სიახლე 

ნაციონალური მოძრაობა ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენაზე მსჯელობს 08 17 21

,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მერობის კანდიდატები პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ დაასახელა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფოთში მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან თინა ბოკუჩავა იქნებოდა,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას ვესაუბრეთ. როგორც ის აცხადებს: ბოკუჩავა ფოთში მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. შეგახსენებთ,რომ პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე დღეში დაასახელებს კანდიდატს,რომელიც ფოთის მერობისთვის იყრის კენჭს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 17 08 21

18 – 19 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი. 20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. 21-22 აგვისტოს ზოგან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება. 18 აგვისტოს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი, ღამით კი+21, +23 გრადუსი იქნება. ღამით მოსალოდნელია მცირე წვიმა. 19 ივნისს, ფოთში ცვალებადი მოღრუბლუობაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 +27 გრადუსი, ღამით +27, +23 გრადუსი იქნება. დღის განმავლობაში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი . შესაძლებელია ელჭექიც 20 აგვისტოს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 17 08 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების დღიდან საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 490 462-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს პანდემიის გავრცელებიდან საქართველოში 6 483 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 539 ინფიცირებული. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 429 190-მდე გაიზარდა. სულ აცრილია – 831 815, დღიურად აცრილია – 25 083 ადამიანი. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ-19-ის…

იხილე მეტი
სიახლე 

ჭადრაკში ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 16 წლამდე გოგონათა შორის გაიმართა 17 08 21

6-10 აგვისტოს რაპიდში, ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 16 წლამდე გოგონათა შორის გაიმართა, სადაც წარმატებით იასპარეზა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა დიანა ლომაიამ, მან 10 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საჭადრაკო კლუბის დირექტორს დავით კოდუას ვესაუბრეთ. აღსანიშნავია,რომ მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი 26-30 აგვისტოს გაიმართება და 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩატარდება. ტურნირში 100-ზე მეტი ქვეყნის 1600-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა 17 08 21

დღეიდან, პირბადის გამოყენება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებშიც სავალდებულო გახდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თვეების განმავლობაში ვამბობდით, თუ რამდენად ეფექტიანია პირბადე ინფექციისგან დასაცავად. არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება მეოთხე ტალღის დასაძლევად“, – აღნიშნა მინისტრმა. 10 აგვისტოს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციის თანახმად გარე სივრცეში მისი გამოყენება, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრებისას იყო სავალდებულო. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა. საქართველოში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია №-70-ე ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია 17 08 21

„კურსორის“ სტუმარია ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ოთხმა საჯარო მოხელემ თანამდებობა დატოვა 08 16 21

ფოთში, ოთხმა საჯარო მოხელემ თანმდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადებები მათ დღეს გააკეთეს. როგორც ისინი აცხადებენ, მუდმივი რადიკალიზმი და პოლარიზება როგორც ქვეყნის ისე ქალაქის განვითარებას ხელს უშლის და სწორედ ეს გზა აქვს არჩეული დღეს მოქმედ ხელისუფლებას, მათივე თქმით, ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური კურსი მიუღებელია და გიორგი გახარიას გუნდს, პარტია ,,საქართველოსთვის” უერთდებიან. ,,აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არის ქვეყანაში და ქალაქში არსებული მძიმე ვითარება, მუდმივი რადიკალიზმი და პოლარიზება, რაც ხელისშემშლელია ქვეყნის განვითარებისათვის. მოქმედ ხელისუფლებას რესურსიც არ გააჩნია პრობლემის მოგვარების და მეტიც, სურვილიც არ გააჩნია, რადგანაც იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას სჭირდება უკეთესი მომავალი, სწორი და ქმედითი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მატარებლით ჩამოსულ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურებათ 08 16 21

ფოთელმა ბექა ყარალაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის სახელზე,ტრანსპორტის აღდგენის თაობაზე განცხადება შეიტანა. კერძოდ ის სადგურიდან სხვადასხვა მიმართულებით,ავტობუსების დანიშვნას ითხოვდა. აღნიშნულ საკითხს მეცხრე ტალღამ სიუჟეტი მიუძღვნა,როგორც ბექა ყარალაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა,,,ფოთში მატარებლის ჩამოსვლის შემდეგ ხალხს ავტობუსები ემსახურებოდათ, რაც კოვიდრეგულაციების ამოქმედების შემდეგ გაუქმებულია და მის აღდგენას ვითხოვ” აცხადებდა ყარალაშვილი.აღნიშნული საკითხი დაკმაყოფილდა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა ფოთში მატარებლით ჩამოსულ მგზვარებს მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება! ამასთან ქალაქში ავტობუსების მუშაობის განრიგი გახანგძლივდა 21:00-ის ნაცლად 00:00 საათამდე მოემსახურება.ამასთან ავტობუსებს ბარათით გადახდის სისტემაც დაემატება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი წევრების არჩევის პროცესი დასრულდა 08 16 21

ფოთის ,, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი’’ ში დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქრისტიანული ფილოსოფიის და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების 12 კურსდამთავრებულს მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცა. ღონისძიებაში უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარებდა.

იხილე მეტი