სიახლე 

ფეხბურთში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა 03 06 21

გუშინ, საქართველოს დროით, 22 :45 საათზე, რუმინეთში, ქალაქ პლოეშტშში, ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა, რომელშიც რუმინეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ,საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მასპინძლობდა. პირველი ტაიმი ანგარიშით 0-0 დასრულდა.მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები 61-ე წუთზე, გიორგის მიქაუტაძის სადებიუტო გოლით დაწინაურდა, რასაც 71-ე წუთზე ასევე ჩვენი ფეხბურთელის ,გიორგი აბურჯანიას გოლი მოჰყვა.78-ე წუთზე კი რუმინელებმა,ქართველთა კარში 1 გოლი გაიტანეს. საბოლოოდ ანგარიში 1:2 საქართელოს ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა და ქართელებმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს, შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, ისტორიულად ძლიერი მეტოქე, რუმინეთის ნაკრები, საბოლოო ანგარიშით 1-2 დაამარცხა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ორი საბავშვო ბაღი დახურულია 03 06 21

ფოთის ორ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი სრულად შეწყდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სკოლამდელი გაერთიანების დირექტორს მაკა ზარანდიას ვესაუბრეთ,მისი,განცხადებით, ფოთის N2 და N3 საბავშვო ბაღი ამ დროისთვის კოვიდ შემთხვევების გამო სრულად დახურულია, დანარჩენ 13 ბაღში კი პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღებში, გეგმიური ტესტირება ყოველ 2კვირაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტესტირების 8 ეტაპი  უკვე ჩატარდა, რამაც კოვიდ შემთხვევების პრევენციას ხელი შეუწყო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი სამბისტი ჯაბა თურქია ევროპის ჩემპიონია 03 06 21

27-28 მაისს კვიპროსში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ჭიდაობა სამბოში, ფოთელმა ჯაბა (ელიზბარ) თურქიამ პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა, მან 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 3 შეხვედრა ჩაატარა და სამივე დამაჯერებლად მოიგო, რამაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა.  „ჯაბამ მომზადება ფოთში გაიარა, ფაქტობრივად მოგვიწია წონის დაკლებაზე ვარჯიში, რადგან უკვე ბოლო ეტაპი იყო ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი და ჩვენ ეს ყოველივე წარმატებით შევძელით და ჯაბამ მოიპოვა ოქროს მედალი“-განაცხადა ჯაბას მწვრთნელმა კონსტანტინე ხუბუტიამ ჩვენთან ინტერვიუში. აღნიშნული წარმატება ჯაბა თურქიას, ფოთის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ პირადად მიულოცა და  წარმატებები უსურვა.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრმა სპექტაკლები განაახლა 03 06 21

თითქმის ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, „ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“ აგრძელებს სპექტკალებს, რომელიც 4 ივნისიდან 27 ივნისამდე გაგრძელდება. „ჩვენ ხვალიდან  ფაქტობრივად ვხსნით სეზონს, მოგეხსენებათ პანდემიის გამო გაჩერებული იყო თეატრი და მინდა მოგილოცოთ ყველას ფოთის თეატრის „ხელმეორედ“ გახსნა-განცხადა ჩვენთან ინტერვიუში, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამაზ იოსელიანმა. ცნობისთვის, სპექტაკლების, ივნისის თვის სრული განრიგი ,ფოთის თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული. ფოთელ მაყურებლებს წინ ძალიან საინტერესო და სახალისო ცხელი ზაფხული ელოდება .

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში COVID 19 -ს 8 შემთხვევა დაფიქსირდა 03 06 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 833 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 205 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 346 983 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 330 721, გარდაიცვალა 4 853 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVAX-ის მექანიზმში ინვესტირება საუკეთესო ინვესტიციაა პანდემიის დასრულებისთვის. „ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებში ახლა შემთხვევები და სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად მცირდება. COVAX-ის მექანიზმში ინვესტიცია არ არის ქველმოქმედება. ეს საუკეთესო ინვესტიციაა პანდემიის დასრულებისა და გლობალური აღდგენისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა. COVAX-ის პროგრამა მიზნად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის ხელშეწყობას…

იხილე მეტი
სიახლე 

ჭანტურიას ქუჩის მცხოვრებლები მერიას დახმარებას სთხოვენ 02 0621

,,ჭანტურია’’-ს ქუჩაზე მდებარე 9 სართულიანი ბინა ხშირი წვიმების შედეგად დაზიანდა, რის გამოც, მოსახლეობას საცხოვრებლის დატოვება უწევს.მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველოვბას დახმარებას სთხოვს,როგორც ისინი აცხადებენ, საპასუხოდ მერია მათ საქმის სასამართლო გზით,გადაწყვეტას სთავაზობს.როგორც ჩვენთვის ცნობილია, რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს რთული საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, მცირეწლოვანებთან ერთად ბინიდან გადასვლა და ნაქირავებში ცხოვრება მოუწიათ, ხოლო ქირის თანხას, მათ მერია უხდის, მაგრამ როგორც ისინი აღნიშნავენ, მერია ქირის გადახდას ყოველთვე აგვიანებს,ბოლო ორი თვის თანხა კი საერთოდ არ დაუფარავთ. მერიის შემოთავაზებული ალტერნატივით, რაც სასამართლოში ჩივლებას გულისხმობს, პროცედურა 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება, ადგილობრივი თვითმმართელობა კი გარანტიას ვერ იძლევა , რომ სამი წლის…

იხილე მეტი
სიახლე 

მეუფე იაკობი გახარიას უპირისპირდება 02 06 21

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი გიორგი გახარიას დაუპირისპირდა და საქართელოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და უკვე ახალი ოპოზიციური პარტიის ლიდერს  გაფრთხილება მისცა.  ,,თუ დავინახე, რომ რუსეთისკენ გააქანეს საქართველო, აუცილებლად ჩავერევი”- განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა. როგორც მეუფე აღნიშნავს, ის არჩევნების პროცესშიც ჩაერევა და მის მიერ მხარდაჭერილ ,,ახალ ძალას’’ გამარჯვება არ  გაუჭირდება. „თუ მე დავინახე, რომ რუსეთისკენ გააქანეს ვიღაცეებმა საქართველო, აუცილებლად ჩავერევი, ნახავთ, რომ ჩავერევი და ის ძალა, აუცილებლად დიდ პროცენტს აიღებს. ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას სათავეში, მოფიქრებულიც გვაქვს, რა უნდა გავაკეთოთ, არც მხარდაჭერა გაგვიჭირდება და არც არჩევნებში გამარჯვება“, -განაცხადა…

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში COVID 19 -ს 13 შემთხვევა დაფიქსირდა 02 06 21

საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 346 150 შეადგინა. მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, ძალიან თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, განაცხადა. კომპანია Moderna ნიდერლანდებში საკუთარი ვაქცინის წარმოებას იწყებს, რის შედეგადაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ვაქცინების წარმოებას გააორმაგებს.კომპანია Lonza-სთან ხელშეკრულების დადების შემდეგ Moderna 2021 წლის ბოლოდან წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებს თამარ გაბუნიას თქმით როგორც კი იქნება შესაბამისი დასკვნები…

იხილე მეტი

სამეგრელო-ზემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს 02 06 21

სამეგრელო – ზემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ყავს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში წარუდგინა. „მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და მთლიანად საქართველოს მთავრობას გამოცხადებული დიდი ნდობისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ძალიან დიდი პატივია ვემსახურო ჩემს ქვეყანას სწორედ იმ რეგიონიდან, რომელიც არის ჩემთვის მშობლიური და სადაც ვარ დაბადებული’’განაცხადა გიორგი გუგუჩიამ. გიორგი გუგუჩია, წლების მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში, იყო ანტიკორუფციული სააგენტოს სამხარეო დანაყოფის ხელმძღვანელი ,გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის…

იხილე მეტი