სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 3 ოქტომბერი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთის სანაპირო ზოლზე ხვალიდან გამოიდარებს.

იხილე მეტი
სიახლე 

თოქ-შოუ “თემა“ განახლებული ფორმატით

სამაუწყებლო კომპანია \”ეცხრე ტალღამ\” თოქ-შოუ \”თემა\” განაახლა.ეთერში გადაცემა განსხვავებული ფორმატით გავა.მას ორი წამყვანი ეყოლება _ მაია ძაგანია და სანდრო გუჯაბიძე..დღევანდელ დებატებში კუნძულისა და ნაბადის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.თოქ-შოუ ეთერში, არჩევნებამდე კვირაში ორჯერ,სამსაბათს და პარასკევს გავა

იხილე მეტი
სიახლე 

წყვილთა ავტორბოლა ფოთში

ფოთში წყვილთა რბოლაში დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის მე-4 ეტაპი გაიმართა.30 ავტომრბოლელი ერთმანეთს რუსთაველის რკალზე დაუპირისპირდა. საპრიზო ადგილზე გასულებს მედლები,სიგელები და ძრავის ზეთები გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთი 1913“ U19- “საბურთალო“U19, მატჩი 0:0 დასრულდა

„კოლხეთი 1913“ -ის 19 წლამდე ფეხბურთელთა გუნდი გუშინ ცენტრალურ სტადიონზე „საბურთალოს“ გუნდს დაუპირისპირდა.მატჩი დაძაბულად წარიმართა,ორივე გუნდს რამდენჯერმე ქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა,თუმცა ვერ გამოიყენეს.საბოლოოდ მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
ფოთელები მე-5 ადგილზე არიან.ისინი მორიგ მატჩს 4 ოქტომბერს სამტრედიაში გამართავენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ტურნირი გაიმართა

ფოთის საჭადრაკო კლუბში საკვალიფიკაციო ტურნირები მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე,გაიმართა,რომელშიც ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის და ჩხოროწყუს 50-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.
მე-3 კატეგორიაზე:
I – გიორგი ჭანტურია (სენაკი),
II – ალექსანდრე გარუჩავა (ფოთი),
III – ალექსი გოგია (სენაკი).
მე-4 კატეგორიაზე:
I – ლუკა წურწუმია (ფოთი),
II – დავით ხარშილაძე (ფოთი),
III – ანასტასია მატკავა (ფოთი).
მე-5 კატეგორიაზე:
I – მარიამ ლაგვილავა (ხობი),
II – ზურა მურადოვი (ფოთი),
III – ფრიდონ ჩიქობავა (ჩხოროწყუ)

იხილე მეტი
სიახლე 

უხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები შექმნა

ფოთში გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე ცენტრალური ქუჩა დაიტბორა. განსაკუთრებით პრობლემები კერძო სახლებში მცხოვრებლებს შეექმნათ. მათი განცხადებით, ქალაქში მოქმედი სატუმბი სადგურები გამართულად არ მუშაობს და სანიაღვრე არეხებიც მოუწესრიგებელია, რის გამოც აღნიშნული პრობლემა ყოველი ძლიერი წვიმის დროს არსებობს. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ეროვნულ პარკში ტრენინგ-სემინარი გაიმართა

კოლხეთის ეროვნულ პარკში, არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლებს,ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგ-სემინარი ჩაუტარდათ.პროექტი „გადავარჩინოთ ზღვის შროშანი,ყვითელი ყაყაჩურა,ჰართვისის მუხა“_

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მოსწავლეებს საკლასო ოთახები განახლებული ინტერიერით დახვდათ. პირველი ზარის დარეკვამდე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წარმატებული უსურვეს,ასევე წლის საუკეთესო პედაგოგებს და მოსწავლეებს სიგელები გადასცეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 15 სექტემბერი, 2017

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრი საბავშვო სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება.
ქართული ხალხური ზღაპრის „ნაცარქექიას“ მიხედვით ინსცენირების ავტორი,სცენოგრაფი და რეჟისორი ბახვა წერედიანი გახლავთ.წარმოდგენაში თეატრის 7 მსახიობი ღებულობს მონაწილეობას,ისინი ამ სპექტაკლზე თვე ნახევრის მანძილზე მუშაობდნენ.პრემიერა
18-19 სექტემბერს 14 : 00 საათზე გაიმართება.

იხილე მეტი