სიახლე 

როგორი იქნება მესამე თაობის,ეროვნული სასწავლო გეგმა 18 11 21

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე მუშაობს,რაც საშუალო საფეხურზე , დიფერენცირებულ, მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ სწავლებას გულისხმობს. რეფორმის ფარგლებში სტანდარტზე დაფუძნებით განახლდება სახელმძღვანელოები და 2023-2024 სასწავლო წლიდან სკოლებს განახლებული სახელმძღვანელოები მიეწოდებათ.პარალელურ რეჟიმში დაწყებულია დაწყებითი საფეხურის გადახალისება და სახელმძღვანელოების გრიფირებაც. აღსანიშნავია,რომ ახალი სასწავლო გეგმა მოსწავლეებს სთავაზობს, სავალდებულო საგნებთან ერთად ინტეგირებულ და გაძლიერებულ კურსებს, (განკუთვნილი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებით აინტერესებთ ესა თუ ის საგნობრივი მიმართულება) პროექტულ აქტივობებს ,ხელოვნების, მუსიკისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით. ამასთან აქტიურ ფაზაშია სკოლებთან მხარდამჭერი ჯგუფების საკონსულტაციო შეხვედრებიც.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 17 11 21

უკრაინა მზად არის რუსეთიდან მომავალი საფრთხეები მოიგერიოს – სტუდია ვაშინგტონირუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზებას აგრძელებს, კიევში კი ამერიკის თავდაცვის მდივნის შემდეგ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება; ირანულმა შვეულმფრენმა ამერიკულ სამხედრო ხომალდთან სახიფათო მანევრი ჩაატარა – ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”

იხილე მეტი
სიახლე 

,,კოლხი რაინდები“-მა ზესტაფონის გუნდი ,,არწივები“ 36 -11 დაამარცხეს 17 11 21

რაგბის, საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე,დასავლეთ საქართველოს გუნდებს შორის,,კოლხი რაინდები”-ს გამარჯვებით დასრულდა. მათ, 7 თამაშიდან 6 გამარჯვებით დაასრულეს და ახლა 28 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ,,კოლხი რაინდები”- ს მწვრთნელს ირაკლი სასანიას ვესაუბრეთ.,მისი განცხადებით აღნიშნული გამარჯვება დიდი მოტივაცის მქონე და ძალიან საამაყოა. აღსანიშნავია რომ ჩემპიონატის პირველი ტურის ბოლო მე- 7 -ე მატჩი, თერჯოლაში გაიმართა,სადაც მათ ზესტაფონმა უმასპინძლა . მატჩი პირველივე წუთებიდან კოლხების უპირატესობით დაიწყო, რაც საბოლოო ანგარიშში აისახა და ,,კოლხი რაინდები“-მა ზესტაფონის გუნდი ,,არწივები“ 36 -11 დაამარცხა

იხილე მეტი

სოფელ შავღელეში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 17 11 21

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა. სტიქიამ სოფელ შავღელეში 13 სახლი დააზიანა, აქედან 11 სახლს სახურავი გადახადა, ორი სახლი კი მთლიანად დააზიანა. დაზიანებული სახლების ნაცვლად დაზარალებული ოჯახებისთვის, ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს, თერთმეტივე სახლი კი უკვე გადახურულია. აღსანიშნავია,რომ საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ხობის მუნიციპალიტეტს 190 ათასი ლარი გამოეყო. შავღელესთან ერთად სამშენებლო მასალები, ასევე გადასცა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ, სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს. მანამდე კი ხობის მერიამ დაზარალებული ოჯახები დროებითი გადასახური მასალით უზრუნველყო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს, ჭალადიდის,…

იხილე მეტი

ლიბერთი ბანკის ახალი საკრედიტო ბარათი განსხვავებულ გამოცდილებებს გვთავაზობს (R) 17 11 21

ლიბერთი ბანკის ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი“ახალი” განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს, რაც დახარჯული თანხიდან სოლიდური ‘ქეშბექი’-ს დაბრუნებას, ფინანსების მარტივად მართვისა და სასურველი ნივთის შეუფერხებლად შეძენის შესაძლებლობას გულისხმობს. ახალი ბარათიდან ლიმიტის გამოყენებისას მოქმედებს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი. თუ მომხმარებელს ათვისებული თანხის დაბრუნება 55 დღეში არ სურს, ის მხოლოდ ერთი სახის ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდის ყოველთვიურად, მის მიერვე არჩეულ სასურველ რიცხვში. ფიქსირებული გადასახადი, ფიქსირებულ რიცხვში ძალიან მარტივს ხდის ბარათის მოხმარებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა შიმშილობა დაიწყეს 17 11 21

ფოთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად პროტესტის უკიდურესს ზომას შიმშილობას მიმართეს. ახლადარჩეული საკრებულოს, სამმა წევრმა : ანი ჯოჯუამ,არჩილ ხულორდავამ და ლაშა რუხაიამ შიმშილობა დღეს დაიწყეს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობი”-ს წევრები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას დ აღნიშნულის დაუყონებლივ დაკმაყოფილებას მოითხოვენ ამასთან აცხადებენ,რომ მოშიმშილეთა რიცხვი უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია პროგრამა Technovation Girls -ს ხელმძღვანელი გიორგი ჯანჯალია 17 11 21

,,კურსორი”-ს სტუმარია : გიორგი ჯანჯალია ,რომელიც პროგრამა „ტექნოვეიშენ გოგონები“ (Technovation Girls) – საერთაშორისო ტექნოლოგიურ-სამეწარმეო საგანმათლებლო პროგრამაზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელო-ზემო სვანეთში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა 16 11 21

სამეგრელო-ზემო სვანეთში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით, ამოქმედებული ინიციატივის შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა. ბოლო დღეებში რეგიონში 750-ზე მეტი პენსიონერი აიცრა. 60 წელს გადაცილებული აცრილი მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებით ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ. ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პირადად გაეცნო. აღსანიშნავია,რომ მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები ზუგდიდის რაიონის სხვადასხვა სოფელში მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ცრის.

იხილე მეტი