სიახლე 

არის თუ არა საქართველო კორონავირუსის მეხუთე ტალღისთვის მზად 14 09 21

ეპიდემიოლოგების განცხადებით საქართველოში კორონავირუსის,ახალი,მეხუთე ტალღაა მოსალოდნელი. რამდენად მოახერხებს ქვეყანა ,,ახალი ტალღის” აცილებას და რას უნდა ელოდოს მოსახლეობა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,ჩვენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ეპიდემიოლოგ ნინო ჭანტურიას ვესაუბრეთ. მისი თქმით,კოვიდთან ბრძოლაში, ვაქცინაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამასთან აუცილებელია არსებული რეგულაციების დაცვა,როგორიცაა : სოციალური დისტანცია და პირბადე. აღსანიშნავია,რომ მედიკოსები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და ყურადღებას რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე ამახვილებენ,მათი განცხადებით, სექტემბერი და ოქტომბერი კრიტიკული თვეებია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლის გაზრდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 14 09 21

საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა . „ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე შესაძლოა სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციური იყოს“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა განაცხადა. ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, რომ სწავლა იმ სკოლებში დაიწყოს, სადაც მასწავლებელთა 80%-ია აცრილია. არ ველოდებით, რომ მეხუთე ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც მეოთხე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსს 97 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 10 ივნისიდან კოვიდსიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.…

იხილე მეტი

რა მოლოდინები აქვს ფოთელ მოსახლეობას 13 09 21

2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ჩვენ დავინტერესდით თუ რა საკითხების მოგვარება იქნებოდა პრიორიტეტული ფოთის მოსახლეობისთვის განახლებული თვითმმართველობის მიერ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის მოსახლეობას ვესაუბრეთ. როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ინფრასტრუქტურა რჩება. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ ქალაქს განახლებული თვითმმართველობა ეყოლება

იხილე მეტი
სიახლე 

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი შეხვედრებს განაგრძობს 13 09 21

ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატის თქმით, სწორედ ფოთელების აქტიური ჩართულობით მოხდება ყველა პრიორიტეტის განსაზღვრა. მუნიციპალიტეტის საქმიანობა იქნება გამჭვირვალე . „ ახალი ენერგიით, იდეებითა და პოტენციალით, მინდა ვემსახურო ჩემს ქალაქსა და ფოთელებს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გუნდი, რომელიც მომდევნო წლებში ქალაქის განვითარებაზე იმუშავებს გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს”-აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბი დაარბიეს 13 09 21

ფოთში  გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ოფისში, გვიან ღამით უცნობი პირები შეიპარნენ, დააზიანეს საარჩევნო პლაკატები და მოიპარეს დროშები. გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეები აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ მეზობლებმა ტელეფონით შეატყობინეს. ოპოზიციური პარტიის წევრები მომხდარზე პოლიციაში განცხადის შეტანას აპირებენ . მათი თქმით ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნება აგრესიას ავლენს და ცდილობს არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას ხელი შეუშალოს, რადგან მათ იციან 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ გააჩნიათ. ,, რეფერენდუმი დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით , ქართველი ხალხის გამარჯვებით და ეს იქნება ,,ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი. სამწუხაროდ ჩამოყალიბდა სისტემა,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა 13 09 21

დღეიდან ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.  ტრანსპორტში სამგზავრო ბარათებით გადახდის სისტემა ამოქმედდა. ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა სატრანსპორტო ან თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია ფოთის თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე, ფოთში მდებარე „სპარის“ და „ბევრილი ჯგუფის“ მარკეტებში- ღირებულება 2ლარს შეადგენს. ინტერვიუ სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით. აღსანიშნავია რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში სისტემატურად ტარდება დეზინფიცირების ღონისძიებები. ტრანსპორტში სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 13 09 21

17 სექტემბრამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელწექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში+22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +26, +31 გრადუსი იქნება. 14 სექტემბერს, ფოთში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელიდღისით და ღამით უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +19, +21 გრადუსი. დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ. 15 სექტემბერს, ფოთში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდენლი ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება, ღამით +22, +24 გრადუსი. ღამით მცირე წვიმას უნდა ველოდოთ. 16 სექტემბერს, ფოთში დღისით და ღამით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდენლი დღისით +20, +22 გრადუსი, ღამით +18, +20…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ 13 09 21

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სოციალური მხარდაჭერის პროგრამის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში, ფოთში, მალთაყვის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.   პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.  დევნილებს ენდოკრინულ დაავადებათა და მხედველობის სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში სათვალის რეცეპტის გაცემა), სისხლის მიმოქცევის სისტემის სკრინინგი, რადიოლოგიური კვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია ჩაუტარდათ.  დანიშნულების შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.  აღსანიშნავია რომ დევნილთა…

იხილე მეტი