დასუფთავების აქცია ფოთში. 26 ივნისი, 2017
დასუფთავების აქციას შაბათს ახალგაზრდა მოხალისეები შეურთდნენ და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია) დაასუფთავეს.

