სიახლე 

შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლას ოპოზიციური პარტიის წევრები გამოეხმაურნნე 16 07 21

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 19 ივლისს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, ის ბათუმში მასშტაბურ კონფერენციას დაესწრება. დაგეგმილ ვიზიტს ოპოზიციური პარტიის წევრები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის დოკუმენტის თითქმის ყველა პუნქტი დაარღვია და საერთაშორისო პარტნიორებს უპირისპირდება.აღნიშნულ საკითხს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ფოთში – დარეჯან ცხვიტარიაც გამოეხმაურა. „ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიქმნა, რადგან არცერთი არ შეასრულა მთავრობამ“ – განაცხადა ჩვენთან ინტერიუში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ფოთში – დარეჯან ცხვიტარიამ.შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 19 ივლისს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, რასაც ოპოზიციური პარტიის წევრები…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 16 07 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უახლოეს დღეებში საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელია, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებას უნდა ველოდოთ. ფოთის საზღვაო ზოლზე არსებული პროგნოზის მიხედვით: 17 ივლისს, შაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი, ხოლო ღამით +23, +25 გრადუსი იქნება. დღე ცვალებადი ღრუბლიანობით ჩაივლის. 18 ივლისს, კვირას ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი, +23, +25 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალ თემურ ბარქაიას დაკრძალავენ 16 07 21

წლების განმავლობაში ფოთის „კოლხეთი-1913“-ის პრეზიდენტი და გუნდის გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია 44 წლის ასაკში გარდაიცვალა,  ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა წლების განმავლობაში ფოთის “კოლხეთი 1913-ის” პრეზიდენტი, კლუბის გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია, ვის სახელთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქალაქის გუნდის ლოკალური წინსვლა “კოლხეთისთვის” ურთულეს პერიოდში. საფეხბურთო კლუბი “კოლხეთი 1913″ იზიარებს მწუხარებას და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს”, – ვკითხულობთ “კოლხეთის” განცხადებაში. თემურ ბარქაია ბიზნესმენი გახლდათ, რომელმაც 21-ე საუკუნეში ფოთის „კოლხეთი-1913“-ს ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება გაუწია და ყველაზე წარმატებული მმართველი იყო. ის გუნდის დასახმარებლად სამჯერ მივიდა (2006-2009, 2010, 2013-2018) და სამივეჯერ დაბალ ლიგაში დაქვეითებული გუნდი ეროვნულ ლიგაში დააბრუნა. შეგახსენებთ, რომ თემურ ბარქაიას ხვალ,17 ივლისს დაკრძალავენ.…

იხილე მეტი
სიახლე 

ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე ფოთელი მალხაზ ხელაია იასპარეზებს 16 07 21

მიმდინარე წლის 19-23 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში , მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 45 კილოგრამ  წონით კატეგორიაში,მალხაზ ხელაია დაიცავს, რომელმაც საერთაშორისო ტურნირზე უკვე გაიმარჯვა,ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. როგორც სპორტსმენის პირადი მწვრთნელი  ავთანდილ კუჭავა აღნიშნავს მალხაზი გამარჯვებისთის სათანადოდაა მომზადებული.   ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტრის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებულ სპორტსმენებს წარმატებებს უსურვებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სასწავლებელი პროექტით ,,იმღერე ახალი“ გაიმარჯვა 16 07 21

კულტურის სამინისტრომ კონკურსის „სახელოვნებო სკოლები/სასწავლებლების მუსიკალური პროექტების ხელშეწყობა” გამარჯვებულები გამოავლინა, ერთ-ერთი გამარჯვებულთაგანი,არჩილ ხორავას სახელობის ქალაქ ფოთის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელი გახდა, პროექტით „იმღერე ახალი“.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ პროექტის ავტორს ბადრი დოლბაიას ვესაუბრეთ. როგორც მან აღნიშნა ეს გამარჯვება ძალიან სასიხარულო და საამაყოა. ინტერვიუ აღსანიშნავია,რომ კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგენდა და კონკურსის ფარგლებში კულტურის სამინისტროს სულ 16-მა განმცხადებელმა მომართა,აქედან კი 4-მა გაიმარჯვა.

იხილე მეტი

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 4 შემთხვევა დაფიქსირდა 16 07 21

საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეიდან საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო. ამერიკულ-გერმანული წარმოების ვაქცინით მოქალაქეები დილიდან იცრებიან. იმუნიზაციის პროცესში ჩართულია 30 ჯგუფი და მათი რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ამ დროისთვის, ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის მხოლოდ 28 ათასი დოზაა ჩამოსული. პანდემიური ვითარება მძიმდება და წინა პერიოდთან შედარებით ბევრია ინფიცირებული ბავშვი. “დელტა” შტამი სწორედ მცირეწლოვნებისთვის არის საშიში. ყოველდღიურად ინფიცირებული პაციენტების 10% არასრულწლოვანია. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 3 ჩვილიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს იაპონიის ელჩი სტუმრობდა 14 07 21

დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა ესტუმრა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მასზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. ქალაქის მერის განცხადებით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ფოთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას. ამ ეტაპზე, საქართველოში იაპონიის საელჩო ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამას (GGP) ახორციელებს, რომლის ამოცანაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაში. როგორც იაპონიის ელჩმა აღნიშნა: საქართელოს სტრატეგიური მდებარეობა ძალიან საინტერესოა იაპონიისთვის. შეგახსენებთ,რომ საგრანტო კონკურსებს  იაპონიის საელჩო საქართველოში ყოველ წლიურად აცხადებს,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 1 შემთხვევა დაფიქსირდა 14 07 21

საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც მივიღეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული Pfizer-ის გარკვეული დოზები, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის დაწყების თარიღიც დაასახელა. „პირველი ეტაპისთვის ამ პროცესში საქართველოს მასშტაბით ჩართული იქნება 7 კლინიკა. დღეის მდგომარეობით 30 ბრიგადა იქნება განკუთვნილი Pfizer-ით ვაქცინაციისთვის და ეტაპობრივად ამ პროცესში ჩაერთვება 80 დამატებითი კლინიკა და სულ მცირე 240 ბრიგადით მოვემსახურებით მოქალაქეებს. უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება 16 ივლისს“, – აღნიშნა ტიკარაძემ. “pfizer”-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო…

იხილე მეტი