საკანონმდებლო ცვლილებები საბიუჯეტო კოდექსში
საკანონბმდებლო ცვლილებები სახელმწიფო საბიუჯეტო კოდექსში . 1 იანვრიდან ახალი კანონი ამოქმედდა. ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.
იხილე მეტისაკანონბმდებლო ცვლილებები სახელმწიფო საბიუჯეტო კოდექსში . 1 იანვრიდან ახალი კანონი ამოქმედდა. ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.
იხილე მეტირამდენიმე დღეა უცხოელი შუა ხნის მამაკაცი მეთიუ ჩუბროსკი ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიას აფარებს თავს. როგორც ირკვევა ის ღამეს ქალაქის მიტოვებულ შენობებში ათევდა , ბოლო დროს კი ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ფარდულში ცხოვრობს. თვითმხილველების ინფორმაციი იგი არავის ეკონტაქტება და არც არავის ერჩის. ბაზრის ადმინისტრაციაში ამბობენ რომ შესაძლოა იქ ხანძარი გაჩნდეს, რადგან უცხოელი ფარდულში ცეცხლს ანთებს და ამის გამო აღნიშნული საკითხით დაინტერესება „მეცხრე ტალღას’’ სწორედ ბაზრის ადმინისტრაციამ სთხოვა. იქ მისულ ჩვენს გადამღებ ჯგუფს აღნიშნული პიროვნება ადგილზე დახვდა თუმცა კამერის დანახვისას მან ჩვენს მიმართ აგრესია გამოხატა რის გამოც მისი კადრების გადაღება ვერ მოვახერხეთ. ბაზრის ადმინისტრაცია დახმარებას ითხოვს.
იხილე მეტიავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში. ლოლუასა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მერსედესის მარკის ტაქსი ფეხით მოსიარულე ასაკოვან ქალს დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და საპატრულო პოლიცია მივიდა. ექიმების ინფორმაციით ქვეითად მოსიარულეს ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნა.
იხილე მეტიახლა კი ამინდი. დღეს ფოთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +11 გრადუსი დაფიქსირდა, ღამით იგი +5 +7 გრადუსამდე დაეცემა. ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ფოთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
იხილე მეტისაფეხბურთო კლუბ ,,ფოთის კოლხეთის“ ხელმძღვანელობა ქალაქის მერის მხრიდან მათი მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს ეხმაურება. როგორია თემურ ბარქაიას პოზიცია და რა მოლოდინი აქვს მას ადგილობრივ მთავრობასთან დადგეგმილი შეხვედრიდან, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.
იხილე მეტიროგორ აფასებენ საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრები გასულ 2014 წელს. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ამ თემით დაინტერესდა. თუმცა საკრებულოში მისულ გადამღებ ჯგუფს მათი დიდი ნაწილი ადგილზე არ დახვდა. „კურსორი“ მათ ტელეფონით დაუკავშირდა. გასულ წელს ოპოზიციის ნაწილი უარყოფითად აფასებს, ნაწილი კი მიღწევებზე საუბრობს. მათი შეფასებით გასული 2014 გარდამავალი წელი იყო.
იხილე მეტი9 იანვარს „კურსორში“ გასულ სიუჟეტს რომელიც ღია ცის ქვეშ დარჩენილი შუახნის მამაკაცის უმწეო მდგომარეობას ასახავდა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილმა ადგილობროვი ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულა.
იხილე მეტიპარასკევს თოქ- შოუ „თემაში’’ ქალაქის მერმა საფეხბურთო კლუბის ფოთის კოლხეთის ხელმძღვანელობის მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა. რატომ უწუნებს ირაკლი კაკულია თანამშრომლობასა და კოორდინაციას გუნდის ხელმძღვანელობას და რას ითხოვს მათგან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, რომელიც კლუბის 100 პროცენტიანი დამფუძნებელია. დღეს ამ კითხვებზე პასუხის მიღებას „კურსორი“ შეეცადა.
იხილე მეტიმოხეტიალე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ისევ გამოჩნდა. რას ამბობენ ფოთელები და რა ზომებს იღებს შესაბამისი უწყება აქტუალური პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამ თემაზე დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობდა.
იხილე მეტისაჯარო სკოლებში მეორე სემესტრი 15 იანვრიდან დაიწყება. ზამთრის არდადაგებზე მოსწავლები საქართველოს მასშტაბით 30 დეკემბერიდან ისვენებენ.
იხილე მეტი