სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 1 შემთხვევა დაფიქსირდა 29 06 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 194 ადამიანს დაუდასტურდა ივლისში ერთდროულად ოთხი სახის ვაქცინა გვექნება. ეს ვაქცინებია: „სინოვაკი“ „სინოფარმი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმის გამო, რომ ჯერ არც ქვეყანას და არც მსოფლიოს კორონავირუსის პანდემია არ დაუმარცხებია, აუცილებელია, მოსახლეობამ კვლავ განაგრძოს წესების დაცვა. ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 3 მილიარდზე მეტი დოზა გაიხარჯა ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 3 მილიარდზე მეტი დოზა გაიხარჯა. ინფორმაციას…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმრები არიან ფოთელი მძლეოსანი საბა ხვიჩავა და მისი მწრთვნელი ჯეირან ხოფერია 29 06 21

 დღევანდელი ,,კურსორის’’ სტუმარები არიან : ამერიკის შეერთებულ შტატებში, წარმატებული ფოთელი მძლეოსანი საბა ხვიჩავა და მისი მწრთვნელი ჯეირან ხოფერია

იხილე მეტი
სიახლე 

„ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი“ სამოქალაქო ინსპექტორის პოზიციაზე დასაქმებისთვის მსურველებს იწვებს

„ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი“ სამოქალაქო ინსპექტორის პოზიციაზე დასაქმებისთვის მსურველებს იწვებს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორეის დელეგაცია იმყოფება 29 06 21

საქართველოში სამხრეთ კორეის მიერ ოფიციალური დახმარების პოლიტიკის (ODA)-ს ფარგლებში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შემდეგი ეტაპი იწყება. აღნიშნული პროექტი საქართელოში სამხრეთ კორეის ინიციატივით ხორციელდება და საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართელოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. ამ მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს „ საქართველოში სამხრეთ კორეის რწმუნებული  დაესუ ჩანგი, კონსული კო ოკ სოკი, ასევე სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს ინჟნრები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელებული სამუშოები და შესრულებული გეგმები განიხილეს, ასევე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მიმდინარე ეტაპზე იგეგმება ტრენინგები ჰიდროგრაფიული სამსახურის…

იხილე მეტი
სიახლე 

პარტია ,,ერის” მხარდამჭერები 5 ივლისისთვის ემხადებიან 28 06 21

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი : პოლიტიკური პარტია „ერი“-ს დამფუძნებლის ლევან ვასაძის მხარდამჭერები 5 ივლისს „სოლიდარობის მარშის“ ჩასაშლელად ემზადებიან, 3 საათიანი მსჯელობის შემდეგ, „თბილისი პრაიდი’’-ის“ მსვლელობა „თანასწორობისთვის“ ჩაშლა დაიგეგმა. „თბილის პრაიდის“ ორგანიზებით, „თავისუფლების“ კვირეული 1 ივლისს დაიწყება და 5 ივლისს „სოლიდარობის“ მარშით დასრულდება, რადიკალთა ჯგუფები კი ხელისუფლებას აღნიშნული ღონისძიების გაუქმებას სთხოვენ და ამბობენ, რომ თუ მთავრობა ქუჩაში თანასწორობის მოთხოვნით ადამიანებს გამოსვლის უფლებას მისცემს, მაშინ რადიკალების მხარდამჭერები, მათ წინააღმდეგ  დიდ არეულობას შექმნიან. შეგახსენებთ, რომ ე,წ „თბილისი პრაიდის“ კვირეული 1 ივლისს დაიწყება და 5 ივლისამდე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მცხოვრები , 83 წლის პოეტი რუსუდან ნარსია, მეორე წიგნის გამოცემას ელოდება 28 06 21

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთაგან ერთ-ერთი, ფოთში მცხოვრები , 83 წლის პოეტი რუსუდან ნარსია-ჯინჭარაძე გახლავთ. როგორც ქალბატონი რუსუდანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, საკუთარი კარ-მიდამოს მიტოვება და ნოსტალგია აფხაზეთზე გახდა ინსპირაციის წყარო,  რაც შემდეგში ლექსების წერის მიზეზად იქცა. თუმცა, აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ლექსების წერით რუსუდანი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა და  და ირგვლივმყოფების გაოცებასაც  იწვევდა. რუსუდანს თავისი ცხოვრების მანძილზე , 1000-მდე ლექსი და 30-მდე ზღაპარი აქვს შექმნილი, თავისი საავტორო წიგნი „ზღვის სურნელი“  2017 წელს გამოუშვა. ამჟამად კი  მეორე წიგნის დაბეჭდვის მოლოდინშია, რომელიც დაახლოებით  600 ლექსისგან შედგება. აღფრთოვანებას იწვევს ის ფაქტი,რომ 83 წლის  პოეტმა,თავისი ყველა  ნაწარმოები…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 3 შემთხვევა დაფიქსირდა 28 06 21

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ მოქალაქეებს „დელტას შტამისგან“ ვერ იცავს, სრულყოფილი არ არის, რადგან მეცნიერებს კითხვები სხვა ვაქცინების მიმართაც აქვთ, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვირუსის დამარცხებისთვის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი იარაღია, თუმცა რეგულაციების დაცვა ასევე აუცილებელია. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვირის ბოლოსთვის, საქართველო ერთ მილიონ დოზა ვაქცინას ელოდება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 181 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 181 096 913 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 923 105 ადამიანი გარდაიცვალა.  დღეს ქვეყანაში…

იხილე მეტი
სიახლე 

ოპოზიციონერები კოვიდრეგულაციების დარღვევის დროს დაწერილი ჯარიმების სუბსიდირებაზე საუბრობენ 28 06 21

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერებათ. ამნისტია შეეხება და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. რა მიზანი აქვს მმართველი პარტიის მხრიდან კოვიდრეგულაციების დროს დაწერილი  ჯარიმების სუბსიდირებას ?  აღნიშნული კითხვით,ჩვენ ოპოზიციური პარტიების  ფოთელ ლიდერებს მივმართეთ, როგორც ისინი აცხადებენ,  ყოველივე  წინასაარჩევნო მანიპულაციაა. „ქართული ოცნება თამაშის ისევ ძველ წესებს მიმართავს, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთ ნათელი  მაგალითია’’ აღნიშნა ოპოზიციური პარტია ,,ლელო’’-ს წარმომადგენელმა მაია ჩხარტიშვილმა.  „ქართული ოცნება არ ეშვება ხალხის მოტყუებას…

იხილე მეტი