ფოთელმა მოჭადრაკეებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს 02 05 22

27 – 30 აპრილს ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 14 და 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა რომელიც ფოთელ მოჭადრაკეთა გამარჯვებით დასრულდა. ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეებმა ოთხივე კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს და 12 შესაძლო მედლიდან 9 მოიპოვეს. რეგიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ:კახაბერ კიზირია – 14 წლამდე ჭაბუკთა შორის, ანა სანიკიძე – 14 წლამდე გოგონათა შორის, ალექსანდრე თარგამაძე – 10 წლამდე ჭაბუკთა შორის და ნინო ლიპარტია – 10 წლამდე გოგონათა შორის. ვერცხლის მედალი გიორგი წულაიამ 10 წლამდე ჭაბუკთა შორის მოიპოვა. ხოლო ბრინჯაოს მედლებს ლუკა წურწუმია – 14…

იხილე მეტი

„კურსორის“- ს სტუმარია ვასილ მაზიაშვილი 02 05 22

დღევანდელი კურსორის სტუმარია შ.პ.ს ტრანსფორდის დირექტორი ვასილ მაზიაშვილი,რომელიც USAID-ისა და „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში, შემუშავებულ სატრენინგო პროგრამებზე გვესაუბრება,რომელიც ითვალისწინებს “ტრანსფორდისა” და სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივ სატრენინგო პროგრამებს დოკერისა და ჰიდრავლიკური ამწის მძღოლ-ოპერატორებისთვის.

იხილე მეტი

ფოთის ბიბლიოთეკაში გამოფენა მოეწყო 29 04 22

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის კვირეული ტარდება, რომელიც მიზნად ისახავს წიგნის პოპულარიზაციას და მკითხველთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებში. დღეს კვირეულის ფარგლებში, ფოთის სამხატვრო სკოლის პედაგოგის მაია გვალიას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. წარმოდგენილია რელიგიურ თემაზე შესრულებული ნახატები – პორტრეტები. აღსანიშნავია რომ კვირეულის ფარგლებში, წარმოდგენილია, ხელოვან ბიბლიოთეკართა, თამარ ყაზარაშვილის და ლეილა შეროზიას ხელნაკეთი ნივთები, ამასთან ფოტო გამოფენა თემაზე ,,ბიბლიოთეკის ისტორიული გზა“.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 29 04 22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აპრილიდან 3 მაისამდე ამინდი გაუარესდება. ქვეყნის ცალკეულ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.  29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 2 მაისს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს, 30 აპრილს ფოთში დღისითა და ღამით მოღრუბლული ამინდი გველოდება,…

იხილე მეტი
სიახლე 

ტურიზმი ფოთში 29 04 22

ფოთის მუნიციპალიტეტი სამეგრელო– ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს,ფოთის ტერიტორიაზე ,საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ფაზისი მდებარეობდა და ფოთი ამ ანტიკური ქალაქის მემკვიდრედ ითვლება.  პალიასტომის ტბა, კოლხეთის ეროვნული პარკი,ოქროსს ტბა, ფოთის საკათედრო ტაძარი, კოლხური კულტურის მუზეუმი, ნიკო ნიკოლაძის კოშკი, შუქურა ეს იმ  ტურისტული ობიექტების არასრული ჩამონათვალია,რომელიც ფოთში დაგხვდებათ. საოცარი პოტენციალისაა მალთაყვის სანაპირო ზოლი, რომელსაც გარს აკრავს კოლხეთის ეროვნული პარკი. სანაპიროზე არსებული ქვიშა არის მაგნიტური და აქვს სამკურნალო ეფექტი,თუმცა დამსვენებლების უმრავლესობა ფოთს სხვა საზღვაო კურორტებს ამჯობინებს, რაც არახელსაყრელი ინფრასტრუქტურითაა განპირობებული. ტურიზმი ფოთში  გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ერთ -ერთი მოწინავე უნდა იყოს,თუმცა ამ კუთხით ქალაქის ათვისება სათანადოდ არ ხდება.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 28 04 22

ფოთში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც გზის ორმულ შეკეთებას ითვალისწინებს.  აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის ,, მოვლა შენახვის ფარგლებში“ ხორციელდება. როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს:  სამუშაოები 2 დღეში  დასრულდება.  ცნობისათვის, ფირმა გზამშენებლი-13 1974 წლიდან ფუნქციონირებს და მას ირაიდა ფაცია ხელმძღვანელობს.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში სეზონურმა ვირუსებმა იმატა 28 04 22

საქართველოს მასშტაბით კორონა ვირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იკლო, ბოლო 24 საათში ავირუსის 132 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა კორონავირუსისგან განსხვავებით, იმატა სეზონურმა ვირუსებმა,რომლებსაც კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: სურდო,ხველა, ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა ახასიათებს.  ექიმ- ეპიდემიოლოგის,  ნინო ჭანტურიას განცხადებით, ფოთში სეზონური ვირუსის შემთხვევები მრავლად გვხვდება და  ზუსტად იგივე სიმპტომებით ვლინდება როგორც კორონავირუსი,მაგრამ მიმდინარეობა შედარებით უფრო მსუბუქია. აღსანიშნავია რომ ფოთის კლინიკებსა და სტაციონარებს ყოველ დღიურად 50-მდე პაციენტი სეზონური ვირუსებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმართავს.

იხილე მეტი
სიახლე 

პირველკლასელთა რეგისტრაცია 27 აპრილიდან 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება 28 04 22

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით,  2022-2023  სასწავლო წლისათვის, პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციის ვადები  დამტკიცდა.  ფოთის საგანმამათლებლო რესურსს ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციის ვადად 2022 წლის 27 აპრილიდან 2022 წლის 10 ივლისის ჩათვლით პერიოდი განისაზრვრა . ცნობილია, რომ  სასკოლო ასაკის შესახებ განხორციელებული ცვლილების შემდეგ, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი განისაზღვრა 5  წლით. ამ ცვლილებით უკვე წელს 2 500 პირი ისარგებლებს.

იხილე მეტი