სიახლე 

საერთაშორისო კონკურსი საჯარო სკოლებში

,,ვუერთდები ევროპას’’ საერთაშორისო კონკურსი ამ სახელწოდებით 2 დღის მანძილზე პირველ საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა. დღეს ღონისძების დასკვნითი ეტაპი გაიმართა. სპეციალურმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა. პროექტის ხარდამჭერი ევროკავშირია და მისი მიზანია მათემატიკით მოსწავლეების დაინტერესება და მოსწავლეებისა და პედაგოგებსი აქტიური ჩართვა ევროპის საგანმანათლებლო პროექტებში. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ექვსმა საჯარო სკოლამ .

იხილე მეტი
სიახლე 

„ვუერთდებით ევროპას’’-პროექტი საჯარო სკოლებში

,,ვუერთდებით ევროპას’’ ასე ჰქვია პროექტს რომლის ფარგლებშიც დღეს პირველ საჯარო სკოლაში ღონისძება მოეწყო. პროექტში 6 საჯარო სკოლა ჩაერთო. მოსწავლეებმა მათემატკური ფორმულები წარმოადგინეს. პროექტის მიზანია ევროპაში არსებული სასწავლო მეთოდების დანერგვა. ღონისძიება საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები ხვალ დაჯილდოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი სატელევიზიო პროექტ „ნიჭიერის’’ ნახევარფინალისტებს შეხვდა 1

ფოთის მერი დღეს სატელევიზიო პროექტ ,,ნიჭიერის’’ რამდენიმე მონაწილეს შეხვდა. პროექტის ნახევარფინალში ფოთიდან თანამედროვე ცეკვების გუნდი ,,ბუმი’’ და ქუჩის ვარჯიშების მიმდევარი ჯგუფი ,,workaut’’ -ი მიიღებს მონაწილეობას. ნახევარფინალისტები ფოთელების მხარდაჭერის მოლოდინში არიან.

იხილე მეტი
სიახლე 

საკონტეინერო გადაზიდვების ახალი პროექტი

საკონტეინერო გადაზიდვების ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს ფოთში შედგა. პროექტის თანახმად საქართველოს რკინიგზა ორ პარტნიორ კომპანიასთან ერთად საკონტეინერო გადაზიდვებს იწყებს. გაჩნდება დამატებითი ტვირთი რომელიც დღემდე საგზაო ტრანსპორტის საშუალებით მოძრაობდა. პროექტის თანახმად გაიზრდება საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა და განიტვირთება საგზაო ტრანსპორტის შედეგად წარმოქმნილი საცობები.

იხილე მეტი
სიახლე 

ჩამოყალიბდება თუ არა საქართველოში მედია-პროფკავშირები?

საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ორგანიზაციის წევრები რეგიონებში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ. ისინი ჟურნალისტებს მედია პროფკავშირების ჩამოყალიბებას და მასში გაწევრიანებას სთავაზობენ. შეხვედრა დღეს ფოთშიც გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოჭიდავეების წარმატებები

ჭიდაობა ძიუდოში კი საერთაშორისო შეჯიბრს ზუგდიდმა უმასპინძლა. ტურნირში სულ სამი ქვეყანა ასპარეზობდა. 6 ფოთელი მონაწილიდან 3 შეჯიბრიდან მედლით დაბრუნდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოკრივეებმა ბაქოში საერთაშორისო ტურნირში იასპარეზეს

ა კლასის საერტაშორისო ტურნირს კრივში აზერბაიჯანმა უმასპინძლა, მასში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. მათ შორის საქართველო ნაკრები გუნდი და სამი ფოთელი მოკრივე. რამდენად წარმატებულად იასპარეზეს მათ ბაქოში ამას ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ.

იხილე მეტი
სიახლე 

აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია „კურსორში’’ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა

აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია ,,კურსორში’’ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზე სახანძრო უსაფრთხოების დაცვას ეხებოდა. მათ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები აქვთ და საკრებულოს თავმჯდომარის იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის თანახმადაც ბაზრის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობაა ნებადართული.

იხილე მეტი
სიახლე 

ყაჩაღობა ფოთში

ფოთში გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა. ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირებმა რეკვავას ქუჩაზე მდებარე ,,ვისოლის’’ ბენზინგასამართ სადგურიდან მუქარითა და იარაღის გამოყენებით 240 ლარი წაიღეს. შემთხვევის დროს ადგილზე ,,ვისოლის’’ ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. ნიღბიანები სეიფის გატეხვასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ფოთის პოლიცია აწარმოებს. ,,ვისოლის’’ თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

როდიდან ისარგებლებს ფოთი 24 საათიანი წყალმომარაგებით?

2016 წლიდან ფოთის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამჟამად ქალაქს სასმელი წყალი 18-20 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ნაბადის უბანში 4 რეზერვუარის მშენებლობა უკვე დაწყებულია. 17 მილიონიან პროექტს აზიის განვითარების ფონდი და ცენტრალური ხელისუფლება აფინანსებს.

იხილე მეტი