სიახლე 

ფოთის საჯარო სკოლებში განათლების სამინისტროს გენერალურმა ისპექციამ მოკვლევა დაიწყო

ფოთის საჯარო სკოლებში განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. ინსპექტირების ფარგლებში დაიკითხებიან დირექტორები, პედაგოგები და ის მოსწავლეები, რომლებიც 13 მარტს ფოთის თეატრში დოკუმენტური ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ.ფილმი, წინა ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებს ასახავს, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით სხვადასხვა ქალაქებში იყო ნაჩვენები.

იხილე მეტი
სიახლე 

რაში ადანაშაულებს ბრალდებულ ირაკლი ძაძამიას ოჯახი ფოთის პროკურორს?

დაკავებული ფოთელი ირაკლი ძაძამიას ოჯახი ქალაქის მთავარი პროკურორის პირად ინტერესებზე საუბრობს. საქმეზე წინასასამართლო პროცესი უკვე გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხეთი“ საჩხერის „ჩიხურასთან“ დამარცხდა

ფოთის „კოლხეთი“ საჩხერის „ჩიხურასთან“ დამარცხდა. მატჩი დღეს საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. 5:1 მაპინძლებმა ფოთელებს ამ ანგარიშით სძლიეს. ეს საქართველოს 26 -ე ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩი იყო. მომდევნო შეხვედრას ფოთის „კოლხეთი“ 22 მარტს გამართავს, გუნდი თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. დღევანდელი თამაშის დეტალებზე ფოთის „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი ისაუბრებს.

იხილე მეტი
სიახლე 

„ბავშვი იარაღი არაა“- წარწერები ფოთის სკოლებთან

„ბავშვი იარაღი არაა“- ეს წარწერები დღეს ფოთის რამდენიმე საჯარო სკოლის წინ გამოჩნდა. უცნობია მათი ავტორი. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია „კურსორთან“ საუბარში ამბობს, რომ მას წარწერები პირადად არ უნახავს და ამის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იცის.

იხილე მეტი
სიახლე 

დასუფთავების აქცია

დასუფთავების აქციები ქალაქის მასშტაბით. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივას „სუფთა გარემო“ ფოთიც უერთდება. აქცია ქალაქში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინფრასტრუქტურა 2008“ -ის ორგანიზებით ტარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ასოციაცია „დეა“-ს შეხვედრა ფოთში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეა“-ს შეხვედრა ფოთში. აუდიტორია ქალები. ორგანიზაციის სამომავლო გეგმები და განხილული საკითხები ნახეთ „კურსორში“.

იხილე მეტი
სიახლე 

სასამართლომ ფოთის მერი დამნაშავედ სცნო

საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანონით დადგენილ ვადებში უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ საჯარო ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, ფოთის საქალაქო სასამართლომ ფოთის მერი 800 ლარით დააჯარიმა. მათი ინფორმაციით, 2015 წლის 18 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატში შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ფოთის საქალაქო სასამართლომ განიხილა და ირაკლი კაკულია სამართალდამრღვევად ცნო. ,,ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი არ ეთანხმება. სპეციალურ განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით მერიის ოფიციალურ გვერდზე დღეს საღამოს გავრცელდა, ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონის არასწორ განმარტებას ეფუძნება და საქმის გარემოებების სრულყოფილ შესწავლაზე არ არის დაფუძნებული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვინაიდან გადაწყვეტილება ჯერ კანონიერ ძალაში არ არის შესული, მერია თავს იკავებს კომენტარისგან.

იხილე მეტი
სიახლე 

ტურნირი თევზაობაში

აბაშაში მდინარე ნოღელას აკვატორიაზე სპინინგისტთა ტურნირი ,,აკვა 2015’’ ჩატარდა. მასში ფოთის, აბაშის, სენაკის, ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სპეციალური პრეიზები გადაეცათ. ორგანიზატორების ინფორმაციით ტურნირი ტრადიციული გახდება.

იხილე მეტი
სიახლე 

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსს აწვიმს

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსს აწვიმს. მოსახლეობის მოთხოვნები, პრეტენზიები და მუნიციპალიტეტის პასუხი მობინადრეებს.

იხილე მეტი
სიახლე 

რაში ადანაშაულებს სააკაძის ქუჩის მოსახლეობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს?

მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები და გზები. რატომ თვლიან სააკაძის ქუჩის მაცხოვრებლები რომ ხელისუფლება მათ მიმართ უყურადღებობას იჩენს. რა პოზიცია აქვს მუნიციპალიტეტს. დეტალები ჩვენს სიუჟეტში.

იხილე მეტი