების\”ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდში, გაკრული სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის მიზნით, ქალაქში დასუფთავების აქცია გამართა.საარჩევნო პლაკატებისგან ცენტრალური უბნები დასუფთავდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიის სხდომა

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე „ევროპული საქართველოს“ საჩივარი თავიდან განიხილა.სხდომაზე ხმათა უმრავლესობით საოლქომ საჩივარი უსაფუძლობის გამო ისევ განუხილველად დატოვა.
საოლქო საარჩევნო კომისიში თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადება კვირის ბოლოს იგეგმება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შავი ზღვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,ღონისძიება „შავი ზღვა ჩემია…“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის სამი ლოკაცია კუნძულის, მალთაყვისა და ნაბადის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს.აქციაში მოწვეულმა სტუმრებმა, ბათუმის ელიტარული სკოლა „გორდას“, ასევე ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.კოლხეთის ეროვნულ პარკში,შავი ზღვის კვლევებსა და ახალ ფაქტებზე მოსწავლეებს ევროკავშირის, უკრაინის და საქართველოს სამეცნიერო ჯგუფის წარმომადგენლები ესაუბრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას შეწამვლის ტექნოლოგიები

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიების გატარებისას მეფუტკრეებმა აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაიცვან
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს რომ პრეპარტი ფუტკრებისთვის საფრთხისშემცველია, თუმცა ფუტკრის ოჯახის დაცემის ფაქტი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
ნიკოლოზ მესხი გვირჩევს, რომ ტერიტორიიდან სადაც წამლობა ხორციელდება საჭიროა რამდენიმე დღით გავიტანოთ ფუტკრის სკები. ასევე მნიშვნელოვანია, გაითიბოს ბალახი, რათა ფუტკარი აყვავებულ მცენარესთან არ მივიდეს.
მისი თმით, პრეპარატს აქვს რეპელენტური-დამაფრთხობელი თვისებაც რაც ფუტკრის მიმართ იწვევს ალბათობა შეწამლულ ფართობზე აღარ მიფრინდეს, თუმცა სპეციალისტები მოსახლეობას ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

რა უნდა გავითვალისწინოთ აზიური ფაროსანას შეწამვლის დროს

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ხე-მცენარეების ქიმიური დამუშავება ყვავილობისას არ შეიძლება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში მოსახლეობას მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატები დაურიგდა და შესაბამისი მოხმარების წესებიცგადაეცა, ადგილობრივების ნაწილს ამ მიმართულებით კითხვები მაინც რჩებათ.
ერთ-ერთი ასეთი საკითხია – გაზაფხულზე, როდესაბ ბაღლინჯო გამოზამთრების მერე კვლავ ბაღებში ბრუნდება, როდის უნდა გამოიყენოს ფერმერმა პრეპარატი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს, მცენარეთა დაცვის დეპარტაენტის უფროსის თქმით, მაშინ როდესაც მცენარე ყვავის, უნდა მოვერიდონ ქიმიური საშუალებებით შეწამვლას, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც მცენარეზე ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფუტკარზე, რომელიც ყვავილის ნექტარით იკვევბება.
სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები გაზაფხულზე მცენარის აყვავებამდე ან დაყვავილების მერე განახორციელონ.
ამ საკითხზე გადაცემა „აგრო სიახლეების“ სპეციალურ დისკუსიში იმსჯელეს.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. გადაცემა მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP მხარდაჭერით. წინამდებარე გადაცემა არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

იხილე მეტი
სიახლე 

“ფაზისის“ საერო სამეცნიერო აკადემიის შეხვედრა ფოთში

დღეს „ფაზისის“ საერო სამეცნიერო აკადემიამ საზაფხულო არდადეგების შემდეგ პირველი სხდომა გამართა.შეხვედრაზე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ _ ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოხსენება წაიკითხა.
აღსანიშნავია რომ რამდენიმე თვის წინ ვაჟა შუბითიძემ გამოსცა წიგნი სახელწოდებით _ „ნიკო ნიკოლაძე _ კაცი სახელმწიფო“,სადაც დეტალურად არის აღწერილი ფოთში ნიკოლაძის მმართველობის ოც წლიანი პერიოდი

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას და შევამციროთ მისგან გამოწვეული ზიანი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ოზურგეთში თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის,რევაზ ასათიანის თქმით, აზიურ ფაროასნასთან ბრძოლა კომპლექსური პროცესია, რომელიც აგროტექნიკური სამუშაოების დროულ ჩატარებასა და სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს. მისი განმარტებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხი სამთავრობო უწყებშიც კოორდინირებულად განიხილება, შეფასებულია ჩატარებული ღონისძიებები და დადგენილია მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაც.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოში მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ მიმდინარეობს, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით ახორციელებს. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს

იხილე მეტი