სიახლე 

ფოთში დასუფთავების აქცია მოეწყო 07 06 21

ფოთში 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, დასუფთავების აქცია გაიმართა ,მასში მონაწილეობა ფოთის მერიის წარმომადგენლებმაც მიიღეს. გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ისახავს. შეგახსენებთ,რომ გარემოს დაცვის დღე 1972 წელს დაფუძნდა და მას ყოველწლიურად სხვადაახვა აქტივობებით აღნიშნავენ. წელს ფოთში დასუფთავების აქცია მოეწყო,რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გახორციელდა

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ 07 06 21

დევნილებსა და ეკომიგრანტებს „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გრანტები გადაეცემათ. პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 15 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დევნილთა განყოფილების უფროსს ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ. აღსანიშნავია რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს. გრანტის ოდენობა, საშუალოდ, 16 000 ლარს შეადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში COVID 19 -ს 3 შემთხვევა დაფიქსირდა 07 06 21

 ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 307 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 014 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 386 217 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შემთხვევებმა  173 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანა ივლისიდან უნდა გადავიდეს მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ დღეს ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ 5-6 ათას აცრას, ივლისიდან ეს უნდა ავიდეს 20-25 ათასამდე. მომავალი 6 თვის განმავლობაში უნდა ვაკეთოთ 20-25 ათასი აცრა, რათა მივაღწიოთ ჩვენს სამიზნეს, აიცრას მილიონ 700 ათასი მოზრდილი ადამიანი.ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ახალი კორონავირუსისა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის შექმნილ ახალ პორტალზე…

იხილე მეტი
სიახლე 

1 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება 07 06 21

   შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის, განცხადებით, ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსები ჩატარდება, საერთო სამაგისტრო გამოცდა კი 27-30 ივლისს ჩატარდება. აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ, გამოცდები 2021 წელსაც, გასული წლის მსგავსად კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება“-აღნიშნა ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ ჩვენთან ინტერვიუში. აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38 400-მა აბიტურიენტმა გაიარა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობას 3700 სტუდენტი მიიღებს, სამაგისტრო…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ,,ბაგირის გადაძალვაში” ჩემპიონატი ჩატარდა 07 06 21

6 ივნისს, ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის, მე-2-ე  საჯარო სკოლის დარბაზში , საქალაქო პირველობა „ბაგირის გადაძალვაში“ გაიმართა, რომელშიც  ფოთის 10 გუნდი იღებდა მონაწილეობას, თუმცა ტურნირის  წესებიდან გამომდინარე , ჭარბი წონის გამო, ერთი გუნდი  თამაშს გამოეთიშა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს  ხელბურთელების  გუნდი „ოქროს ვერძი“ და კრივის სასპორტო სკოლის მოკრივეები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა, ხელბურთელთა გუნდის ,, ოქროს ვერძის’’ გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ა(ა)იპ სასპორტო სკოლებსა და სასპორტო კლუბებს შორის გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დასუფთავების აქცია მოეწყო 07 06 21

ფოთში 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, დასუფთავების აქცია გაიმართა ,მასში მონაწილეობა ფოთის მერიის წარმომადგენლებმაც მიიღეს. გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ისახავს. შეგახსენებთ,რომ გარემოს დაცვის დღე 1972 წელს დაფუძნდა და მას ყოველწლიურად სხვადაახვა აქტივობებით აღნიშნავენ. წელს ფოთში დასუფთავების აქცია მოეწყო,რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გახორციელდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალური პარკი უახლოეს მომავალში გაიხსნება 04 06 21

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პარკი გავრცელებული ინფორმაციით 1ივნისს უნდა გახსნილიყო თუმცა გადაიდო. ჩვენი ჯგუფი შეეცადა გაერკვია რა გახდა აღნიშნულის გადადების მიზეზი. ჩვენ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს იაგო რომანაშვილს ვესაუბრეთ.რომანაშვილის განცხადებით პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და დასრულდების ეტაპზეა, მიმდინარეობს პარკის კომპლექსური შესწავლა რის შემდეგაც მოხდება დასკვნის მომზადება. მისი გახსნა ივნისის ბოლოს იგეგმება. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ავტოდრომის აღდგენის საკითხზე და შადრევნის რეკონსტრუქციაზე. აღსანიშნავია რომ ფოთის ცენტრალური პარკი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაობს ჯორჯიან სტოუნი ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეები ქალთა უმაღლესი ლიგისთვის ემზადებიან 04 06 21

12 ივნისს, თბილისში ქალთა უმაღლესი ლიგა იმართება, სადაც მონაწილეობას ფოთის საჭადრაკო კლუბის ორი მოსწავლე – დიანა ლომაია და ელენე წოწონავა იღებს. როგორც ცნობილია, ქალთა უმაღლესი ლიგისთვის საგზური მათ საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირში მოიპოვეს. უმაღლესი ლიგისთვის მოსამზადებლად გოგონები 1 ივნისს ბორჯომში წავიდნენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, მორიგი ჩემპიონატის დროს შერკინება ქალთა ნაკრების წევრებთან მოუწევთ, რაც მათ დიდ გამოცდილებას შესძენს. აღსანიშნავია, რომ გოგონები აქამდეც წარმატებულად თამაშობდნენ, რის შედეგადაც მრავალი პრიზი მიიღეს. უმაღლეს ლიგასთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საჭადრაკო კლუბის უფროსს – დავით კოდუასაც დავუკავშირდით. ის ამბობს, რომ სწორედ ქალაქ ფოთმა უზრუნველყო სპორტული…

იხილე მეტი