აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ფოთში

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დაარსებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დასავლეთ საქართველოში, ბათუმსა და ფოთში კონცერტები გამართა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ანსამბლმა ქართულ-აფხაზური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები წარადგინა. სცენაზე ისმოდა ქართულ-აფხაზური უძველესი სიმღერებიც. მასში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი.

 

 

მსგავსი სტატიები