სიახლე 

სტუდენტური დღეები 2015

„სტუდენტური დღეები 2015“ გრძელდება. მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-მდე უმაღლესი სასწავლებელია ჩართული. პირველი ტური დედაქალაქში შედგა, მეორე ტური კი რეგიონებს მოიცავს. ამ წუთებში ფოთის თეატრში სტუდენტები ერთმანეთს თანამედროვე და ხალხურ ცეკვებში ეჯიბრებიან. ღონისძიებას კონკურსის სახე აქვს და მათგან საუკეთესოს სპეციალური ჟიური გამოავლენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხეთის“ საქველმოქმედო აქცია

ფოთის „კოლხეთმა“ დღეს საქველმოქმედო აქცია მოაწყო. გუნდის წევრები დღის ცენტრის აღსაზრდელებს ესტუმრნენ და საჩუქრები მიუტანეს.

იხილე მეტი
სიახლე 

სოფელ პატარა ფოთში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი სცემეს

სოფელ პატარა ფოთში ,,ნაციონალური მოძრაობის\’\’ მხარდამჭერი სცემეს. როგორც მამუკა ხურცილავა ჰყვება, მას თავს სამი უცნობი პიროვნება დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

იხილე მეტი
სიახლე 

კარატე დოში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

5-დან 20 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის კარატე დოში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ. თბილისში გამართულ პირველობაზე როგორც ვაჟებმა, ასევე გოგონებმაც იასპარეზეს. სამი ფოთელი კარატისტი ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო ორი კი მეორე და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. საქართველოს ჩემპიონატზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ფოთიდან მასში კი 6 მოსწავლე ჩაერთო. ახლა ისინი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან, რომელსაც მაისის ბოლოს ქუთაისი უმასპინძლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა

სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა გალერეაში. სასწავლო პროცესის დასრულება დღეს მათ ასე აღნიშნეს.

იხილე მეტი