სიახლე 

ქალაქის წარმატებულ სპორტსმენებს ფოთის მერი შეხვდა

დღეს ქალაქის წარმატებულ სპორტსმენებს ფოთის მერი ირაკლი კაკულია შეხვდა. მან  საჭადრაკო სკოლის დირექტორისგან , დავით კოდუასგან ბოლო პერიოდში მოჭადრაკეების მიერ მიღწეულ წარმატებებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრას სამეგრელო ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანე სალიაც ესწრებოდა. 28 დეკემბერს კი კულტურის სახლში წლის წარმატებული მოჭდარაკეების დაჯილდოვება გაიმართება. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სტატიები