ხმაური ფოთის აგრარულ ბაზარში
ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში.ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გარე მოვაჭრეებს რიონის მარცხენა სანაპიროს განთავისუფლება მოსთხოვეს, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. გარემოვაჭრეებმა აგრარული ბაზრის შესასვლელი გადაკეტეს.ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეების გადაყვანა სავაჭრო ცენტრში იგეგმება, სადაც ისინი სამი თვის განმავლობაში გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან.