სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანა“ – ს გუნდმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა 18 06 21

მორიგი საერთაშორისო საჭადრაკო გუნდური ტურნირი ონლაინ პლატფორმა lichess.org -ზე ჩატარდა,რომელშიც მონაწილეობა ფოთის საჭადრაკო კლუბ “ნანა“-ს გუნდმაც მიიღო, მათ ტურნირში დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს და უახლოესი მდევარი 63 ქულით ჩამოიტოვეს.ფოთის საჭადრაკო კლუბის შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი გამზარდია, აკაკი ყალიჩავა, კახაბერ კიზირია, ანა სანიკიძე, მერაბ წულეისკირი, გაგა გვასალია, გიორგი სულაბერიძე, გიორგი წულაია, ელენე ჯობავა, დემეტრე კაკულია და დათო კოდუაკლუბმა ამ გამარჯვებით ზედა ლიგაში გადაინაცვლა და მორიგ ტურნირს 20 ივნისს გამართავს. აღსანიშნავია, რომ ონლაინ საერთაშორისო საჭადრაკო გუნდურ ტურნირში , ფოთის საჭადრაკო კლუბი „ნანა“-ს გუნდმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 18 06 21

მორიგი საერთაშორისო საჭადრაკო გუნდური ტურნირი ონლაინ პლატფორმა lichess.org -ზე ჩატარდა,რომელშიც მონაწილეობა ფოთის საჭადრაკო კლუბ “ნანა“-ს გუნდმაც მიიღო, მათ ტურნირში დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს და უახლოესი მდევარი 63 ქულით ჩამოიტოვეს.ფოთის საჭადრაკო კლუბის შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი გამზარდია, აკაკი ყალიჩავა, კახაბერ კიზირია, ანა სანიკიძე, მერაბ წულეისკირი, გაგა გვასალია, გიორგი სულაბერიძე, გიორგი წულაია, ელენე ჯობავა, დემეტრე კაკულია და დათო კოდუაკლუბმა ამ გამარჯვებით ზედა ლიგაში გადაინაცვლა და მორიგ ტურნირს 20 ივნისს გამართავს. აღსანიშნავია, რომ ონლაინ საერთაშორისო საჭადრაკო გუნდურ ტურნირში , ფოთის საჭადრაკო კლუბი „ნანა“-ს გუნდმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სანიაღვრე არხების მოწერიგება მიმდინარეობს 17 06 21

სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სატუმბი სადგურების გამართული მუშაობა , ფოთისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ ეტაპზე ქალაქში  8 სატუმბი სადგური ფუნქციონირებს, რომელიც უზრუნველყოფს სანიაღვრე წყლების გადინებას. განსაკუთრებული დატვირთვა სადგურებს უხვი ნალექის დროს აქვს, სწორედ ამიტომ სადგურების, გამართული მუშაობისთვის, ელექტრო ენერგიის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრეს დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეგახსენებთ ,რომ  დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები , მელიორაციის სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგებს გაეცნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

16 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა 17 06 21

16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ორმა ყველაზე ძლიერმა ლიდერმა საქართველოზე არ ისაუბრა და უკრაინასთან ერთად არ განიხილა, როგორც მწვავე პრობლემა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შეხვედრამ მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკის სისუტე ნათელი გახადა, ვინაიდან უკრაინასთან ერთად პრეზიდენტებმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე არ ისაუბრეს ბრალდებების საპასუხოდ უმრავლესობა ამბობს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა გაცილებით კრიტიკულ ზღვარზეა და მისი განხილვა ერთ-ერთ მთავარ საკითხი იყო. აღნიშნულ საკითხთან დააკვშირებით ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს დარეჯან ცხვიტარიას ვესაუბრეთ. შეგახსენებთ, რომ 16…

იხილე მეტი
სიახლე 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9-ვე კანდიდატს მხარი დაუჭირა 17 06 21

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უზენაესი სასამართლოს,მოსამართლეობის 9 კანდიდატს მხარი დაუჭირა. გიორგი გოგიაშვილი; გოჩა აბუსერიძე; ლევან თევზაძე; ქეთევან მესხიშვილი;  გიორგი შავლიაშვილი; რევაზ ნადარაია;  ბიძინა სტურუა; ეკა ზარნაძე; ლაშა ქოჩიაშვილი. ეს იმ მოსამართლეების სიაა, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში იღებდნენ მონაწილეობას, საბჭოს გადაწყვეტილებით, 9-ვე კანდიდატი პარლამენტს წარედგინება. მართლმსაჯულების სისტემაში, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ცვლილებები სწორედ დღეს განხორციელდა, აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეების 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით იმსჯელობს. აღსანიშნავია, რომ რომ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე …

იხილე მეტი
სიახლე 

ნინო ლომჯარია მეუფე იაკობს შეხვდა 17 06 21

დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით,  ბოდბელ მთავარეპისკოპოსს იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა შედგა.,,კონსტრუქციული და პოზიციტიური’’ – ასე აფასებს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალ ხელმძღვანელთან,  მეუფე იაკობთან შეხვედრას. „ჩვენ შევთნხმდით რომ ერთი კვირის შემდეგ ჩავალთ პანსიონში, ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ, გვქონდა  კეთილგანწყობილი საუბრები, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა, ჩვენ გვაქვს ერთნაირი მიდგომა ბავშვების საკითებთან დაკავშირებით, ვაპირებთ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებს აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო…

იხილე მეტი
სიახლე 

კოლეჯ „ფაზისს“ ახალი სასწავლო პროგრამები დაემატა 17 06 21

ფოთში მდებარე კოლეჯი ,,ფაზისი’’ გრძელვადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად,მოკლევადიანი გადამზადების პროფესიულ პროგრამებს ინტენსიურად ახორციელებს.კოლეჯში არსებულ სიახლეებზე ჩვენ ..ფაზისი’’-ს დირექტორს ნინო ბაკურაძეს ვესაუბრეთ. მისი განცხადებით კოლეჯი ,,ზრდასრულთა განათლების პროგრამა’’-შია ჩართული ,რაც მოსახლეობას, შესაძლებლობას აძლევს მოკლე ვადებში განივითარონ პროფესიული უნარები სხვადასხვა მიმართულებებით, რაც შესაბამისად ზრდის დასაქმების შანსებს.კურსდამთავრებულებს დიპლომი გადაეცემათ ,რომელიც საჯარო სკოლის ატესტატთანაა გათანაბრებული. მოკლევადიანი პროგრამები პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.კოლეჯი “ფაზისი”, 10 ივნისს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე წარსდგა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება ორ ლოკაციაზე მოიპოვა,რაც ფოთის მერიასა და კოლეჯ ფაზისს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე ევროპულ სასამართლოში განიხილება 17 06 21

„დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს,“ –  განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა, მისივე  თქმით,  ევროპულ სასამართლოს კითხვები სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასთან, ასევე, სასამართლოს სხდომების დახურვასა და  უდანაშაულობის პრეზუმციიის დარღვევას უკავშირდება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაკომუნიცირდა ეს საქმე, რაც ნიშნავს საჩივრის განხილვა სხვა ეტაპზე გადავიდა, ანუ საჩივარმა გადალახა წინა ეტაპი, რაც გულისხმობს შეფასებას, თუ რამდენად დასაბუთებულია, ის პრეტენზიები, რომელიც არის წამოყენებული. ახლა დგას უკვე არსებითი ეტაპი და მთავრობამ უნდა გასცეს პასუხები იმ შეკითხვებს, რომლებიც არის ევროპული   სასამართლოს მიერ დასმული.”განაცხადა ჯანდიერნმა ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ  გიორგი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 17 06 21

საქართველოში კორონავირუსის 714 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას გამოუყო 50 მილიონი ევრო COVAX-ის პლატფორმიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და COVID -19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა, რომელიც წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში უზრუნველყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილს. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა რა არის ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის მატების მთავარი მიზეზები. მისი თქმით ერთ-ერთ მთავარ ფაქტორი საქართველოში COVID-19-ის სხვადასხვა შტამების გავრცელებაა…

იხილე მეტი