გამწვანების აქცია ფოთში 27.03.17

მალთაყვის მიმდებარე ტერიტორიაზე აკაციისა და ნიგვზის 50-მდე ნერგი დაირგო.გამწვანების აქცია ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით მოეწყო.

იხილე მეტი

ნიჩბოსნობაში საგაზაფხულო ჩემპიონატი ფოთში გაიმართა 27.03.17

ფოთში ორი დღის მანძილზე ნიჩბოსნობაში ღია საგაზაფხულო ჩემპიონატი მიმდინარეობდა.მასში სხვადასხვა რეგიონის 40-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი მდინარე კაპარჭინაზე გაიმართა.

იხილე მეტი

ნიდერლანდების სამეფოს ელჩის ვიზიტი ფოთში 27.03.17

ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტებს და სასულიერო პირებს შეხვდა.ელჩმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

იხილე მეტი

ოთარ ხომერიკის მემორიალი ჭადრაკში27.03.17

ფოთის საჭადრაკო სკოლაში, სპორტის დამსახურებული მუშაკის ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-15 მემორიალური ტურნირი დაიწყო.მასში 7 და 9 წლის 90-მდე მოჭადრაკე ღებულობს მონაწილეობს

იხილე მეტი

დასუფთავების აქცია ფოთში 27.03.17

ქალაქის დასუფთავების აქციაში,მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.პროექტის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ქალაქის შემოსასვლელი გზები დასუფთავდა.

იხილე მეტი

სპორტული შეჯიბრება გეზრბენში ფოთის სკოლებს შორის დასრულდა 24 03 17

ფოთში , 9 აპრილის ხეივანზე , ჩატარდა 2017 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფოთის პირველობა მძლეოსნურ გეზრბენში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ფოთის საჯარო და კერძო სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა.
პირველი ადგილის მფლობელი ვაჟებში მე- 6 საჯარო სკოლა გახდა ,ხოლო გოგონებში მე- 4 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
შეჯიბრი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
პროგრამა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება.
გამარჯვებული მოსწავლეები ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ დააჯილდოვა.

იხილე მეტი

ფოთელი მოჭადრაკეების მორიგი წარმატება 24 03 17

ქ. თბილისში დასრულდა ტიგრან პეტროსიანის მემორიალი. ტურნირში ბრწყინვალედ იასპარეზეს ფოთელმა მოჭადრაკეებმა: 8 წლის ჭაბუკთა შორის 1-ლი ადგილი მოიპოვა გიორგი კვარაცხელიამ. 7 წლის გოგონათა შორის ასევე პირველი იყო ბარბარე კულუა, მანვე 8 წლის გოგონათა შორის მე-3 ადგილი დაიკავა. გამარჯვებულ მოჭადრაკეებს გადაეცათ თასები, მედლები და ფულადი პრიზები.

იხილე მეტი

ანტინარკოტიკული კვირეული ფოთში 23 03 17

საქართველოს პროკურატურამ ანტინარკოტიკული კამპანიის კვირეული 2017 წლის 20 მარტიდან დაიწყო. კვირეულის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევი მიზეზების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკოლის მოსწავლეებთან და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გამართეს.

იხილე მეტი

ფოთში ფონდი “ქველმოქმედი-2015“-ის საქველმოქმედო ღონისძიება 23 03 17

ფონდი \”ქველმოქმედი 2015\” –ისა და ა.ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლი ერთობლივი ორგანიზებით დღეს ამავე საწავლებელში საქველმოქმედო კონცერტი შედგა , ჩვენი თანაქალაქელის – ჯგუფ \”ნიუტონის\” სოლისტისა და მსოფლიო რეკორდსმენის – თამარ (ბაბი) ბაბილუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
საქველმოქმედო კონცერტზე შემოწირულმა თანხამ დღეს შეადგინა 745 ლარი (შემომწირველები: შპს \”ტრანსფორდი\” – 500 ლარი, სასწავლებლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები – 245 ლარი)
1345 ლარი მიეწოდა ოჯახს საერთო ჯამში ფონდი \”ქველმოქმედი 2015\”–ის, სახელოვნებო სასწავლებლისა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ერთობლივად ორგანიზებული კონცერტებიდან.
უღმესი მადლობა თითოეულ მონაწილეს, შემომწირველსა და თანამდგომს – უანგარო მხარდაჭერისათვის.

იხილე მეტი