სიახლე 

მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილი სამშობლოში დაბრუნდა 10 06 21

მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილი სამშობლოში დაბრუნდა, სპორტსმენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ, ბუდაპეშთტში გამართულ წლის პრესტიჟულ ტურნირზე ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ფინალში შვედი ტომი მაციასი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა, დღეს კი მედლები მამაკაცთა შორის 90, ხოლო ქალთა შორის 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება და საქართველოს ნაკრების ღირსებას ბექა ღვინიაშვილი და მარიამ ჭანტურია დაიცავენ. „რთული მსოფლიო ჩემპიონატი იყო, დიდიხანია ამისთვის ვემზადებოდი, მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს სამივე ტიტული, წინ კიდევ დიდი გეგმებია და მიზნები, სადაც ამ ყველაფრისთვის ვიბრძოლებ“-განაცხადა ევროპის, ოლიმპიურმა და ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში 8 ივნისს დაიწყო და 13 ივნისს დასრულდება.

მსგავსი სტატიები