სიახლე 

პრემიერ-მინისტრმა ნამახვანჰესის მშნებლობაზე განცხადება გააკეთა 10 06 21

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
“რაც შეეხება ნამახვანის პროექტს, მოგეხსენებათ, ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა და მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ; იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის და დაგვხვდა ის პირობები, 100 წელი და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით პროექტს არ გავაგრძელებთ,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას მალევე უპასუხა ვარლამ გოლეთიანმა „შინაარსობრივად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთება ვხედავთ, რომ გრძელდება, არ აქვთ როგორც ჩანს თვითონ გუნდს საერთო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ”შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია უკვე 200 დღეზე მეტია მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები