ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. 27 ივნისი, 2017
ფოთში, ახალ რაიონში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა და მას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დანიის საბჭოს დირექტორი ვინსენტ დონტონი და პოლონეთის ელჩის მრჩეველი პჟემისლავ პიეჟმი დაესწრნენ.

