როგორ შეხვდნენ ფოთელები ახალ 2015 წელს?
ახალ წელს ფოთელები კონცერტით შეხვდნენ. იგი ღია ცის ქვეშ გაიმართა.
იხილე მეტიახალ წელს ფოთელები კონცერტით შეხვდნენ. იგი ღია ცის ქვეშ გაიმართა.
იხილე მეტი„ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთი’’ ის ორგანიზებით ქალაქში ტრადციული საახალწლო სპექტაკლი ტარდება. დღეს ჩვენებას სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ შემეცნებითი გადაცემა „ფერადი ამბების“ წამყვანები დაესწრნენ.
იხილე მეტი2014 წლის მიმოხილვა გააკეთა ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა. მან გასული წელი შეაჯამა.
იხილე მეტიკადრები რომელიც ეთერში მხოლოდ ახალ წელს ხვდება.
იხილე მეტისამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკისა და შაშის ფედერაციამ და ქალაქ ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკისა და შაშის კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ 2014 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ჩაატარა. მას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
იხილე მეტიასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებს გადაეცათ დღეს საჩუქრები ორგანიზაცია „ინტელექტ პლიუსში“. ღონისძიების მოწყობაში კერძო კომპანია დაეხმარა.
იხილე მეტიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრმა ბენეფიციარებს სიურპრიზი მოუწყო. პატარებს თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები შინ ესტუმრნენ.
იხილე მეტისამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ საქველმოქმედო აქციას დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი გამოეხმაურა. „მეცხრე ტალღამ“ საქველმოქმედო აქცია დაიწყო, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩვენთან მოვიდეს და სათამაშოები მოიტანეს. საჩუქრები მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს გადაეცემათ.
იხილე მეტიდღეს საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისამართით განცხადებები გააკეთა. მის განცხადებებს დღეს ფოთელი ნაციონალები გამოეხმაურნენ. მათ თემას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს. ტელეკომპანია „ტაბულას“ მიერ დასმულ კითხვაზე არის თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა „ საქართველოს მიმართ მტრულად და მოღალატეობრივად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს, რომელიც შეიაღარებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს’’.
იხილე მეტიფოთში წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. საუკეთესო სპორსტმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოვლინდნენ. 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად ფალავანი ნიკო კუცია დასახელდა. მან იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. იგი წლის საუკეთესო სპორტსმენად უკვე მეცხრედ დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ზურაბ ტუღუშმა გაიმარჯვა. ასევე დაჯილდოვდნენ ვეტერანი სპორტსმენებიც რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქალაქში სპორტის განვითრებაში . დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას ფოთის მერი ირაკლი კაკულია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საუკეთესო სპორტსმენებს დიპლომები გადაეცათ.
იხილე მეტი