სიახლე 

ხმაური და დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე

იმ 15 ოჯახს შორის, ვისაც დღეს ფოთში ბინები გადაუნაწლდათ, კონჯარიების დევნილი ოჯახი არ მოხვდა. ამის გამო ფიქრია კაპანაძემ პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართა. დღის მეორე ნახევარში, მან ოჯახის წევრებთან და ახლობლეთან ერთად გურიის ქუჩა გადაკეტა. აქციაზე პოლიციასთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა; მოგვიანებით კი, დევნილმა ქალმა იმ ბინის დაწვა სცადა, რომელიც მათ გუშინ თვითნებურად ხელმეორედ დაიკავეს, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნული საცხოვრებლის მეპატრონე დღეს სხვა დევნილი ოჯახი გახდა, მათ ბინის დატოვება კიდევ ერთხელ მოუხდათ. კონჯარიები საპროტესტო აქციების გაგარძლებით იმუქრებიან, ხვალ ისინი მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ გეგმავენ შეკრებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ნიჩბოსნობაში კანოე-კაიაკში შეჯიბრს აზერბაიჯანმა უმასპინძლა

2-დან 5 აპრილის ჩათვლით აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურში ნიჩბოსნობაში კანოე-კაიაკში,,ჰეიდარ ალიევის თასის”გათამაშება ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვიქტორ კრატასიუკის სახელობის კანოე კლუბის ნიჩბოსნებიც ირიცხებოდნენ. ჩემპიონატზე ფოთელმა სპორტსმენებმა მურმან მალანიამ, გარუშა ხიზანიშვილმა და გიორგი გოგიჩაიშვილმა წარმატებით იასპარეზეს. მურმან მალანიამ 200 მეტრ დისტანციაზე პირველი ადგილი დაიკავა, გარუშა ხიზანიშვილი და გიორგი გოგიჩაიშვილი კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ. სპორტსმენები ვარჯიშებს განაგრძობენ და სხვადასხვა ჩემპიონატისათვის ემზადებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ხანძარი ფოთში

ხანძარი ფოთში. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლის მეორე სართული მთლიანად დამწვარია. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

იხილე მეტი
სიახლე 

15 დევნილმა ოჯახმა ფოთში ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო

15 დევნილმა ოჯახმა ფოთში ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო. ახალმოსახლეებზე საცხოვრებელი ფართები ფარული კენჭისყრით გადანაწილდა. ბინის მისაღებად განაცხადი 40-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, მათგან გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 15 ოჯახი შეირჩა.

იხილე მეტი
სიახლე 

ვინ დაიკავებს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ პოსტს?

ვინ დაიკავებს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ პოსტს? ვიდრე ექს მოადგილე იმ პირთა გამოაშკარავებითაა დაკავებული, რომლებიც მისივე შეფასებით, ,,ქართულ ოცნებას“ ამოფარებული პირადი ანგარებიანი მიზნების გამო საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, რაც ზურაბ ფაჩულიას საკრებულოდან წასვლის მიზეზი გახდა, დღის წესრიგში მისი შემცვლელის საკითხი დგას. როდის დაასახელებს საკრებულოს თავმჯდომარე ახალი მოადგილის კანდიდატურას?

იხილე მეტი
სიახლე 

საკმარისია თუ არა პარკის რებილიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა?

ქალაქის ცენტრალური პარკი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარით ფინანსდება. ამ თანხის ძირითადი ნაწილი სახელფასო ფონდს ხმარდება, დარჩენილი ბიუჯეტით კი იქ გართობისა და დასვენებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა შეუძლებელია. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის განახლებას წლის მეორე ნახევარში პირდებიან, პარკის სრული რეაბილიტაცია კი მთავრობის წლევანდელ გეგმებში არ შედის.

იხილე მეტი
სიახლე 

ადგილობრივი მთავრობა მოხეტიალე პირუტყვზე სანქციებს ამკაცრებს

ადგილობრივი მთავრობა მოხეტიალე პირუტყვზე სანქციებს ამკაცრებს. რა ზომები მოჰყვება ქუჩებში პირუტყვის გამოჩენას, ვინ გაუწევს ამ პროცესს მეთვალყურეობას და რა პრობლემებზე საუბრობენ ისინი.

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილი ოჯახი სახელმწიფოს კუთვნილ ბინაში მეორედ შეიჭრა

თავშესაფრის გარეშე დარჩენილი დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს. ამ მოთხვნით კონჯარიების სოციალურად დაუცველმა ოჯახმა დღეს უკვე მეორედ დევნილთა დასახლებაში სახელმწიფოს კუთვნილი ბინა გატეხა. როგორია დევნილთა სამინისტროს პოზიცია და არის თუ არა კონჯარიები იმ ოჯახების ნუსხაში, რომელთა მუდმივი საცხოვრებლით დამკაყოფილებას სამინისტრო ხვალ გეგმავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ეკა ბესელიას საწინააღმდეგო წარწერები ფოთში

ვინ წააწერა ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობის წინ ,,ეკას კანტორა“. ვინ ვის ადანაშაულებს ,,რეალობის დამახინჯებასა და სიცრუის ახალი კამპანიის“ წარმოებაში.

იხილე მეტი